დაკვირვებული სტუმარი მაშინვე ამჩნევს, რომ მოხვდა დაქანცული დიასახლისის სამზარეულოში, იცით, სად გროვდება ყველაზე მეტად ჭუჭყი?

0
177

“მანახე შენი სამზარეულო და გეტყვი ვინ ხარ შენ” – გვეუბნება ხალხური სიბრძნე. მამაკაცები მხოლოდ საჭმელად შედიან ხოლმე სამზარეულოში, ხოლო ქალები საკმაოდ დიდ დროს ატარებენ იქ და მოუწესრიგებელი გარემო სწორედ ქალის მოუწესრიგებლობაზე მეტყველებს.პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით იმ ნიშნებზე, რომელსაც დიასახლისები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სამზარეულოს გენერალური დასუფთავება სჭირდება.

ბინძური სამზარეულო

  • გადატვირთული სამუშაო ზედაპირი – საჭმლის მომზადების დროს კარადიდან ვიღებთ სანელებლების ქილებს, სოუსებს, დანა-ჩანგლებს, შემდეგ გვეზარება უკან შელაგება, ამას თუ დავუმატებთ რამდენიმე გასარეცხ თეფშს, ყველაფერი აირევა და გადაიტვირთება.ესე რომ არ მოხდეს, თითოეულ წვრილმან ნივთს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ კარადაში. ცარიელი სამუშაო ზედაპირის დასუფთავება უფრო მარტივია და ბევრად სუფთად გამოიყურება.
  • ბინძური გამწოვი – ჭუჭყი და მტვერი გამწოვზე არა მარტო ვენტილაციას უშლის ხელს. ის დიასახლისის უწესრიგობასაც უსვამს ხაზს. გამწოვი თვეში ერთხელ მაინც უნდა გაიწმინდოს, ხოლო თუ სამზარეულოში ხშირად იწვება რამე, უფრო ნაკლებ დროშიც.
  • საჭრელი დაფების ცუდი მდგომარეობა – კეთების პროცესში ხორცს, თევზს, ბოსტნეულს შეხება აქვს საჭრელ დაფებთან. ამიტომ მისი  სისუფთავე ოჯახის წევრების ჯანმრთელობის საწინდარია.საჭრელი დაფები უნდა გაირეცხოს გამდინარე, ძალიან ცხელი წყლით და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. კვირაში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია მსუბუქი ქლორიანი წყლით (1 ს/კ-5 ლიტრ წყალზე.) შეიძინეთ ხარისხიანი დაფები და შეცვალეთ წელიწადში ერთხელ მაინც.
  • ნადები ფილებს შორის – რემონტის დროს იატაკის ფილებს შორის მანძილი სპეციალური გრუნტით ივსება, რათა არ ჩაჯდეს ცხიმი და სიბინძურე. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში მასზე მაინც გროვდება ჭუჭყი და მის მოსაშორებლად საჭიროა აგრესიული ქიმიური საშუალებები.სანამ ამ ეტაპამდე მივა, გაწმინდეთ ხოლმე სოდით და ძმრით. ამისთვის ფილებზე მოაყარეთ სოდა, შემდეგ მიასხურეთ ძმარი, დატოვეთ ნახევარი საათი და მოწმინდეთ სველი ტილოთი.
  • მტვერი ჩამრთველებზე – ამ ადგილს იშვიათად აქცევენ ყურადღებას, მაგრამ იცოდეთ, რომ როზეტები მალე ისვრება. როდესაც სამზარეულოს ტექნიკას რთავთ, ავტომატურად ეხებით ჩამრთველს ცხიმიანი ხელებით, ამ ცხიმზე კი ადვილად ეკრობა მტვერი.
  • სუნი მაცივარში – უსიამოვნო სუნი მაცივარში მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტექნიკა კარგა ხანია სწორად არ გაწმენდილა. უსიამოვნო სუნს ბაქტერიები იწვევს, რაც ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა, რადგან დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, ისინი სწრაფად მრავლდებიან საკვებ პროდუქტებზე.

თქვენ რა საშუალებებს იყენებთ სამზარეულოში სისუფთავის შესანარჩუნებლად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.