მეგონა, რომ ჩემს ქმარს მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდა, სანამ შემთხვევით არ შევხვდი ბიჭს, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ჩემს გერს.

0
968

“შეიძლება თუ არა სრულ ჭკუაზე მყოფმა ადამიანმა უარი თქვას შვილზე? ვხედავდი, რომ ბექა ცუდი მამა იყო, მაგრამ ამ დონეზე ცუდი ნამდვილად არ მეგონა” – გვწერს ვერიკო. ქალმა სიმართლე გაიგო თავის ქმარსა და გერზე. რა მოხდა და რა მოიმოქმედა ჩვენმა მკითხველმა, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

შეიძლება თუ არა შვილზე უარის თქმა

“რამდენიმე წლის წინ ცოლად გავყევი მამაკაცს, რომელსაც პირველი ქორწინებიდან შვილი ჰყავდა. ცოლი გარდაეცვალა მშობიარობის დროს. ამ ამბავმა შემძრა და თავიდან მეგონა, რომ ბექა გმირი მარტოხელა მამა იყო. ძალიან შემიყვარდა ისიც და მისი შვილი მიშო.როდესაც ბექამ ხელი მთხოვა, დაუფიქრებლად დავთანხმდი და რაც დრო გადიოდა, უფრო ვეფლობოდი დედის როლში. მიშო საკუთარი შვილივით შევიყვარე და ვფიქრობდი, ოფიციალურად გამეფორმებინა მასზე მეურვეობა, მინდოდა მისი კანონიერი დედა გავმხდარიყავი.ამისკენ მხოლოდ დედობრივმა სიყვარულმა არ მიბიძგა. შევამჩნიე, როგორ ექცეოდა ბექა შვილს. ის საერთოდ არ ღებულობდა მონაწილეობას მის აღზრდაში, უმეტესად აიგნორებდა. ხანდახან ბავშვი რაღაცის მოსაყოლად რომ მივიდოდა, ის მობილურის ეკრანს თვალს არ აცილებდა და გულგრილად უსმენდა.პრობლემამ მამა-შვილის ურთიერთობაში კიდევ უფრო დაგვაახლოვა მე და ბავშვი, ყოველთვის მის გვერდით ვიყავი და მხარს ვუჭერდი. უქმე დღეებს მარტოები ვატარებდით, ქმარი კი ამ დროს სადღაც ერთობოდა. ერთხელ ბავშვს პარკში ვასეირნებდი და დავინახე ბიჭუნა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მიშოს.თავიდან თვალებს არ დავუჯერე. ბიჭუნა მოხუც ქალბატონს მოყავდა და თან რაღაცას ესაუბრებოდა. გადავწყვიტე მივსულიყავი და გამერკვია ვინ იყო. ბიჭებმა გაოცებულებმა შეათვალიერეს ერთმანეთი. მოხუცს ვკითხე: “მაპატიეთ, პარკში ვსეირნობდით და შეგამჩნიეთ. ძალიან გამიკვირდა, რომ თქვენი შვილიშვილი ჩემს შვილობილს ჰგავს, ამჩნევთ მსგავსებას?

ყველა საიდუმლოს ოდესმე ფარდა ეხდება – მოხუც ქალს სახე შეეცვალა და მითხრა: “მოდით, ჩამოვსხდეთ და დავილაპარაკოთ. ბიჭებო, წადით, ერთად ითამაშეთ!” ბიჭები ისე იყვნენ გაოცებულები, რომ მაშინვე მოკურცხლეს სათამაშო მოედნისკენ. ჩვენ კი იქვე, სკამზე მოვკალათდით.”თქვენ ალბათ, ბექას მეუღლე ხართ. გეცოდინებათ, რომ მისი პირველი ცოლი მშობიარობის დროს დაიღუპა. მე მისი დედა ვარ, ბიჭების ბებია. ჩემმა ქალიშვილმა ტყუპები გააჩინა, ერთ-ერთს თანდაყოლილი ნაკლი ჰქონდა ერთი ფეხი მეორეზე გრძელი ჰქონდა, როს გამოც ეხლა კოჭლობს.როდესაც ეს ბექამ გაიგო, ბავშვზე უარი თქვა, კოჭლი შვილი არ მინდაო. მე და ჩემმა ქმარმა წავიყვანეთ პატარა სახლში და მას მერე ვზრდით. მამამისი აღარ შეგვხმიანებია და არაფერში დაგვხმარებია. მან უბრალოდ მიატოვა შვილი.”

პრობლემის გადაწყვეტა – გაოცებულმა შევძახე: “როგორ შეიძლება სრულ ჭკუაზე მყოფმა ადამიანმა შვილზე უარი თქვას? ვხედავდი, რომ კარგი მამა არ იყო, მაგრამ ამ დონეზე თუ შეეძლო დაცემა, არ მეგონა!” მოვუყევი, თუ რა უპასუხისმგებლოდ იქცეოდა ბექა და რატომ მსურდა ბიჭის ოფიციალური მეურვე ვყოფილიყავი.მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. უკვე დიდი ხანია ვფიქრობდი, რომ დამესრულებინა საბუთების ამბები და ქმარს გავშორებოდი. ეხლა კიდევ ეთხელ დავრწმუნდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ეს რომ ბავშვების ბებიამ გაიგო, შემომთავაზა მასთა გადასვლა: “დიდი სახლი გვაქვს და ყველანი ერთად მოვთავსდებით, ბავშვებიც ერთმანეთს აღარ დაშორდებიანო”.როდესაც ყველა საბუთი მზად იყო და ბექას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუამბე, დიდად არც უნერვიულია და ეს ყველაზე საწყენი იყო. თითქოს გაუხარდა კიდეც, რომ მამობის ტვირთს მოვხსნიდი და ჩემს წინაშეც აღარ ექნებოდა პასუხისმგებლობა. არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთი უგულო იყოს ადამიანი, მითუმეტეს საკუთარი შვილების მიმართ.”

რედაქციისგან: რამდენად შეიძლება საკუთარ შვილზე უარის თქმა? სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.