რა ვუყოთ ოქროს, რომელიც გარდაცვლილი მშობლებისგან გვერგო მემკვიდრეობით.

1904

ოჯახის ნამდვილ ფასეულობებს ყოველთვის არ შეუძლია ჩვენში აღტცების აღძვრა. საუბარია სხვადასხვა საიუველირო ძვირფასეულობაზე. შეიძლება რაღაც ადრე გარდაცვლილ ნათესავს ეკუთვნოდა. ღირს თუ არა ასეთი სამკაულების ტარება? წინააღმდეგ შემთხვევაში, რა ვუყოთ მათ?

ნადმვილი ფასეულობები – დარეჯანმა გაგვიზიარა საინტერესეო მოსაზრება ერთ-ერთ კომენტარში: “საყვარელი ბებია 10 წლის წინ გარდაიცვალა. მისგან დამრჩა ოქროს გვირგვინები, წარმოდგენა არ მაქვს, მათ რა ვუყო. თავიდან მეშინოდა კიდეც ამ ძვირფასეულობასთან მიახლოვებაც კი. პრობლემის გადაჭრაში ერთი იუველირი დამეხმარა. იგი დამპირდა, რომ გვირგვინებს გადაადნობდა და მათგან რაიმე სამკაულს დაამზადებდა.

სასარგებლო რჩევები – სასულიერო პირები არ გვიკრძალავენ გარდაცვლილი ნათესავების საიუველირო ნაკეთობების ტარებას. ამ სიტუაციაში ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი. კარგი იქნება, თუ გამოიყენებთ იმ ადამიანების ფასეულობებს, რომლებთანაც თბილი და მეგობრული ურთიერთობა გაკავშირებდათ. შეგიძლიათ ატაროთ სამკაული, როგორც ერთგვარი თილისმა. ამ დროს არაა რეკომენდირებული ნივთის გარდაქმნა საკულტო საგანძურად. ეს მომენტი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საეკლესიო კანონებს.ზოგიერთი საიველირო მაღაზია სთავაზობს მყიდველს ოქროს გადაცვლას სხვადასხვა ასორტიმენტის სამკაულებში. რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში კლიენტს შეიძლება მოუწიოს თანხის დამატება.

ეშმაკური იდეები – მრავალშვილიანი დედა გამოტყდა, რომ სახლში ინახავს გარდაცვლილი ნათესავებისგან დატოვებულ ოქროს. “სხვისი სამკაულების ტარებას არ ვაპირებ. არ უარვყოფ, გარკვეული ზიზღის გრძნობა მეუფლება ამ დროს. ვაღიარებ, რომ ძვირფასეულობებით სავსე პაკეტს ვინახავ. საკმაოდ რთული ცხოვრებაა, ადამიანს ნებისმიერ დროს შეიძლება დასჭირდეს ფული. მეც პირადი უსაფრთხოების ბალიში მაქვს. მსგავსი აზრი მოგვაწოდა ნიკამაც: “ნათესავებს ოქროს ფონდი რომ არ დაეტოვებინათ ჩემთვის, ახლა ვერაფერს გადავადნობდი და გადავყიდიდი”.არ იჩქაროთ ახლობლებისგან ნაბოძები ძვირფასეულობასთან განშორება. შესაძლოა, რომელიმე მათგანს განსაკუთრებული ფასეულობაც კი ჰქონდეს. სჯობს იუველირს მიმართოთ კონსულტაციისთვის.

თქვენ როგორ მოექცეოდით ცხოვრებისგან ნაბოძებ ასეთ საჩუქრებს? გაყიდიდით თუ შეინახავდით მათ? გაგვიზიარეთ შეხედულებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს