ნახევარი სიცოცხლე გავატარე ცოლთან ერთად, აღვზარდე ვაჟი, სიბერეში კი სხვა ქალი შემიყვარდა!

0
1308

პენსიაზე გასვლის შემდეგ წამოწყებული სასიყვარულო ურთიერთობები ჩვეულებრივ იმაზე არანაკლებ შეცბუნებას იწვევს, ვიდრე მსგავსი ინტერესი ახალგაზრდობაში. გასაკუთრებით, როცა მსგავსი კავშირი ქორწინების პარალელურად აღმოცენდება ხოლმე. როსტომი კმაყოფილი იყო საკუთარი ცხოვრებით ისე, როგორც არასოდეს. იგი ქალაქგარეთ ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს, მის მეზობლად კი ცხოვრობდა ის, ვისთან ერთადაც სურდა მას დარჩენილი სიცოცხლის გატარება.

სასიყვარულო ურთიერთობა გვიან ასაკში

როსტომი და ანა – როსტომის მეუღლემ ძალიან განიცადა, როცა მათი ვაჟი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადავიდა. ცოლ-ქმარი მხოლოდ მათზე საუბრობდა. სხვა სალაპარაკო თემა მათ ფაქტობრივად აღარ გააჩნდათ.ცხოვრებაში მრავალფეროვნების შეტანის მიზნით წყვილმა ქალაქგარეთ პატარა ნაკვეთი შეძენა გადაწყვიტა. აგარაკი მათი სახლიდან საკმაოდ ახლო მანძილზე მდებარეობდა.ნაკვეთზე მუშაობის პირველი დღეები საკმაოდ შრომატევადი და მძიმე აღმოჩნდა. როსტომი ასეთ დატვირთვებს არ იყო ჩვეული. მისმა ცოლმა თავიდან გამოიჩინა ინტერესი, თუმცა მალევე დაკარგა ყველანაირი ინტერესი. ბოლო დროს იგი უკვე ბინაში დარჩენას ამჯობინებდა ხოლმე.

როსტომი აგარაკზე მარტო ჩადიოდა ხოლმე. დღითიდღე მიწათმოქმედება მას სულ უფრო და უფრო იზიდავდა. ის გრძნობდა, რომ უსაზღვრო ენერგიით ივსებოდა. ამასთან, მან გაიცნო ერთი ქალი, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა. ინა როსტომის მეუღლისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. იგი სიცოცხლით სავსე, მომხიბვლელი და ნაზი ქალი იყო. მალევე მათ ერთმანეთი შეუყვარდათ კიდეც.წყვილმა ერთ სახლში ცხოვრება დაიწყო, თუმცა ერთი საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა. როსტომს ყველაფერი ცოლისთვის უნდა მოეყოლა. მამაკაცს ინას ცოლად მოყვანა ჰქონდა გადაწყვეტილი. ზოგჯერ ის ნანობდა კიდეც, რომ ახალ შეყვარებულთან დაიჭირა ურთიერთობა, თუმცა შემდეგ ხედავდა მის ღიმილს და მშვიდდებოდა. ერთადერთი გამოსავალი შემქნილი მდგომარეობიდან განქორწინება იყო. თუმცა ვინ ანგრევს ოჯახს 65 წლის ასაკში?როსტომი წარმოიდგენდა ცოლის და შვილების განმკითხავ მზერას. ნუთუ მას სინდისი ქენჯნის, ეშინია რაიმეს შეცვლის? მამაკაცი თავს მოღალატედ თვლიდა, რომელიც თავისფულებისკენ ისწრაფვოდა. მან არ იცოდა, თუ როგორ დაეღწია სულიერი ტყვეობისგან თავი.

დასკვნა: როგორ მოიქცეს როსტომი? ღირს თუ არა ოჯახის დანგრევა? იქნება თუ არა იგი გულწრფელი ცოლის მიმართ, თუ მას რაც შეიძლება მალე ეტყვის სიმართლეს?