ბევრი ცდილობს სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად გადასვლას, სადაც მეტი შესაძლებლობები და მრავალფეროვანი ცხოვრება ელოდებათ. ერთი მხრივ, ეს ასეა, მაგრამ მეორე მხრივ, არც ქალაქში ცხოვრებაა მარტივი. სწორედ ამ თემაზე იქნება პაპარაცის დღევანდელი სტატია. გქონიათ შემთხვევა, როცა ახლობლები უსინდისოდ გიყენებდნენ? ეს ამბავი არის ერთ სოფლელ გოგონაზე, რომელიც საკუთარმა დეიდამ მოატყუა.
ჩუმი ტყუილი
ვერიკოს დედა მთელი ცხოვრება თავის მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა. იქ ჰყავდა ქმარი, ბავშვები, მეურნეობა. სანამ ოჯახის მამაკაცი ცოცხალი იყო, არაფერი აკლდათ. მისი გარდაცვალების მერე ძალიან გაუჭირდათ. ვერიკო დედას ეხმარებოდა ხოლმე, დადიოდა რაიონში და ჭრა-კერვას სწავლობდა. კურსები საკმაოდ შორს იყო და მიტოვება მოუწია. ერთ დღეს მათთან დეიდა ზინა მოვიდა სტუმრად. ის რაიონულ ცენტრში ცხოვრობდა, ასიოდე კილომეტრის მოშორებით.დიდი ხანია არ ყოფილა და დის მოსანახულებლად მოვიდა. შემდეგ კი ვითომ სხვათა შორის, ვერიკოს ამბები იკითხა. ბოლოს დედას შესთავაზა გოგონას თავისთან წაყვანა. დედამ იუარა: “რა უნდა აკეთოს იქ? მეც მოხმარება მჭირდება, მის გარეშე ვერაფერს ვიზამ. არც თითონ არ მოისურვებს წამოსვლას.”
“შენც უთხარი, რომ წამოვიდეს – უთხრა დეიდამ – ნუთუ, შვილისთვის უკეთესი ცხოვრება არ გინდა? ერთ დიდ ფირმაში ვმუშაობ დამლაგებლად და ვერიკოსაც დავაწყებინებ იქ მუშაობას, პარალელურად სწავლასაც შეძლებს, ჩემთან იცხოვრებს. დიდი სახლი არ მაქვს, მაგრამ მისთვის ადგილი გამოინახება. ფულსაც გამოგიგზავნის ხოლმე.”მარინამ დას დაუჯერა და შვილი დაიყოლია დეიდას გაყოლოდა. და აი, ისინი უკვე ქალაქში არიან. ალერსიანი დეიდა ზინა უცებ გადაიქცა უჟმურ და მომთხოვნ ქალად და ვერიკოს თავისი პირობები წამოუყენა: “არ დაიგვიანებ სამსახურში, მთელს ხელფასს მე ჩამაბარებ, სახლის საქმეებში დამეხმარები, მოამზადებ საჭმელს, დაალაგებ და არ იწუწუნებ!”
ჩუმი ტყუილი – დეიდამ გოგონას გამოართვა ტელეფონი და პირადობა, ჩემთან იქნება, რომ არ დაგეკარგოსო. შემდეგ კი მთელი თავისი საქმე და საზრუნავი მთლიანად ვერიკოს გადააბარა.ყოფილა, რომ ზინა დეიდას სტუმარი ყავდა და გოგონა გარეთ გაუგდია, რადგან ხელს უშლიდა, ლევდა, მაგრამ უმეტესად გზის ფულის გარეშე ტოვებდა. ხშირად შედიოდა ხოლმე გოგონა სუპერმარკეტში გასათბობად, ხანდახან კინოს მაგივრად მაღაზიაში მიდიოდა, შოკოლადი რომ ეყიდა. სწორედ მაღაზიაში გაიცნო სანდრო.
ბიჭი სალაროში მუშაობდა, ხოლო სამსახურის მერე სწავლობდა. ხანდახან გაისეირნებდნენ ხოლმე, ხალისობდნენ. ვერიკო ძალიან დაღალა გაუთავებელმა საქმეებმა, როგორმე ტელეფონი უნდა დაიბრუნოს და წავიდეს აქედან, მაგრამ დეიდა შეუვალია, უმატებს და უმატებს საქმეს. ერთ მშვენიერ დღეს კი ყველაფერი დამთავრდა.ვერიკო ოფისის დალაგებას მორჩა და სახლში დაბრუნდა. დეიდა არსად ჩანდა. ჩვეულებისამებრ დაიწყო დალაგება, ჭურჭლის რეცხვა, იატაკის წმენდა და უცებ, საბუთების შეკვრაში წერილი დაინახა. ეს წერილი დედის დაწერილი იყო. უცნაურია, რომ დეიდას ამ წერილზე არაფერი უთქვამს.
დედის წერილი – წერილში დედა წერდა, რომ ქალიშვილზე ძალიან ნაწყენი იყო. როგორ შეეძლო მთელი ფული გართობასა და დროსტარებაში დაეხარჯა. არაუშავს, დედას თუ არაფერს გაუგზავნის, მაგრამ თავისი უწესო ქცევით ხომ არ უნდა შეარცხვინოს ოჯახი? რატომ არ უნდა დედასთან ლაპარაკი და რატომ არ პასუხობს ტელეფონს?… ვერიკოს თითქოს მიწა გამოეცალა ფეხქვეშ.დეიდის მოსვლამდე უკვე ჩალაგებული ჰქონდა თავისი ნივთები და როდესაც მოვიდა, კატეგორიულად მოსთხოვა თავისი ტელეფონი, საბუთები და ფული, რომელსაც ის “უნახავდა”. დეიდამ ყველაფერი მისცა ფულის გარდა. “უმადურო გოგო! გგონია უფასოდ გაცხოვრებდი აქ? მიბრძანდი ახლავე აქედან და აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა!” შუაღამეზე გავიდა ვერიკო გარეთ და არ იცოდა სად წასულიყო, როგორ დაბრუნებულიყო სახლში?
ამ დროს გაახსენდა სანდრო, რომელიც დაეხმარა და თავისი საერთო საცხოვრებლის ოთახში შეიფარა. თავად კი მეგობართან დარჩა. როგორც კი დამშვიდდა, გოგონამ დედას დაურეკა და ყველაფერი უამბო, დილით კი ვაგზლისკენ გაეშურა და დედასთან წავიდა.ხუთი წელი გავიდა ამ ამბიდან. ვერიკოს და სანდროს პატარა გოგონა ჰყავთ, იპოთეკით სახლის ყიდვაც მოახერხეს. დედაც კარგად არის, დეიდას ბნელ ჩანაფიქრს ფარდა მაშინვე აეხადა. აღმოჩნდა, რომ გოგონას ხელფასი თავად მიითვისა, დას კი ატყუებდა, რომ ვერიკო მთელს ხელფასს ბიჭებთან სეირნობასა და გართობაში ხარჯავდა. დეიდა მას მერე აღარავის უნახავს, კაცმა არ იცის როგორ არის.
რედაქციისგან: რთულია დეიდის ქცევის მოტივის ახსნა, რადგან ადრე თუ გვიან ყველა ყველაფერს მიხვდებოდა. ჩუმჩუმელა ტყუილი – პირდაპირზე ცუდია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას საკუთარი ნათესავი აკეთებს.აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში თუ შეხვედრიხართ ასეთ ადამიანს და თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი.