კატების მოყვარული ფისოების დასაპურებლად გავიდა, უცებ მასთან მივიდა გამხდარი ბიჭუნა და საჭმელი მოსთხოვა

0
8002

ეს ამბავი ზღაპარივით დაიწყო. პატარა ბიჭუნა, სახელად გიორგი, ობოლი იყო. დედა და მამა არასდროს უნახავს  და არც ახსოვდა. ჩვეულებრივი ოჯახის მაგივრად მის გარშემო აღმზრდელები და სხვა ობოლი ბავშვები იყვნენ. თითოეულ ბავშვს თავისი მძიმე ისტორია ჰქონდა, მაგრამ საერთო სურვილი და ნატვრა – ყოლოდათ საკუთარი ოჯახი. გამონაკლისი არც გიორგი იყო.

სრულიად ობოლი

ის ხშირად გარბოდა გაკვეთილებიდან. ერჩივნა გუბეებში  ეხტუნავა გარეთ. გიორგის  აინტერესებდა ადამიანების ცხოვრება თავშესაფრის იქით, ეს ხომ შეიძლებოდა მისი ცხოვრებაც ყოფილიყო.ის 7 წლის იყო, მაგრამ  როგორც მისი თანატოლები აღნიშნავდნენ, 9 წლისას უფრო ჰგავდა. ბიჭუნა ძალიან საზრიანი და ჭკვიანი იყო, განსაკუთრებით აინტერესებდა მათემატიკა. სხვა საგნებში დიდად არ ბრწყინავდა.მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი კონტაქტური და მხიარული გახლდათ, თავს სულ მარტოსულად გრძნობდა. სწორედ ეს მარტოობის შეგრძნება უბიძგებდა გაქცევისკენ, რადგან იქ, სადაც ცხოვრობდა, ახლობელი ადამიანი არ ჰყავდა. თავშესაფარში მიჩვეულები იყვნენ მის არყოფნას, საღამოობით ყოველთვის ბრუნდებოდა.მაგრამ ამჯერად გიორგი ჩვეულებრივზე შორს წავიდა. ის მიდიოდა და მიდიოდა, სანამ არ მოშივდა, მაგრამ ითმენდა, რადგან სურდა მიეღწია ერთ სახლამდე. თავიდან ეგონა, რომ იქ არავინ ცხოვრობდა, მაგრამ შეამჩნია ბევრი კატა და მიხვდა, რომ ეს ასე არ იყო.

მოგზაურობა კატებიანი სახლისკენ – სახლთან მისულმა შეძლო ყველაფრის დათვალიერება. ჩვეულებრივი სახლი იყო, უამრავი კატით. ისინი თევზს მიირთმევდნენ გარეთ და სახლში არ შედიოდნენ. მასაც ძალიან  შიოდა და იფიქრა, რადგან ამდენ კატას აჭმევდნენ, მისთვისაც გამოინახებოდა ერთი-ორი ლუკმა.მოულოდნელად, სახლის კარი გაიღო და ვიღაც  ქალი გამოვიდა, ხელში საჭმელით სავსე ჯამი ეჭირა და გაკვირვებულმა შეხედა ბიჭს. შეცბუნებულმა ბავშვმა საჭმელი სთხოვა, ქალმა კი სახლში შეიპატიჟა.

-აქ საიდან გაჩნდი? – ჰკითხა ქალმა და თეფშით წვნიანი დაუდო.გიორგიმ თავშესაფარში თავისი ცხოვრების შესახებ მოუყვა. ქალი  ყურადღებით უსმენდა და თან ცრემლებს ვერ მალავდა…მას მარინა ერქვა და სოფელში კატების მოყვარულად იცნობდნენ. ამბობდნენ, რომ  ასე თავისი უბედურების გამო ცხოვრობდა. ქმარი დიდი ხნის წინ გარდაეცვალა, მარტო დარჩა და მისი საზრუნავი კატები გახდნენ.ობოლი ბიჭის დანახვაზე გული  აუჩუყდა და სურდა გაეთბო, დაეპურებინა და მოევლო ბავშვისთვის. დიდი ხანია მარტოობას შეეგუა, მაგრამ გიორგის დანახვისას ძალიან მოუნდა, რომ შვილი ჰყოლოდა.

სახლის პოვნა – როდესაც ბიჭი ჭამას მორჩა, მარინამ  უთხრა, რომ თავშესაფარში თავად მიიყვანდა და დირექტორს დაელაპარაკებოდა.იმ დღიდან დაიწყო გიორგის შვილად აყვანის ხანგრძლივი პროცესი. მარინას მოუწია უამრავი საბუთის შეგროვება და სხვადასხვა დაწესებულებაში სირბილი, რათა გამხდარიყო ამ საოცარი ბიჭუნას დედა.გიორგი თვლიდა, რომ ძალიან გაუმართლ. ის ბედნიერი იყო რომ განგებამ კატების სახლთან მიიყვანა, რომ სანუკვარი ოცნება აუხდა და მალე დედა ეყოლებოდა.

დასკვნა: თქვე გჯერათ სასწაულების და ბედისწერის? რა ძალამ მიიყვანა ბავშვი მარინას სახლთან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.