ყველა ოჯახში სხვადასხვა რამეს აქცევენ ყურადღებას. ზოგი თვლის, რომ თუ სხვადასხვა ნიშნებს გაითვალისწინებს, დაიცავს ოჯახს უბედურებისგან, ჩხუბისა და წარუმატებლობისგან. შეიძლება სახლში გაბზარული თეფშები გქონდეს? რამდენად საშიშია სხვისი ჭურჭელი? რა უნდა ვუყოთ სამზარეულოს ხელსაწყოებს? მოდით, პაპარაცის დღევანდელო სტატიაში გავერკვეთ.
სხვისი ჭურჭელი სახლში
ბედნიერი ნივთები – ჭურჭლის გატეხვა, როგორც ამბობენ, კარგის ნიშანია, ხოლო დღესასწაულებზე, ქორწილში გატეხვა კიდევ უფრო კარგ ამბებს გვპირდება.თუ ჭიქა ან თეფში საკუთარ დაბადების დღეზე გაგიტყდებათ, დიდი წარმატება და წინსვლა გელოდებათ. თუ ჭურჭელი დაგიზიანდებათ რომელიმე საეკლესიო დღესასწაულზე, ოჯახში კეთილდღეობას ელოდეთ.ზოგჯერ არ არის საჭირო რამეს დამტვრევა. თუ სახლში გაბზარულ თეფშს იპოვით, ნიშნავს, რომ სახლში სიყვარული და ჰარმონია დაისადგურებს.მაგრამ თუ რამე გატყდება, სასწრაფოდ გაიტანეთ ნამსხვრევები სახლიდან, რადგან ნამსხვრევები უარყოფითი ენერგიის მატარებელია.
სხვისი ჭურჭელი სახლში – რაც შეეხება სხვის ჭურჭელს. ამბობენ, რომ სხვისი ჭურჭლის სახლში შემოტანით შეიძლება შეგექმნათ ფინანსური პრობლემები, რაც დამერწმუნებით, რომ არავის ჭირდება.თუ ვინმემ თავისი ჭურჭლით რამე მოგართვათ, მალევე გარეცხეთ და პატრონს დაუბრუნეთ. ნუ დაუბრუნებთ ცარიელს, დაუდეთ მცირე ნუგბარი მაინც, კანფეტი, შოკოლადი…
სუფრის ნაკრები და შავი ლაქები – ყველაფერთან ერთად გადახედეთ ხოლმე სუფრის ნაკრებებს. გაღუნული და დაზიანებული დანა-ჩანგლები ოჯახში ჩხუბს და უსიამოვნებებს იწვევს. ეს კი ნამდვილად არ ჭირდება არავის.ასევე დაათვალიერეთ სხვა ჭურჭელიც. თუ თეფშებზე მუქ ლაქებს აღმოაჩენთ, მაშინვე გადააგდეთ. ასეთ ლაქებს ცუდი ამბები მოაქვთ.
დასკვნა: ნიშნების დაჯერება-არდაჯერება თქვენი ნებაა. მაგრამ სასურველია, მაინც იცოდეთ მათ შესახებ. თქვენ გჯერათ მსგავსი მინიშნებების? გაგვიზიარეთ კომენტარებში.