უნდა დატოვო თუ არა ბავშვი სახლში, როცა საქორწინო მოგზაურობაში მიდიხარ? პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირი დარწმუნებულია, რომ დასასვენებლად ბავშვის გარეშე არსად არ უნდა წავიდეს, მაგრამ მისი ახალი ქმარი როგორც ჩანს, არ ეთანხმება. ვინ არის მართალი ამ ამბავში?
საქორწინო მოგზაურობა
„ჩემი პირველი ქორწინება დიდი შეცდომა იყო და დედის ზეწოლის გამო გავაკეთე. მას ძალიან უნდოდა ჩემი გათხოვება და შვილიშვილის ყოლა, ამიტომ როდესაც დავფეხმძიმდი, დაოჯახება მოგვთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ არც მე და არც ჩემი პარტნიორი ამისთვის მზად არ ვიყავით. ერთად წელიწადზე ცოტა მეტი გავძელით და დავშორდით.“ – გვწერს ვიქტორია.
„ქმარს საერთოდ არ ჰქონდა მამობრივი პასუხისმგებლობა, მეც დიდად არ მიდარდია მისი წასვლა, რადგან თავს სასურველ ქალად და დედად ამ მამაკაცის გვერდით ვერ ვგრძნობდი. კიდევ კარგი, ალიმენტს მაინც იხდის.თავიდან მხოლოდ ბავშვის აღზრდით ვიყავი დაკავებული, მაგრამ როდესაც საბავშვო ბაღში შევიყვანე, მუშაობა დავიწყე კონსულტანტად ერთ პარფიუმერულ მაღაზიაში. სწორედ აქ შევხვდი ჩემს ახალ სიყვარულს…ერთ დღეს შემოვიდა მამაკაცი, რომელიც დიდხანს არჩევდა ქალის სუნამოს. ვეხმარებოდი შერჩევაში, ვთავაზობდი სხვადასხვა არომატს, ვაჩვენებდი შეფუთვას. საბოლოოდ იყიდა ყველაზე ძვირფასი სუნამო, მადლობა გადამიხადა და წავიდა. მე სადღაც გული დამწყდა, რომ ასეთ საჩუქრებს არავინ მჩუქნიდა.მეორე დღეს მამაკაცი ისევ მოვიდა სუნამოსთვის და მთხოვა შემერჩია ისეთი, რომელიც მე მომწონდა. ვიფიქრე, რომ ამ ვაჟბატონს ბევრი ქალი ჰყავდა მოსახიბლი. ამიტომ გადავწყვიტე ჭკუა მესწავლებინა და შევარჩიე ყველაზე ძვირიანი სუნამო.
საქმის მოულოდნელი შებრუნება – „წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც მამუკამ უყოყმანოდ გადმომცა საჩუქრად ეს სუნამო და პაემანზე მიმიპატიჟა. როგორც აღმოჩნდა, პირველი საჩუქარი უფროს დას გაუკეთა დაბადების დღეზე.ჩვენი ურთიერთობა მალე სერიოზულ ფაზაზე გადავიდა. მე ჩემი შვილის შესახებ თავიდანვე მოვუყევი და გავაცანი. მეშინოდა, რომ ბავშვი არ მიიღებდა მას, მაგრამ მამუკა საჩუქრებით და სიყვარულით მივიდა მასთან და მაშინვე დამეგობრდნენ.ქორწილი არ გვქონია, ხელი მოვაწერეთ და მასთან გადავედი საცხოვრებლად. მამუკამ თურქეთში, საქორწინო მოგზაურობაში წასვლა შემომთავაზა, ოღონდ მთხოვა ბავშვი დედასთა დამეტოვებინა.“
„დედას შვილიშვილი ძალიან უყვარს და სიამოვნებით იტოვებს ხოლმე, მაგრამ ამჯერად მითხრა, რომ ჯობდა ბავშვი თან წამეყვანა.მე კი ვზივარ და ვფიქრობ, რომ რაღაც კუთხით დედა მართალია. რას შეგვიშლის ბავშვთან რომ წავიყვანოთ, მითუმეტეს, რომ არც ისე პატარაა. ვფიქრობ, როგორ ავუხსნა ქმარს ეს სწორად.“ვიქტორიას ქმრის თხოვნა გასაგებია, საქორწინო მოგზაურობაში მხოლოდ წყვილი უნდა გაემგზავროს და ბავშვის თან წაყვანა არ იქნება სწორი. თქვენ რა გამოსავალს ხედავთ ამ სიტუაციაში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.