ავუკრძალე ძიძას ბავშვის საკვები ქილების გადაყრა, ეხლა სამზარეულოში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.

642

რაში შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვთა კვების ცარიელი ქილები? გადაგდება დაგენანება, ლამაზია და კარგი ხარისხის. ალბათ ბევრ დედას გაუჩნდებოდა ეს კითხვა. მართლაც მათი გამოყენება სხვა დანიშნულებითაც შეგვიძლია. სწორედ ამ თემაზე იქნება პაპარაცის დღევანდელი სტატია.

ბავშვთა კვების ცარიელი ქილები

საუკეთესო შესანახი ჭურჭელი – ეს ქილები იდეალური სათავსოა წვრილმანი ნივთებისთვის. მაგალითად: ბისერები, რეზინები, ქინძისთავები, ნემსების დეკორის ელემენტები. გამჭირვალე შუშაში კარგად ჩანს შიგთავსი და ადვილად იპოვით ხოლმე სასურველ ნივთს.ქილებში შეგიძლიათ ჩააწყოთ ფანქრები, ცარცი, ფლომასტერები. შეგიძლიათ შეღებოთ ლამაზ ფერებში და გაუხალისოთ თქვენს პატარას გარემო.აიღეთ აკრილის საღებავი და ქილა შეღებეთ შიგნიდან ფუნჯით, სპონჟით ან საღებავიანი წყლით. ეს უკანასკნელი გააკეთეთ შემდეგი ხერხით: ქილაში ჩაასხით ცოტა საღებავი, შემდეგ ცოტა წყალი, დაახურეთ სახურავი და კარგად შეანჯღრიეთ, სანამ მთელი ზედაპირი არ შეიღებება. ბოლოს გახსენით ქილა და დაელოდეთ გაშრობას. პერიოდულად შეუცვალეთ ხოლმე მდგომარეობა, რათა თანაბრად გადანაწილდეს საღებავი ყველგან.

ადგილი დეტალებისთვის – პატარა ქილები გამოადგებათ ხელოსნებს წვრილმანი დეტალების შესანახად: ლურსმნების, ჭანჭიკების, ხრახნების… აღარაფერი დაიფანტება საიმედო თავსახურის დამსახურებით და მარტივად იპოვით ყველაფერს.

 ყვავილების ლარნაკი – რა უნდა ქნათ, თუ გაქვთ გვირილების ან შროშანების პატარა თაიგული და არ გაქვთ პატარა ლარნაკი? უნდა აიღოთ ბავშვთა კვების პატარა ქილა და ჩააწყოთ ყვავილები. თუ შეღებავთ ან გააფორმებთ რაიმე დეკორით, კიდევ უფრო ლამაზ სურათს მიიღებთ.

დეკორის ელემენტები – დეკორის ბევრი ვერსია შეიძლება მოიფიქროთ. შეღებვაზე ვისაუბრეთ უკვე. ასევე შეგიძლიათ ჩააწებოთ ქილაში პოლიმერული თიხისგან გაკეთებული ფიგურები და გადააქციოთ საახალწლო სათამაშოდ.დაგჭირდებათ ბრჭყვიალები, დეკორატიული ელემენტები (პატარა ნაძვის ხე, სახლი და სხვა), გამოხდილი წყალი, გლიცერინი. ქილაში ჩაასხით ნახევარზე მეტი გამოხდილი წყალი და შეავსეთ გლიცერინით, რომლის ყიდვა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ. შემდეგ ჩაყარეთ ბრჭყვიალები და ხელოვნური თოვლი. ქილის თავსახურზე წვერით მიაწებეთ სასურველი ფიგურა და დაახურეთ. შეანჯღრიეთ თქვენი ახალი სათამაშო და დატკბით მისი სილამაზით.

დესერტისთვის – ასევე გთავაზობთ დესერტის ვარიანტსაც. თუ თქვენს სახლში ცხოვრობენ ტკბილეულის მოყვარულები, საქმეს შეუდექით. ჩააწყვეთ კექსის ნაჭრები მოასხით ფენებად ნაღები, მოაყარეთ ხილი, კენკრა და სხვა სასუსნავები, ან კიდევ, ნაყინი – მორთეთ შოკოლადით, სხვადასხვა ტკბილეულით.

დასკვნა: იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ. თქვენ რომელ ვარიანტს ანიჭებთ უპირატესობას? რაში იყენებთ პატარა ქილებს კიდევ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს