დედამ ჩვილზე უარი თქვა და სამშობიაროში დატოვა. ახალგაზრდა ქალი დარწმუნებული იყო, რომ გაუმართლა. იგი წარმატებულ ბიზნესმენს შეუყვარდა, რომელიც მზად იყო მისთვის ნებისმიერი ახირება აესრულებინა. თუმცა ბედისწერამ დაუმტკიცა ახალგაზრდა ქალს, რომ მზეს ზედმეტად არ უნდა მიუახლოვდე, რადგან შეიძლება ფრთები შეგეტრუსოს.
დედამ ჩვილი მიატოვა
ლელა არც ისე მდიდარ ოჯახში იზრდებოდა. დედა მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობდა, მამა კი- სკოლის დარაჯად. ის მათი ერთადერთი შვილი იყო. მშობლები მზად იყვნენ ეშიმშილათ, ოღონდაც ლელას არაფერი მოკლებოდა. მათ ქალიშვილი ძალიან გაანებივრეს. ის თვლიდა, რომ ცოლად მხოლოდ შეძლებულ მამაკაცს უნდა გაჰყოლოდა. ასეთი მეორე ნახევრის საპოვნელად ლელა ხშირად სტუმრობდა მდიდრულ რესტორნებსა და კლუბებს.
ბედისწერის რჩეული – როგორც კი ლელამ ბადრი გაიცნო, ის მაშინვე შეიცვალა. წარმატებულ ბიზნესმენს ლამაზმანისთვის არ ენანებოდა მდიდრული საჩუქრები. ახალგაზრდა ქალი ბედნიერი იყო და სახელის შეცვლაც კი გადაწყვიტა, მან ილონა დაირქვა. მშობლებს თავიდან აშინებდათ ქალიშვილის ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები. დედა სთხოვდა ილონას, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო, უღირდა თუ არა ბადრისთან ურთიერთობის დაჭერა. ახალგაზრდა ქალს მშობლის რჩევები სწყინდა, იგი თავს ყველაზე ჭკვიანად თვლიდა და ეგონა, რომ მდიდარი საყვარლისგან მიიღებდა ყველაფერს, რაც კი სურდა.
ბადრის შებმასთან დაკავშირებული გეგმები გააფუჭა მოულოდნელმა სიახლემ. ორსულობის ტესტმა ორი ხაზი აჩვენა. ბავშვის გაჩენა არ იყო ილონას ყოველდღიური რუტინის ნაწილი. მას სურდა ეცხოვრა საკუთარი სიამოვნებისთვის რაც შეიძლება დიდხანს. ბადრის ამ სიახლემ გააბედნიერა, მას არ ჰყავდა შვილი. მან ილონას დაფხემძიმება უფლის საჩუქრად მიიღო და საყვარელ ქალს კიდევ უფრო მეტად ანებივრებდა საჩუქრებით. ლელას მოსწონდა მისდამი მომატებული ყურადღება, თუმცა ბავშვის მიღება არ შეეძლო.
ილონას ჯანმრთელი ქალიშვილი შეეძინა. ბადრიმ ისურვა, რომ ჩვილისთვის სახელად ევა დაერქმიათ. ახალგაზრდა დედამ მედპერსონალს განუცხადა, რომ ბავშვს ძუძუს არ აჭმევდა, რადგან ფიგურას უფრთხილდებოდა. თავიდან ჩვილს სპეციალურ ნარევს აჭმევდნენ, შემდეგ კი გამოჩნდა ქალი, რომელიც ევას ძუძუთი კვებავდა. მარინამ და ილონამ ერთსა და იმავე დღეს იმშობიარეს, თუმცა მისი პატარა ინკუბატორში იყო სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ. ჩვილის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. სამწუხაროდ, ერთ დღეს ის გარდაიცვალა. თანამგრძნობმა მედდებმა ლელას ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა, რომ ევაზე მარინას ეზრუნა. ისიც დასთანხმდა, ოღონდ პერსონალს სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა, თუ მათ ბადრისთან ამის შესახებ რაიმე წამოსცდებოდათ.
ბიზნესმენი თავადვე ხვდებოდა, რომ ილონა მას მხოლოდ ფულის ტომარად მიიჩნევდა. ის ამას ნათლად აცნობიერებდა, თუმცა ახალგაზრდა ლამაზმანის მომაჯადოვებელი ქსელიდან თავის დაღწევაც საგრძნობლად უჭირდა.ერთხელ ბადრი პალატაში შევიდა და დაინახა, რომ ევა ხელში უცნობ ქალს ეჭირა. მარინას სილამაზემ მამაკაცი მონუსხა. მან ყველაფერი დაწვრილებით გამოკჰითხა ახალგაზრდა ქალს. მარინამ ბადრის საკუთარი ისტორია გულახდილად მოუთხრო, დაფეხმძიმების შემდეგ იგი ქმარმა მიატოვა, რამდენიმე დღის წინ კი ჩვილი დაეღუპა, სწორედ ევა დაეხმარა მას ტკივილთან გამკლავებაში.ლელამ პალატაში შეირბინა და დაინახა, თუ როგორ ამშვიდებდა ბადრი მარინას. მან სკანდალი მოაწყო, თუმცა მამაკაცმა იგი გვერდზე გაიყვანა და უთხრა, რომ მასთან ურთიერთობას წყვეტდა. ბრაზმორეულმა ქალმა მდიდარი საყვარელი გამოლანძღა და მოღალატე უწოდა, თუმცა ბადრის შესანიშნავად ესმოდა, რომ ლელას ევას ბედი სრულებითაც არ ანაღვლებდა.
ილონამ ნივთები შეაგროვა და მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. დედ-მამამ არც კი იცოდა, რომ მათ ქალიშვილს ევა შეეძინა. ლელამ ამის შემდეგ ბევრჯერ სცადა მამაკაცების ყურადღება მიეპყრო, თუმცა ამაოდ. ცხოვრებამ იგი ყველაფრით უკმაყოფილო და პირქუშ ქალად აქცია. საბედნიეროდ, ევა მოსიყვარულე ოჯახში გაიზრდება. მარინა და ბადრი მას წამითაც არ მოშორდებიან. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისინი ბედნიერები იქნებიან.