მშობლებმა ფეხმძიმე ქალიშვილი ფსიქიატრიულში გაგზავნეს.შვილის ნახვა მან მხოლოდ 44 წლის შემდეგ შეძლო.

1344

მოხუცმა მასხიობმა, ჯულია მანიქსმა სამუმდამოდ დაიმახსოვრა 1963 წლის ნოემბერი. იმ თვეში, ახალგაზრდა ლამაზმანმა პირველად გამოსცადა საკუთარ თავზე, თუ რამდენად დაუნდობელი შეიძლება იყოს ცხოვრება. ქალმა გაიხსენა, როგორ ფიქრობდა მაშინ, რომ გარშემო მხოლოდ მოღალატეები და გამცემლები ეხვია.

მშობლები, საყვარელი ადამიანი, ექიმი: გარშემო ყველა, 19 წლის მაღალი წრის წარმომადგენელი გოგონას წინააღმდეგ წავიდა. ჯულიას წინ ხუთთვიანი კოშმარი ელოდა. ტრაგედიიდან მხოლოდ 44 წლის შემდეგ შეძლო მან, საბოლოოდ დაესვა წერტილი ძველი ისტორიის შედეგებისთვის.

ცისფერთვალება ქერა ჯულია მდიდარ ოჯახში გაიზარდა. ექსცენტრული მშობლები გიჟდებოდნენ შვილზე და ყველაფერს უსრულებდნენ. ლამაზმანის სახლში თავისუფლად დასეირნობდნენ ეგზოტიკური ცხოველები, მშობლებს ქალიშვილი ხშირად მიჰყავდათ სამოგზაუროდ. გოგონა მიეჩვია ასეთ ცხოვრებას.

ჯულია სამსახიობო კარიერაზე ოცნებობდა. მასწავლებლები მოსწავლეს მიღწევებისთვის აქებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ გოგონას არამხოლოდ შესანიშნავი გარეგანი მონაცემები, არამედ თანდაყოლილი ნიჭიც ჰქონდა.

თუმცა, 1963 წლის ზაფხულს, თეატრში სტაჟირების დროს, მანიქსს შეუყვარდა 23 წლის ბიჭი. ფრენკმა მზადყოფნით უპასუხა გოგონას გრძნობებს და მათ შორის მხურვალე რომანიც გაიბა.

თუმცაღა, ოჯახის წევრებს არ მოსწონდათ ჯულიას შეყვარებული. მომავალი მსახიობის დედ-მამა თვლიდნენ, რომ ფრენკი მას არ შეეფერებოდა. ხოლო მოგვიანებით, ოჯახის გინეკოლოგთან ვიზიტის შემდეგ, გაირკვა, რომ ჯულია ფეხმძიმედ იყო.

ექიმმა ამის შესახებ თავად ჯულიას კი არა, მის მშობლებს უთხრა. გასაგებიცაა, რომ ისინი გაბრაზდნენ. ლამაზმანის დედამ შვილს აბორტის გაკეთება მოსთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ თავად მორწმუნე კათოლიკე იყო.

როცა უბედურმა გოგონამ უარი თქვა, მშობლებმა, დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაამწყვდიეს. იქ მან აპრილამდე დაჰყო, სანამ პატარა ეიმი არ გაჩნდა. გოგონა მაშინვე გააშვილეს.

თვითონ ჯულია თავს საოცარი ღალატის მსხვერპლად გრძნობდა. გაითვალისწინეთ: თავისი კოშმარის დაწყებამდე გაიგო, რომ მისი შეყვარებული დაქორწინებული ყოფილა! უბედურმა არ იცოდა, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება…

რთულია იმაზე ფიქრი, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, თუმცა, შვილის გარეშე დარჩენილ დედას დახმარების ხელი ფრენკმა გაუწოდა. როგორც გაირკვა, იგი ჯულიასთან განშორებიდან მალევე განქორწინდა, შემდეგ კი დიდხანს ებრძოდა გოგონას მშობლებს და ცდილობდა იმის გარკვევას, თუ სად წაიყვანეს მისი ქალიშვილი. მას შემდეგ, რაც მშობლებმა გაიგეს, რომ ჯულია ისევ ფრენკთან იყო, ქალიშვილზე უარი თქვეს.

საბოლოოდ, ჯულია და ფრენკი დაქორწინდნენ. მათ კიდევ ორი ბავშვი შეეძინათ, თუმცა ეიმი არ დავიწყებიათ და ყოველ წელს აღნიშნავდნენ მის დაბადების დღეს მოწყენილები. მშობლებმა ვერ შეძლეს იმის გარკვევა, თუ სად წაიყვანეს ბავშვი.

კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომელთა დახმარებითაც მშვილებელი ოჯახი იპოვეს, უარს აცხადებდნენ გოგონას ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის განცხადებაზე. ჯულიასა და ფრენკს იმის იმედიღა დარჩათ, რომ მათი ქალიშვილის მეურვეები კარგი ადამიანები იქნებოდნენ.

მხოლოდ 44 წლის შემდეგ, გოგონამ, რომელსაც გამზრდელებმა კეტი დაარქვეს, იპოვა თავისი ბიოლოგიური მშობლები. საბედნიეროდ, ნამდვილი დედისა და მამის იმედები გამართლდა. ოჯახი, რომელმაც კეტი იშვილა, ნამდვილად მყარი და კარგი აღმოჩნდა.

დედმამიშვილები მალევე დამეგობრდნენ და მათი ურთიერთობა დღემდე გრძელდება. თუმცა, ქალს დიდი ხნის წინ არ დაუწყია თავისი მშობლების ძებნა. დღეს კეტი აღიარებს, რომ უბრალოდ ეშინოდა – “თხრის” დაწყებისას რაღაც საშინელებას არ წაწყდომოდა.

წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდა კეტი, როცა აღმოაჩინა, რომ მისი ნამდვილი დედა სახელოვანი მსახიობია! გასული ათწლეულის განმავლობაში, მაღალი წრის ქალბატონმა შეძლო წარმატებული კარიერის მოწყობა, ხოლო მისი ქმარი, გარდა სამსახიობო საქმიანობისა, პროდუსერადაც მუშაობს. ასე შეხვდნენ მშობლები ქალიშვილს 44 წლის შემდეგ და სამართლიანობამაც იზეიმა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს