იმუნიტეტის სიმტკიცის უზრუნველსაყოფად ადამიანმა გამუდმებით უნდა შეივსოს C ვიტამინის მარაგი. ამ ელემენტს უხვად შეიცავს უამრავი ხილი თუ ბოსტნეული, განსაკუთრებით კი, ციტრუსები. მოცემულ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ უნდა გაფრცქვნათ სწორად ფორთოხალი.პროცესის ბოლოს ციტრუსის ჭამის სურვილი იკარგება ხოლმე. დიდხანს ვეძებდი მეთოდს, რომლის დახმარებითაც ფორთოხალს კანს გავაცლიდი რამდენიმე წამში. საბედნიეროდ, ის ვიპოვე კიდეც.
როგორ გავფრცქვნათ სწრაფად ფორთოხალი
მიკროტალღური ღუმელის დახმარებით – მიკროტალღური ღუმელი დაგეხმარებათ არ მხოლოდ საკვების გაცხელებაში, არამედ დარბილებაშიც. ამ შემთხვევაში მთავარია სწორი მიდგომა. მოათავსეთ ფორთოხალი მიკროტალღურ ღუმელშ და ტაიმერი დააყენეთ 10 წამზე. ამ დროში კანი დარბილდება, რბილობი კი ვერ მოასწრებს გახურებას.შეგიძლიათ ისარგებლოთ თერმული დამუშავების სხვა მეთოდითაც. დადუღრეთ ფორთოხალი, ამის შემდეგ უკვე მარტივად გააცლით მას კანს.
კოვზის დახმარებით – ამ ხერხით ისე გაფრცქვნით ციტრუსს, რომ მის რბილობს არ დააზიანებთ.
- ფორთხოლის ცენტრში გააკეთეთ განივი განაკვეთი, ეცადეთ რბილობს არ შეეხოთ. დანა გადაატარეთ წრეზე, ჩააღრმავეთ იგი 1-2 მმ-ით.
- კანქვეშ მოათავსეთ კოვზი და ფრთხილად განაცალკევეთ იგი რბილობისგან. იგივე გააკეთეთ ციტრუსის მეორე ნახევრის შემთხვევაშიც.
- დაახვიეთ ქერქები, რათა ისინი სრულად მოშორდეს ციტრუსს.
სასარგებლო რჩევა! თუ გსურთ ფორთოხალი თან წაიღოთ, მისი გარჩევის დრო კი არ გაქვთ, გამოიყენეთ მოცილებული ქერქის ნახევრები. გასუფთავებული ციტრუსი დაყავით წილებად და ჩააწყვეთ ქერქში. ბუნებრივი საფარველი შეუნარჩუნებს ფორთოხალს სინედლეს.