უხვად ვასხამ სარეცხ მანქანაში ყავას, მის გარეშე აღარაფერს ვრეცხავ

0
1628

რაში იყენებენ ყავას მოხერხებული დიასახლისები? ეს უგემრიელესი სასმელი განკუთვნილია არა მარტო სასიამოვნო კომპანიისთვის და არომატული ტკბილეულის დასაყოლებლად. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხ საშუალებად და არ ინერვიულოთ იმაზე, რომ თქვენი ტანსაცმელი ცუდად გაირეცხება.

როგორ იყენებენ ყავას

ყავა იდეალური დამხმარეა ფერის შესანარჩუნებლად . ხშირად ნივთები კარგავენ ფერს და ხუნდებიან. ყავა კი მარტივად მოაგვარებს ამ პრობლემას. საქმე ეხება მხოლოდ შავი ფერის ტანსაცმელს, ეს მნიშვნელოვანია.შეგიძლიათ დაუმატოთ ყავა ან ჩაი მუქი ფერის ტანსაცმლის ფერის გასახალისებლად. ყურადღება მიაქციეთ, რომ შემთხვევით ღია ფერის ნივთი არ შეგყვეთ. შავი ტანსაცმლისთვის კი ყავა არ დაგენანოთ. გამოიყენეთ უნალექო ყავა, ან გაფილტრეთ მოხარშული ნალექიანი.ყავის რაოდენობა გათვალეთ სარეცხ მანქანაში შეყრილი ნივთების მიხედვით. თუ ის სავსეა, ჩაასხით ორი საშუალო ზომის ჭიქა ყავა. დაამატეთ პირდაპირ დოლურაში, ანუ მოასხით ჭუჭყიან ტანსაცმელს თავიდანვე. თუ ყავა არ გაქვთ, იგივე ეფექტი ექნება მუქ ჩაის.აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ არ დაუშვათ ყავის ნალექის მოხვედრა სარეცხ მანქანაში. ჩასხმამდე ჩაიც და ყავაც კარგად გაფილტრეთ.

მოხერხებული დამხმარე – ყავის გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი მარილი. ცნობილია, რომ მარილი ხელს უშლის ნივთების ცვეთას და აძლევს მას ხასხასა ელფერს. მარილის კრისტალები ხელს უშლის სარეცხ საშუალებას ნაჭრის ბოჭკოებში ჩაჯდომას, ამიტომ ტანსაცმელი ახალივით ხდება.ფრთხილად იყავით ახალ ნივთებთან, რომელსაც შეიძლება ფერი გაუვიდეს. ასეთ შემთხვევაში, ის ცალკე გარეცხეთ ხელით და შემდეგ ჩაალბეთ მარილიან წყალში ნახევარი სათით.

სასარგებლო რჩევები – საინტერესო დამხმარეა ჩვეულებრივი შავი პილპილი. თვლიან, რომ ისიც ხელს უწყობს ფერის შენარჩუნებას. ჩაყარეთ ჩაის კოვზით წიწაკა გასავლებ განყოფილებაში.შავი პილპილი აცილებს სარეცხი ფხვნილისგან დატოვებულ თეთრ ნადებს, რაც ფერს უკარგავს ქსოვილს. ეფექტი პირველივე ჯერზეა შესამჩნევი. თუ წიწაკის ნამცეცები ტანსაცმელზე დარჩება, გაფერთხეთ და უპრობლემოდ მოშორდება.

როგორ გამოვიყენოთ ყავა სხვა დანიშნულებით – კიდევ რა შეიძლება გამოვიყენოთ სარეცხ საშუალებად ჩაის, ყავისა და პილპილის გარდა? ზოგი დიასახლისი სამზარეულოს ტილოების გასარეცხად იყენებს მცენარეულ ზეთს. აქტიური ხმარების გამო მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება რთულია. მცენარეული ზეთი კი ამას მარტივად მოახერხებს, მაგრამ საქმიან ქალებს ამ მეთოდის გამოყენებაზე მეტად ახლის ყიდვა ეადვილებათ.

თქვენ რაში იყენებთ კიდევ ყავას, ჩაის, მარილს, პილპილს? გაგვიზიარეთ თქვენი საინტერესო ხრიკები კომენტარებში.