კლასიკური ლაბა საქონლის ხორცისგან თქვენი სუფრის ნამდვილი მშვენიერება გახდება. ახლოვდება ახალი წლის დღესასწაული და დროა შევარჩიოთ ყველაზე გემრიელი და ესთეტიური კერძები სუფრისთვის. წარმოუდგენელია ახალი წლის სუფრა გამჭვირვალე და არომატული ლაბას გარეშე?
კლასიკური ლაბა საქონლის ხორცისგან
ეს რეცეპტი არ ითვალისწინებს ჟელატინის გამოყენებას, რათა კერძი რაც შეიძლება მალე გაცივდეს. საქონლის ხორცის ლაბა ძალიან უხდება საზეიმო მაგიდას. დიასახლისს ცოტა გარჯა მოუწევს მომზადებასა და გაფორმებაზე, მაგრამ ეს კერძი ღირს წვალებად
ინგრედიენტები
- 1.5 კგ. საქონლის წინა ფეხის ძვლები (არტალა)
- 8 ლიტრი ცივი წყალი
- 500 გრ. არტალის ხორცი
- 2 ცალი სტაფილო
- 1 თავი ხახვი
- მარილი
- დაუფქვავი შავი პილპილი
- დაფნის ფოთოლი
დეკორი:
- მწყერის კვერცხი
- მწვანე ბარდა
- ბროწეული
- ოხრახუში
- კამა
კერძი ძვირფასი სტუმრებისთვის
მომზადების წესი
- კარგად გარეცხეთ ძროხის ძვლიანი ნაწილი, მოათავსეთ დიდ ქვაბში და დაასხით 4 ლიტრი ცივი წყალი. დაახურეთ თავზე და დაელოდეთ ადუღებას. როგორც კი თეთრი ქაფი წამოვა თავზე, ფრთხილად ამოიღეთ ძვლები ქვაბიდან, გადააქციეთ ნახარში და თავიდან მოხარშეთ ძვლები 4 ლიტრ სუფთა წყალში.
- ხარშეთ მინიმუმ 3 საათი ძალიან დაბალ ცეცხლზე. არ დაუშვათ ძლიერი თუხთუხი, რადგან ვერ მიიღებთ გამჭირვალე წვენს. გჭირდებათ მხოლოდ დაბალი ცეცხლი და წამოსული ქაფის მოხდა. 3 საათის შემდეგ ქვაბში ქვაბში მოათავსეთ საქონლის ხორცი, 2 სტაფილო და ხახვი, არ დაგავიწყდეთ მარილი, შავი პილპილი და დაფნის ფოთოლი.
- ყველა ეს კომპონენტი 3 საათი კიდევ უნდა იხარშოს. აკონტროლეთ, რომ ჰქონდეს დაბალი ცეცხლი და არ ჩაგიბრუნდეთ ქაფი. 3 საათის შემდეგ ამოიღეთ მოხარშული ხახვი, სტაფილო, ხორცის ნაჭრები და ძვლები.
- დარჩენილი ბულიონი გაწურეთ, გაგრილებული ხორცი დაანაწევრეთ, მოაცილეთ ძვლები. უმჯობესი იქნება, თუ ყველა ინგრედიენტს ძალიან წვრილად დაჭრით.
- კლასიკური ლაბას მორთვა შეგიძლიათ მარტივად და სწრაფად. მოამზადეთ საჭირო რაოდენობის ღრმა საშუალო ზომის ჯამები. დადეთ ძირზე მოხარშული სტაფილოს ნაჭრები, მწვანე მუხუდო, ბროწეული, კამა და ოხრახუში, გაჭრილი მოხარშული მწყერის კვერცხი.
- ფრთხილად დაასხით დეკორს ძვლების ნახარში, შემდეგ დააწყვეთ დაჭრილი ხორცი, მერე ისევ ბულიონი და ხორცი. შედგით მაცივარში და დაელოდეთ გაცივებას და გამყარებას. ბოლოს გადმოაბრუნეთ ფორმები და დატკბით მისი მშვენიერებით.
კლასიკური ლაბა საქონლის ხორცისგან – თქვენს სტუმრებთან და ოჯახის წევრებთან თამამად მოიწონებთ თავს. შეგიძლიათ გამოჭრათ სახვადასხვა ფიგურები სტაფილოსგან, გააკეთოთ ფორმები ბროწეულისგან. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების. გაგვიზიარეთ თქვენი ხრიკები ლაბას მომზადების დროს კომენტარებში.