ყველა ფოტოზე უოლტ დისნეის შუა და საჩვენებელი თითები აქვს გაერთიანებული. აი, რას ნიშნავს ეს ჟესტი…

0
391

რთულია, იპოვოთ ადამიანი, რომელსაც არ უნახავს დისნეის მულტფილმი. “ქალთევზა”, “ალადინი”, “მიკი მაუსი”, “მეფე ლომი” – ყველა ეს შედევრი ამერიკულმა კინოკომპანიამ შექმნა. კომპანიის დაარსებაში საკვანძო როლი შეასრულა უოლტ დისნეიმ, რომელიც მანამდე სამსახურს ვერ შოულობდა მიზეზით: “შემოქმედებითი ნიჭის არქონა”.

უოლტ დისნეიმ თავისი პროდუქცია ბავშვებს მოარგო, ამიტომ კომპანია ცდილობდა, მოზარდ თაობაზე პოზიტიური გავლენა მოეხდინა. შეხედეთ კომპანიის დამაარსებლის ფოტოებს: რატომ აერთებს ყველა ფოტოში შუა და საჩვენებელ თითებს?

ჯერ კიდევ ვერ მიხვდით? პასუხი სასაცილოდ მარტივია. 26 “ოსკარის” მფლობელი დისნეი მძიმე მწეველი იყო: იგი დღეში 3 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. რთული იყო ამ ადამიანის გამოჭერა ხელში სიგარეტის გარეშე, ამიტომ უოლტის ფოტოს ყოველთვის ამუშავებდნენ.

ეს დამღუპველი ჩვევა დისნეის ჯერ კიდევ საფრანგეთში, ტაქსისტად მუშაობის დროს დასჩემდა. მას ერთი პრინციპი ჰქონდა: არ მოეკიდებინა სიგარეტისთვის, როცა ახლოს ბავშვები იყვნენ. დისნეი 65 წლის ასაკში დაიღუპა ფილტვების კიბოთი, რომელიც შეუჩერებელმა მოწევამ გამოიწვია.

დამაარსებლის გარდაცვალების შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა, თავის მულტფილმებში არ ეჩვენებინა თამბაქოს ნაწარმი. უოლტ დისნეის ჟესტმა მეორე სიცოცხლე იპოვა დისნეილენდის თანამშრომლებში, რომლებიც მიმართულებას მხოლოდ ორი თითით აჩვენებენ.

აქამდე მეგონა, რომ დისნეის თითები ერთმანეთს ჯერ კიდევ მის ბავშვობაში შეუხორცდა ერთმანეთზე, თუმცა ახლა ეს საიდუმლო ახსნილია და მშვიდად დავიძინებ.

თქვენ რას ფიქრობთ ამ დიდებულ მულტიპლიკატორზე?

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი