ქალები დასავლეთ ქვეყნებიდან ატარებენ გრძელ ჭაღარა თმას, ჩვენთან კი უპირატესობას მოკლე ვარცხნილობას ანიჭებენ, სხვაობა შთამბეჭდავია.

406

როგორი ვარცხნილობა უფრო შეეფერება ასაკოვან ქალბატონს? როდესაც ჭაღარა უკვე აღარ გეჩვენება იმდენად საშინელი, როდესაც აღარ გინდა შეღებვა, როდესაც გაქვს შენი სტილი, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტია თმების სიგრძე – შეარჩიო ელეგანტური ვარცხნილობა, თუ გრძელი კულულები? დღეს პაპარაცის ამ სტატიაში შევეცდებით გავერკვეთ, თუ როგორი ვარცხნილობა ამშვენებს ასაკში მყოფ ქალს.

რომელი ვარცხნილობა ჯობია

დასავლეთში 60 წელს გადაცილებული ქალები უპირატესობას მოკლე ვარცხნილობას ანიჭებენ – ლამაზია, ყველას უხდება და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. ქალებს სწორედ რომ, პრაქტიკულობა და სიმარტივე იზიდავს. სტილისტები კი თვლიან, რომ მოკლე ვარცხნილობა 10 წლით მაინც აახალგაზრდავებს ადამიანს.მაგრამ არიან ქალები, რომლებსაც გრძელი თმა ურჩევნიათ. მხრებამდე დაშვებული ჭაღარა ტალღები კლასიკურ ტანსაცმელთან ერთად კარგი სანახავია. მაგრამ რამდენად კარგად გამოიყურება თავად ჭაღარა თმა ტონირების, შეღებვის ან სპეციალური მოვლის გარეშე?

ჭაღარა თმასაც სჭირდება კარგი მოვლა. ბუნებრივი ჭაღარა ყოველთვის ესთეტიურად არ გამოიყურება. უმეტესად ეს არის ნახევრად თეთრი და ნახევრად ნაცრისფერი თმები. უმჯობესია სალონში მიხვიდეთ და შეიღებოთ თმა ერთ ტონზე, ან მისცეთ მოდური, მეტალის ელფერი.არაბუნებრივი ჭაღარა საკმაოდ პოპულარულია ახლგაზრდებს შორის და კარგად იციან, რა რთულია შეინარჩუნო ხარისხიანი ნაცრისფერი ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თმა მიდრეკილია სიყვითლისკენ და სჭირდება სპეციალური შამპუნებით დაბანა, რეგულარულად სიარული სალონში და ტონირება. იგივე ხდება ნატურალური ჭაღარის შემთხვევაშიც.

ჭაღარა თმის მოვლა – სანამ ვარცხნილობაზე დავიწყებთ ფიქრს, მანამდე თმის მოვლაზე უნდა იფიქროთ. თუ არ გსურთ დიდხანს მოუნდეთ გრძელი ჭაღარა თმის დაყენებას, ლამაზად აიკეცეთ ის. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ასაკოვანი ქალები გაშლილი ჭაღარა თმით, საშიში სანახავია, როგორც ზოგიერთი ფილმის პერსონაჟი.მოდური ჟურნალების გვერდებსა და სოციალურ ქსელში შეგიძლიათ ნახოთ ქალები ლამაზი, საშუალო სიგრძის ჭაღარა თმით, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასეთი სიგრძე არ არის მოსახერხებელი, რადგან რთული მოსავლელია. არ არის მარტივი ჭაღარა თმისთვის ჯანსაღი იერის შენარჩუნება, შემდეგ დაბანა, გაშრობა, დავარცხნა…მოკლე ვარცხნილობა ყოველთვის მოსახერხებელი და პრაქტიკულია. ერთადერთი პრობლემა, კარგი სტილისტის პოვნაა, რომელიც არც თუ ისე ბევრია. არსებობს დიდი რისკი, რომ სალონიდან გულდაწყვეტილი გამოხვიდეთ, სასურველი ვარცხნილობის გარეშე. ამიტომ არ დაგენანოთ ფული კარგი ხელოსნისთვის.

ვარცხნილობა სახის ფორმას და სტილს უნდა მოარგოთ. უნდა შეარჩიოთ ისეთი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს დადებით მხარეებს და შეგმატებთ თავდაჯერებულობასა და ქალურობას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი ვარცხნილობა შეეფერება ასაკოვან ქალბატონებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს