ყოველდღიურ საზრუნავში ჩაფლულმა ადამიანებმა დაივიწყეს ერთი მთავარი კითხვა: ვინ ვართ ჩვენ, საით მივდივართ და რა დარჩება ჩვენს შემდეგ? სამსახური და არსებობისთვის ბრძოლა ცხოვრების უდიდეს ნაწილს გვართმევს, ხოლო თავისუფალ დროს სერიალების ყურებასა და სოციალური ქსელის თვალიერებაში ვატარებთ. რამდენად მოგვიტანს სარგებელს ასეთი ცხოვრება? ხვდებით ხომ, რომ არც არაფერს? ამიტომ დროა რაღაც შეცვალოთ და დაიმახსოვროთ შემდეგი წესები:
უნდა გვახსოვდეს რომ:
ყოველ წუთში ვიღაც ტოვებს ამქვეყნიურ სამყაროს. ჩვენ უკვე ვდგავართ ამ რიგში მიუხედავად იმისა, რომ ამაზე არასდროს ვფიქრობთ.ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ რამდენი ადამიანია ჩვენს წინ, არ შეგვიძლია რიგის გაცვლა.ჩვენ არ შეგვიძლია ამ რიგიდან გამოსვლა, არ შეგვიძლია გაქცევა. ამიტომ, სანამ ამ რიგში დგახარ, გააკეთე ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლია.
- შეამჩნიეთ ბედნიერი წუთები – ცხოვრებაში მუდმივი არაფერია. ყველაფერი იცვლება და თითქმის ყოველთვის უკეთესობისკენ. ამიტომ არ გადადო ხვალისთვის. შეეცადე ყოველ დღე გააკეთო ის, რაც გაბედნიერებს, გაიძულებს გაიღვიძო დილით და მიუხედავად ყველაფრისა, გიყვარდეს სიცოცხლე.
- დააფასეთ თქვენი დრო – ნუ დაკარგავთ დროს ტყუილად. იმუშავეთ იმაზე, რაც არ მოგწონთ. თუ შეცდომა დაუშვით, გააანალიზეთ გამოცდილება, რომელიც ამ შეცდომის შედეგად მიიღეთ და უბრალოდ დაივიწყეთ ის. შენს ცხოვრებას თავად ქმნი და მიმართე ენერგია მნიშვნელოვან და საინტერესო საქმისკენ.
- პატივი ეცი სხვებს – ” პატივი ეცი საკუთარ თავს და ყველა ადამიანს. მოექეცით მათ ისე, როგორც გინდათ რომ თქვენც მოგექცეთ. ამის ზემოთ მეტი არაფერი არ არის.” – ამბობდა კონფუცი
- გიყვარდეს – სიყვარული საშუალებას გვაძლევს დავინახოთ შესაძლებლობები დაბრკოლებების მიღმა. ის გარდაქმნის ყველაფერს ჩვენს გარშემო და გვაიძულებს ვაკეთოთ წარმოუდგენელი საქმეები.
- შექმენით ცვლილებები – იმისათვის, რომ გაიგოთ რა გიყვართ, შეუშვით თქვენს გულში ცვლილებები, გამოიძიეთ გარესამყარო და ყოველ დღე აღმოაჩინეთ რამე ახალი. დიახ, იყო წარმატებული და ბედნიერი, მნიშვნელოვანი რამ არის, მაგრამ წარმატების დევნაში შეიძლება დაკარგო საკუთარი თავი. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი აღმოჩენილი ყავს, ისედაც იქნება წარმატებული და ბედნიერი.
- აპატიე ყველას – ძილის წინ, ყოველ ღამეს აპატიე ყველას და დაიძინე სუფთა გულით.
- ნაკლებად გაბრაზდი – ემოციებს ვერ დავემალებით, მაგრამ საჭიროა მათი გაცნობიერება და გაგება. თუ ხშირად განიცდი ბრაზს, გააანალიზე მოვლენები, რომელიც ამ ემოციას იწვევს. შესაძლებელია, ზედმეტად რეაგირებ. მიიღე ყველაფერი ისე, როგორც არის. შეწყვიტე ენერგიისა და ძალის ფლანგვა და ფოკუსირდი მხოლოდ წინსვლასა და ოცნებების ასრულებაზე.
- დარწმუნდი, რომ შენმა ახლობლებმა იციან ძალიან რომ გიყვარს. – ერთი შეხვედრა, ერთი საუბარი ყოველთვის არ არის საკმარისი იმის სათქმელად, თუ რამდენად გიყვარს შენი ახლობლები. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ოჯახზე და უფრო ხშირად ეკონტაქტეთ მათ.
რატომ არის ერთი ადამიანი ბედნიერი, მხიარული და ენერგიით სავსე, ხოლო მეორე ავადმყოფი და დეპრესიული? ერთს ბედი ანებივრებს, ხოლო მეორეს არ სწყალობს. რაში მდგომარეობს ჯანმრთელობის და ბედნიერების საიდუმლო? თქვენ როგორ ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.