დაკარგული ადამიანების საქმეებზე მომუშავე პოლიციელები გარკვეული დროის შემდეგ ნათესავებს ცუდი მოლოდინისთვის მზადებას ურჩევენ. გაუჩინარებული კონტაქტზე რაც უფრო დიდხანს არ გამოდის, მით უფრო იზრდება ალბათობა, რომ ის უკვე ცოცხალი არაა.
თუმცა სალი, მთავარი გმირის და, ამის დაჯერებაზე ჯიუტად უარს ამბობდა. ძმის გაქრობიდან 16 წლის შემდეგაც კი მისი პოვნის იმედი ჰქონდა. ცოტა ხნის წინ მისი იმედები სრულად გამართლდა!
დაკარგული ჯეისონ რონალდ დუგლასის სამახსოვროდ ნათესავებს მხოლოდ საბავშვო ფოტოალბომი და რამდენიმე შემთხვევითი სურათი დარჩათ. წესრიგის დამცველები მხოლოდ თავს იქნევდნენ – 16 წლის შემდეგ კვალიც კი არ დარჩა. წარმოიდგინეთ, პოლიციელები როგორი გაკვირვებულნი იყვნენ, როცა ავსტრალიელი საბოლოოდ იპოვეს!
გაუჩინარებამდე ჯეისონი ბიძასთან ერთად დიდ ბრიტანეთში, ნათესავებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობდა. სანამ ხანდაზმული მამაკაცი ცოცხალი იყო, და-ძმა კავშირს ინარჩუნებდა, მაგრამ ბიძის გარდაცვალების შემდეგ ბიჭს დეპრესია დაემართა. ბოლოს ნათესავებმა ბიძის დაკრძალვაზე იპოვეს, სადაც მათ უთანხმოება მოუვიდათ. შემდეგ დუგლასი გაუჩინარდა…
მოგვიანებით გაირკვა, რომ დარდით მოკლულლმა ბიჭმა იფიქრა, რომ ოჯახმა ის ბედის ანაბარად მიატოვა. გარკვეული ხნით რონალდი მეგობრებთან იმყოფებოდა, მაგრამ შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა.
ხეტიალი, ქურდობა, ცემა: უსახლკარო ცხოვრების გამო ჯეისონს ბევრის გადატანა მოუწია. პასპორტი და კოდი ჯერ კიდევ დიდი მოგზაურობის დაწყებამდე მოპარეს, ასე რომ ნაცნობებთან დაკავშირება ვერ შეძლო.
36 წლის მამაკაცი შემთხვევით იპოვეს: დაკარგულის მონაცემების წაკითხვის შემდეგ პოლიციელი მიხვდა, რომ მათი ქალაქის თავშესაფარში სწორედ მსგავსი უბადრუკი ცხოვრობდა. თავიდან ჯეისონი ოჯახზე ძალიან გაბრაზებული იყო და ფიქრობდა, რომ ახლობლებმა მიატოვეს. საქმის ნამდვილი არსის გაგების შემდეგ კი თითქმის მთელი დღე ტიროდა!
ახლა დუგლასის ნათესავები საელჩოსთან მუშაობენ, რომ მის სამშობლოში დაბრუნებას ხელი შეუწყონ. თავად დის ნახვას მოუთმენლად ელოდება. პოლიციელი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში ადრე არ ჰქონიათ.