“ადრეც მინახავს ჩემს სახლში უცნაური რაღაცეები, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია” – შემოგვჩივლა ნათიამ. პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირს დაძაბული ურთიერთობა აქვს ქმრის დედასთან. გაუმართლა, რომ ერთად არ ცხოვრობენ. რა მოხდა და რამდენად სწორია მომხდარის გამო დედამთილთან ჩხუბი, წაიკითხავთ დღევანდელ სტატიაში.
უცნაური ქცევა
დიმიტრის ცოლად 5 წლის წინ გავყევი. თავიდან დედამისთან ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ასე დიდხანს ვერ ვიქნებოდი და ცალკე გადასვლა მოვითხოვე.საქმე იმაშია, რომ დედამთილს თავისებური ხასიათი აქვს. თითქოს არაფერს ითხოვს, მაგრამ უყვარს ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მისი კონტროლის გარეშე ტუალეტშიც ვერ შევდიოდი, ქმართა ურთიერთობას ხომ მუდმივად აკონტროლებდა და ერეოდა.მალე ბინა ვიქირავეთ და გადავედით. როგორც იქნა, თავი დიასახლისად ვიგრძენი, აღარავინ მაკონტროლებდა და ყოველ წუთში “მეგობრულ” რჩევებს არავინ მაძლევდა.თუმცა, გაჩნდა ახალი პრობლემა. დედამთილს ძლიან უნდოდა შვილიშვილი. როდესაც მასთან მივდიოდით სტუმრად, ყოველ წუთში გვახსენებდა. მეგონა ეს ჩვენი პირადი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არა!თავიდან თავს ვიკავებდი, არ მინდოდა რამე უხეშად გამომსვლოდა. მითუმეტეს, რომ მეც ძალიან მინდა შვილი, მაგრამ არ ვფეხმძიმდები. ეს ისედაც მტკივნეულია ჩემთვის და კიდევ ამაზე ზეწოლა…
იდუმალი გზავნილი დედამთილისგან – ადრეც ვამჩნევდი უცნაურობებს დედამთილს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა. ერთხელ სტუმრად მოვიდა და ჩვენს საძინებელში შევიდა. მაშინ არ ვიცოდი რა ჰქონდა ჩაფიქრებული.მეორე დღეს სახლის დალაგების დროს ვიპოვე ქაღალდის პაკეტი, რომელშიც რაღაც ბალახები იყო მოთავსებული და რეცეპტი იდო – ნაყენი: 0,5 ჭიქა 2-ჯერ დღეში.ქმარს ვანახე და ვერ მიხვდა რა ხდებოდა. მომდევნო დღეებში ასეთი პაკეტები ჩვენს სახლში ხშირად ჩნდებოდა. ეს იყო სხვადასხვა ბალახი, რომლისგანაც ნაყენი მზადდებოდა.ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია ამ ბალახების შესახებ და ყველაფერი გასაგები გახდა. ეს ბალახები ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა ფეხმძიმობის სტიმულაციისთვის, ყველზე უიმედო მდგომარეობის დროსაც, თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დავიწყე დალევა.
ბედნიერი დასასრული – არ მინდოდა დედამთილთან მის უცნაურ ქცევაზე რამის თქმა ან მისი წყენინება. თან ვიცოდი, რომ აზრი არ ჰქონდა, მაინც გააგრძელებდა. ამიტომ გავჩუმდი. ის პერიოდულად მოდიოდა, ჩვენც ვსტუმრობდით, უკვე აღარაფერს ამბობდა შვილიშვილზე.მალე თავი უცნაურად ვიგრძენი, ტესტი გავიკეთე და საოცნებო მეორე ხაზიც გამოჩნდა. თვალებს არ ვუჯერებდი, ქმარი ბედნიერებისგან დაფრინავდა. დედამთილმა კი ჩამჩურჩულა: “როგორც ჩანს, ხანდახან უცნაურობები გვეხმარება”
რედაქციისგან : ვერავინ იტყვის ზუსტად, რამ შეუწყო ხელი ნათიას დაფეხმძიმებას. ერთი კი ცხადია: ხანდახან დედამთილის რჩევებს უნდა მოვუსმინოთ. ყოველ შემთხვევაში, ურთიერთობა წვრილმანების გამო არ უნდა გავაფუჭოთ. ამას კარგი არაფერი მოაქვს. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.