ერთგულების შემოწმებამ შეიძლება მოულოდნელი შედეგი მისცეს წყვილს, რომელიც რაღაცას მალავს. სასოწარკვეთილი მეუღლე მზად არის რადიკალური ზომების მისაღებად. ცოლი ან ქმარი სიმშვიდეს კარგავს და ვეღარ ცხოვრობს სრულფასოვანი ცხოვრებით საამ სიმართლეს არ გაიგებს.
ერთგულების შემოწმება
მიშო და ვერიკო 2 წელია ერთად არიან. გეგმავდნენ ბავშვის გაჩენას, ახალი მანქანის ყიდვას, კატის ან ძაღლის ყოლას. იდეალური წყვილია ხომ? ბედნიერად ცხოვრობდნენ მიუხედავად იმისა, რომ ყველას უკვირდა მათი ერთად ყოფნა. მათ რადიკალურად განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ, მაგრამ ეს სულ არ უშლიდა ხელს ტკბილად ცხოვრებაში.საერთო მეგობრები გაოცდნენ, როდესაც წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. რა მოხდება, თუ უცებ აღმოჩნდება, რომ ისინი არ უხდებიან ერთმანეთს? რა დაემართება მიშოს, თუ ვერიკოს აღარ ეყვარება? მიხვდება, რომ ასეთი მშვიდი მამაკაცი მისი შესაფერისი არ არის? ან პირიქით, მიშო დაფიქრდება და თავის გვერდით უფრო სხვანაირ ქალს ისურვებს? საერთო ნაცნობებმა ცეცხლზე ნავთი დაასხეს, რამაც ეჭვები გაუჩინა ვერიკოს. გოგონას ადრე ერთი წამიც არ ეპარებოდა ეჭვი ქმარში, მაგრამ სხვების ლაპარაკის შემდეგ გაუჩნდა. თან დაფიქრდა, და მიხვდა, რომ მიშო მართლაც შეცვლილი იყო. ნუთუ, სხვა ქალი ჰყავს?
უცნაური ეჭვი – მთავარი ეჭვის საფუძველი გახდა უსიამოვნო სიტუაცია. ადრე წყვილი დიდ დროს ატარებდა ერთად, მაგრამ იმ საღამოს მიშომ სადღაც წასვლა მოიმიზეზა, თან არ თქვა სად მიდიოდა, უცებ ჩაიცვა და წავიდა. უკან დაბრუნებული უხასიათოდ იყო და არაფერს ამბობდა.ვერიკო შეეცადა გაეგო რა ხდებოდა, მაგრამ ქმარს არაფრის თქმა არ სურდა. მეორე დღეს მიშო მიხვდა, რომ ცოლი აწყენინა და ყვავილების თაიგულით სცადა მდგომარეობის გამოსწორება, უთხრა, რომ სამსახურში პრობლემა ჰქონდა და სასწრაფოდ გამოიძახეს ოფისში.
მიშოს პრობლემები სამსახურში კიდევ დიდხანს გაგრძელდა. ის გვიან მოდიოდა სახლში, არაფერს ამბობდა, სულ ცუდ ხასიათზე იყო. ცოლი მაქსიმალურად იკავებდა თავს, მაგრამ ერთ დღეს შემთხვევით მის თანამშრომელს შეხვდა:”მიშო ამბობს, რომ ოფისში პრობლემები გაქვთ და ყოველ დღე გვიან ბრუნდება. რამე სერიოზულია?” თანამშრომელს გაეცია: “დღეს ადრე წავიდა ოფისიდან, არანაირი გარღვევა არ გვაქვს საბუთებში. პირიქით, ყველაფერი კარგად არის და უფროსი პრემიებსაც დაგვპირდა თვის ბოლოს.”
ერთგულების შემოწმება – ამ ამბის შემდეგ ვერიკო ძალიან განერვიულდა. “ალბათ მღალატობს, ან რაღარც სერიოზული ხდება. რადგან არაფერს მეუბნება, თავად გავარკვევ ყველაფერს.”- ფიქრობდა თვალცრემლიანი გოგონა.ერთ დღეს მიშო არსად არ მიდიოდა და სახლში უნდა ყოფილიყო, ვიღაცას შეუთანხმდა, რომ სალში მარტო იქნებოდა და მასთან მისულიყო. ვერიკომ გადაწყვიტა სადმე დამალულიყო და ასე გაეგო რა ხდებოდა.ის საწოლის ქვეშ შეძვრა და გაისუსა. ვიღაც მოვიდა და ჩუმი საუბარი შემოესმა, შემდეგ ტირილის ხმა გაიგო. ეს მიშო ტიროდა. ის თავის უფროს ძმას უყვებოდა, რომ ცოტა ხნის წინ ცუდი დიაგნოზი დაუსვეს, დარდობდა, რომ მალე შეიძლება მომკვდარიყო და ვერაფერს ეუბნებოდა ცოლს. ძმა ამშვიდებდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
ზრუნვა და ურთიერთგაგება – ვერიკო ცრემლებს ძლივს იკავებდა. ძმა წავიდა და მაშინვე გამოძვრა საწოლის ქვეშიდან, მივიდა და მაგრად მოეხვია. მიშო ისევ ატირდა და ყველაფერი მოუყვა ცოლს. ისედაც ძალიან უჭირდა ამ ტვირთის ტარება მარტოს. ცოლი დროულად ამოუდგა მხარში თავის საყვარელ მეუღლეს და დაუმტკიცა, რომ ერთად ყველაფერს გადალახავდნენ.გულწრფელი გრძნობები და სიყვარული ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. მიშოს ბევრის გადატანა მოუწია, მაგრამ საყვარელი მეუღლე მუდამ მის გვერდით იყო. საბედნიეროდ, ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდა და დღეს ბედნიერი წყვილი თავის პატარა გოგონას ასეირებს ერთად. მიშოს ჯერ კიდევ დიდი დრო ჭირდება რეაბილიტაციისთვის, ძალიან გამხდარია, თმებიც აღარ აქვს, მაგრამ მთავარია, რომ მის გვერდით საოცარი და მებრძოლი ქალბატონია, რომელიც არასდროს დანებდება და მუდამ ეყვარება.