კურდღლების მოშენება ფინანსურად საკმაოდ მომგებიანი ჩანაფიქრია. ასე მიიჩნევენ დილეტანტები, რომლებმაც გადაწყვიტეს ორი ცხოველისგან ფუმფულა იმპერიის დაარსება. რა მითები საჭიროებს გაქარწყლებას კურდღლების პოტენციური მფლობელებისთვის?
კურდღლების მოშენება
ნებისმიერი ბიზნესის მსგავსად, კურდღლების ფერმის მოშენებისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით თანხის დაბანდება და გონივრული ბიზნეს-გეგმის ქონა. მხოლოდ ამ ფუმფულა არსებების ნაყოფიერების იმედად ნუ იქნებით. თანამედროვე ფერმერები დეკორატიულ ჯიშებს ყიდიან, როგორც შინაურ ცხოველებს.ცხოველების შეძენამდე იზრუნეთ მათთვის განკუთვნილ კომფორტულ გალიებზე ან მოაწყვეთ კურდღლებისთვის სპეციალური ადგილი. გახსოვდეთ, რომ მათი საარსებო გარემო ურუნველყოფილ უნდა იქნას ოპტიმალური ტემპერატურით, სისუფთავითა და სიმყუდროვით. მოამზადეთ კურდღლებისთვის სპეციალური საკვები. გავცელებული შეცდომაა, როცა მათ მხოლოდ თივას აჭმევენ. ნებისმიერ ცხოველს სჭირდება სრულფასოვანი რაციონი.
კიდევ ერთ მცდარ წარმოდგენად ითვლება, თითქოს კურდღლებისთვის არ შეიძლება მწვანილის ჭამა. სჯობს ეს საკვები თანდათანობით მიაწოდოთ ცხოველს, შემდეგ კი ეტაპობრივად გაზარდეთ პორცია.ადრე ბავშვებს აშინებდნენ, თითქოს დაუშვებელი ბაჭიების მოფერება, რადგან დედას შეიძლებოდა შეესანსლა თავისი შვილები. ამ აკრძალვაში არსებობს გარკვეული წილი სიმართლეც, თუმცა ეს ჩვეულებრივი საშიში ზღაპარია. გაითვალისწინეთ, რომ დროდადრო საჭიროა ფრთხილად დაათვალიეროთ ხოლმე ბაჭიები. ამასთან, გაითვალისწინეთ, ხელებზე არ უნდა აღგენიშნებოდეთ მკვეთრი სუნი.არავითარ შემთხვევაში არ მოკიდოთ კუდღელს ხელი ყურებზე. ამით არა მხოლოდ შეაშინებთ ცხოველს, არამედ შეიძლება დაუზიანოთ კუნთები და სისხლძარღვები. კურდღლებს ყურებზე საკმაოდ ნაზი კანი აქვთ. ყოველთვის ეცადეთ ცხოველი ორივე ხელით აიყვანოთ ხოლმე, ერთი ხელი მოხვიეთ უკანა თათებსა და კუდზე, მეორე კი- სხეულის წინა ნაწილზე.
სჯობს კურდღლები ამყოფოთ ისეთ გარემოში, სადაც არის ტემპერატურის კონტროლირების შესაძლებლობა. ისინი აბსოლუტურად ნორმალურად იტანენ დაბალ ტემპერატურას, 15-დან 0 გრადუსამდეც კი. სიცივე დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ ახალშობილი ბაჭებისთვის. ერთ თვემდე ჩვილები უნდა იყვნენ მოსიყვარულე დედის დაკვირვების ქვეშ.შინაური კურდღლები ძალიან საყვარელი და სახალისო ცხოველებია. მათი მოვლა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. შესაძლოა, არ იყოს ურიგო გამოცდილ კურდღლის მომშენებლთან კონსულტაციაც.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ კურდღელი ,უპირველეს ყოვლისა, ცოცხალი არსებაა და არა მაღაზიის თაროებზე განთავსებული უსულო საქონელი. თითოეულ მათგანს აქვს სპეციფიკური ხასიათი, ინდივიდუალური გემოვნება, ჯანრმრთელობის თავისებურებები.