ქმარმა მას შემდეგ მიმატოვა, რაც ავარიაში მოვყევი. მითხრა, რომ ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა, მაგრამ მე არ დავნებდი.

0
2122

ადრე თუ გვიან, ყველას უწევს იმაზე დაფიქრება, თუ როგორ დაიწყოს ცხოვრება ნულიდან. ამისთვის საკმარისია ნებისყოფის მოკრება და პირველი ნაბიჯის გადადგმა. ზოგს ცვლილებების ეშინია, სანამ არ შეხვდება ადამიანს, რომელიც ამაში დაეხმარება.პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირს დიდი პრობლემა შეექმნა. ის ქმარმა გასაჭირის დროს მიატოვა, ხოლო დედამთილმა შვილის ნახვა აუკრძალა. როგორ მოახერხა მაიამ ყველა პრობლემასთან გამკლავება, ქვემოთ წაიკითხავთ.

როგორ დავიწყოთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან. – “როდესაც ავარიაში მოვყევი, ქმარმა მიმატოვა: “მე უნდა ვიცხოვრო, შენ კი მომავალი არ გაქვს…” დიდი დრო გავატარე საავადმყოფოში, შემდეგ გადავჯექი ინვალიდის სავარძელში და სახლში დავბრუნდი. მჭირდებოდა განსაკუთრებული მოვლა და პირობები, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს კოშმარი ოდესმე დამთავრდებოდა.ჩემი ქმარი ასე არ ფიქრობდა, ის ჩემს მდგომარეობას რაღაცნაირი ზიზღით უყურებდა. ეს ძალიან მთრგუნავდა, მაგრამ მაგრად მეჭირა თავი. მჯეროდა, რომ ცხოვრებას თავიდან დავიწყებდი.ავარიის შემდეგ დედამთილმა ჩემი ქალიშვილი თავისთან წაიყვანა. მეც თანახმა ვიყავი, ბავშვს მოვლა და ყურადღება სჭირდებოდა. თან არ მინდოდა შვილს ამ მდგომარეობაში ვენახე. როდესაც საავადმყოფოდან გამომწერეს, ისევ სუსტად ვიყავი და არ შემეძლო ბავშვის მოვლა.თანდათან მოვძლიერდი და ჩემს წინ ახალი პრობლემები გაჩნდა. მაგალითად, აღარ მქონდა სამსახური და ფული, არც მუშაობა შემეძლო.

საბედისწერო შეხვედრა – ერთხელ პარკში ვიყავი სახლთან ახლოს, შემთხვევით შევხვდი ჩემს ძველ ნაცნობს, რომელიც ადგილობრივ რედაქციაში მუშაობს, ამუშავებს წიგნებს.ჩემი ამბის გაგების შემდეგ შოკში ჩავარდა და თავის რედაქციაში შემომთავაზა სამსახურის დაწყება. შემეძლო სახლიდან მემუშავა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.სანდრო ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩემთან დასახმარებლად. ვგრძნობდი, რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ იყო. სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან მომწონდა.მალე თავადაც გამომიტყდა: “შენ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს მომწონდი, შემდეგ გათხოვდი და ძალიან ვიდარდე. ეხლა კი აქ ვარ, შენს გვერდით და ჩემი გრძნობები ისეთივეა, როგორც მაშინ”.

ახალი ცხოვრება – ამ აღიარებამ ძალია იმოქმედა ჩემზე. არ მინდოდა მოვლენების დაჩქარება, მაგრამ რაც უფრო დიდხანს იყო სანდრო ჩემს გვერდით, უფრო მეტად ვრწმუნდებოდი მასში, მის მამაკაცურობასა და სიყვარულში. რამდენიმე თვეში ხელი მოვაწერეთ და ერთად დავიწყეთ ცხოვრება. მისი დახმარებით მოვახერხე შვილის დაბრუნება და თანდათან კარგად გავხდი.ნელ-ნელა დამიბრუნდა მგრძნობელობა ფეხებში და ეს ნიშნავდა, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნებოდა. დავიწყე რეაბილიტაციის ხანგძლივი პროცესი, ვმუშაობდი დისტანციურად, ვუვლიდი ქალიშვილს, სანდრო კი ჩვენზე ზრუნავდა.თანდათან ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდებოდა. ერთ დღეს კარებზე ზარი გაისმა. ეს იყო ჩემი ყოფილი ქმარი: ” მაპატიე, არ ვიყავი მართალი! ერთ ქალს გადავეკიდე, რომელმაც მომატყუა და ყველაფერი წამართვა, მინდა, რომ შევრიგდეთ…”ძალიან საცოდავი იყო, მაგრამ თავი შევიკავე და ვუთხარი: “მე უნდა ვიცხოვრო, შენ კი მომავალი არ გაქვს, მიბრძანდი აქედან!” კარი ცხვირწინ მივუხურე და სამზარეულოში გავედი გემრიელი ვახშმის მოსამზადებლად. ცხოვრება გრძელდება!”

რედაქციისგან: არ იცი, სადამდე შეიძლება მივიდეს შემთხვევითი შეხვედრა. ავარია ახალგაზრდა ოჯახისთვის გამოცდა აღმოჩნდა, რომელსაც ვერ გაუძლო, სამაგიეროდ, ქალისთვის ეს ნამდვილი ბედნიერების პოვნის მიზეზი გახდა. თქვენ გჯერათ სასწაულების? გაგვიზიარეთ კომენტარებში.