ლილის ოჯახში დედამთილის უადგილო დახმარება გაუთავებელი რჩევების სახით, წყენის მიზეზი გახდა. ყოველთვის, როცა ქალბატონი კლარა სტუმრად მოდიოდა რძალთან, იწყებოდა ბინასთან დაკავშირებული რჩევები. საქმე იმაშია, რომ ეს ბინა ეკუთვნოდა ლილის და მის დედას, რაც არ აწყობდა დედამთილს.
უადგილო დახმარება
ლილი და მისი ბინა – ლილის არასდროს უტრაბახია, რომ საკუთარი ბინა ჰქონდა. რა თქმა უნდა, გათხოვებამდე იქ ცხოვრობდა და ოფიციალურად ეს სახლი დედამისს ეკუთვნოდა. დედა სხვა ქალაქში ცხოვრობდა და ხშირად სტუმრობდა ქალიშვილს. დედა-შვილს არასდროს მოსვლია აზრად ბინის გადაფორმება-არგადაფორმება, სანამ მათ ცხოვრებაში არ გაჩნდა ქალბატონი კლარა.გაცნობის დღიდან ის აქტიურად დაინტერესდა ლილის ქონებით, ხელფასით, ბინით. არ მოეწონა, რომ ამ ბინის ნახევარი დედამისს ეკუთვნოდა. ქორწილის შემდეგ კითხვები არ თავდებოდა და დედამთილი ხშირად ახსენებდა წყვილს, რომ ცოლ-ქმარს ყველაფერი თანაბრად უნდა ჰქონოდათ, მათ შორის უფლებები ბინაზე. ლილი მაქსიმალურად იკავებდა თავს კამათისგან და არაფერს ამბობდა.ცოტა ხნის შემდეგ დედამთილმა საუბარი უკვე ლილის დედაზე დაიწყო: ახალგაზრდა ქალია, ჯობია გათხოვდეს… არადა, რამე რომ მოხდეს, შემდეგ მამინაცვალთან დაიწყება ომი ბინაზე. ამიტომ ჯობია მთლიანად შენზე ან შენს ქმარზე გადაიტანო კუთვნილება.
კამათი და ჩხუბი – ლილი გაოცებული უყურებდა. ჯერ დედა გაუთხოვა უკითხავად, ეხლა კი მემკვიდრეობას უნაწილებს. მაშინ პირველად უთხრა მკაცრად დედამთილს, რომ არ იყო მისაღები ასეთი საუბარი და არც მისი საქმე იყო დედამისი რას მოიმოქმედებდა. თუ როდესმე გათხოვებას გადაწყვეტდა, თავად მოაგვარებდნენ საბუთების საკითხს.ქალბატონი კლარა განაწყენებული წავიდა სახლში და მას მერე იშვიათად მოდიოდა. არც ლილის სურდა მისი დანახვა.ერთი თვის შემდეგ დედამ შეატყობინა შეატყობინა ქალიშვილს, რომ სტუმრად ჩამოსვლას და რამდენიმე დღით დარჩენას აპირებდა. ამჯერად კი სიძემ გამოთქვა უკმაყოფილება: დედაშენი ღამისთევით უნდა დარჩეს აქ და დედაჩემი ათასში ერთხელ მოვიდესო? ამ უაზრო სიტყვებს კონფლიქტი მოყვა და აშკარა გახდა, რომ დედის სიტყვებმა დიდი გავლენა იქონიეს ქმარზე – მისთვის სიდედრი ნათესავი კი არა, ქალი იყო, რომელიც ბინის წილს არ აძლევდა.
-შენ თუ ეს ასე ძალიან გაღელვებს, შეგიძლია წახვიდე – უთხრა ლილიმ და გაიფიქრა, რომ თუ მართლა წავიდოდა, აღარც მიიღებდა უკან.მაგრამ ქმარმა უკან დაიხია. აღარ ულაპარაკიათ ამ თემაზე და თანდათან დაბრუნდა ჰარმონია ურთიერთობაში. აღარავინ საუბრობდა ბინის თემაზე. ლილი თავს კარგად გრძნობდა და მოუთმენლად ელოდა დედის სტუმრობას.
დასკვნა: რამდენად მართალია ქალბატონი კლარას შფოთვა ბინის თაობაზე? ხომ არ აფუჭებს ურთიერთობას ასეთ მერკანტილურ საკითხებზე ზეწოლა? სწორად მოიქცა ლილი? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.