ვაჟმა მთხოვა, რომ ერთ კვირით შვილიშვილებთან დავრჩენილიყავი და მათთვის მიმეხედა, თუმცა ამ სისულელეზე დასახარჯი დრო არ მაქვს.

0
1127

“პატარა შვილიშვილები მყავს, რომლებიც ძალიან მიყვარს. მაკუნა 6 წლისაა, ვანოს კი ცოტა ხნის წინ წელი შეუსრულდა. რამდენიმე კვირის წინ ვაჟმა ბავშვები მომიყვანა და მთხოვა, რომ მათთვის რამდენიმე დღით მიმეხედა”, – ამბობს ქალბატონი ალა. იგი 65 წლისაა და სიამოვნებით ატარებს დროს შვილიშვილებთან ერთად, თუმცა ამჯერად ეს მისთვის ნამდვილ ტანჯვად იქცა.

პატარა შვილიშვილები

“რძალთან დაძაბული ურთიერთობა მაქვს. როცა ლელას დახმარებას ვთავაზობდი, ის მუდმივად პოულობდა მიზეზს ჩემთვის უარის სათქმელად. თავიდან მისგან ეს მწყინდა, თუმცა შემდეგ გადავწყვიტე, რომ ახალგაზრდების ცხოვრებაში არ ჩავრეულიყავი.ერთ საღამოს მოულოდნელად ვაჟმა დამირეკა. მას ლელა საავადმყოფოში მიჰყავდა, გზად კი შემომიარა და ბავშვები დამიტოვა. მეც არ ვყოფილვარ წინააღმდეგი. რძალი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ერთი კვირით დარჩა. ვაჟი მუშობს და ყოველდღიურად დადის კლინიკაში ცოლის მოსანახულებლად, ამიტომ ბავშვებს მე ვუვლი.პატარა ვანო მხოლოდ იმ შემთხვევაში იძინებს, თუ გასაბერ ფიტნეს-ბურთზე გაარწევ. ვაჟმა ასევე ნაჩქარევად ამიხსნა, თუ რა მეჭმია პატარებისთვის. იგი ყოველდღიურად მირეკავდა იმის გადასამოწმებლად, რათა არაფერი დამვიწყებოდა. ვცდილობდი, რომ იგი ყველანაირად დამემშვიდებინა.

უკმაყოფილო რძალი – 4 დღის შემდეგ, როცა ლელა უკეთ გახდა, დამირეკა და მოგვიკითხა. იგი ძალიან ღელავდა, როგორ ეძინა და იკვებებოდა ვანიკო. რძალს ვუამბე, რომ პირველ დღეს პატარა ცოტას ჭირვეულობდა და ტიროდა კიდეც, თუმცა შემდეგ მალევე შემომეჩვია.ბავშვებს ყოველწამიერად სჭირდებათ ყურადღების მიქცევა. სხვათაშორის, პირველად მესმის, რომ პატარა ბურთის გარეშე ვერ იძინებდეს. შვილიშვილები სამოვნებით ჭამდნენ ჩემს მიერ გახეხილი ხილის პიურეს. რამდენიმე დღის შემდეგ ლელა შვილების წასაყვანად მოვიდა. მადლიერების გამოხატვის ნაცვლად მან იმაში დამადანაშაულა, რომ მისი წესები არ გავითვალისწინე.მისმა ქცევამ აღმაშფოთა და ცოტა წავიჩხუბეთ კიდეც. ამ ინციდენტის შემდეგ, შვილიშვილებს აღარ დავიტოვებ. ბავშვებს უამრავ ენერგიას ვახარჯავ, მიჭირს ამდენ საქმესთან გამკლავება, პასუხად კი მხოლოდ უკმაყოფილებას ვიღებ. პატარებთან ურთიერთობა ძალიან მინდა, თუმცა რძალი აიგნორებს ჩემს სურვილს და სტუმრად არ მპატიჟებს”.

რედაქციისგან: ქალბატონი ალა მაშინვე დათახმდა ვაჟის თხოვნა ბავშვების დატოვებასთან დაკავშირებით. მადლიერების ნაცვლად მას უკმაყოფილებით გადაუხადეს სამაგიერო. დიახ, სჯობდა, რომ ბებიას შვილიშვილების აღზრდაში არ შეეტანა თავისი წესები. სურდა თუ არა მას რძლის წყენინება? დიდი ალბათობით, არა.