მას იპოთეკასთან დაკავშირებული პრობლემები მობეზრდა და ავტოფარეხი შეიძინა. ახლა მისი ფოსტა წერილებით სავსეა

582

როგორც ცნობილია, მხატვრები შემოქმედებითი ადამიანები არიან. სწორედ ამიტომ, იქ, სადაც ზოგი მხოლოდ უწესრიგობას ამჩნევს, მხატვარი თავისი ნიჭის გამოვლენის საშუალებას ხედავს. სწორედ ასე დაემართა ქალს, სახელად მიშელ დე ლა ვეგა.

როცა სოციალურ ქსელში თავისი ავტოფარეხის სურათი გამოაქვეყნა, ადამიანებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მას ათასობით კითხვა დააყარეს. ყველას რაღაც მსგავსის გაკეთება სურდა…

ყველაფერი საკმაოდ პროზაულად დაიწყო: მიშელმა იპოთეკა აიღო. დროთა განმავლობაში ოთახების გაქირავება მოუწია, რომ მათი ქირით ბანკის ვალი გადაეხადა. ამასთან მას ნათესავებთან გადასვლა არ სურდა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა საკუთარი ავტოფარეხი საცხოვრებლად საჭირო პირობებით აღეჭურვა.

შიდა რეკონსტრუქციის ძირითადი ნაწილი თავად გააკეთა. მშენებლები მხოლოდ ჭერის აწევაში (ასე მეორე იარუსი გაჩნდა, სადაც საწოლის დადგმა შეძლო) და აბაზანის გასაკეთებლად ავტოფარეხის დაგრძელებაში დაეხმარნენ.

მიშელმა ახალ სახლში ბამბუკის იატაკი გააკეთა.

ასევე მან ავტოფარეხში შენახული კარადები დამოუკიდებლად შეაკეთა და ნათურები შეღება.

მიშელის დროებითი საცხოვრებლის საერთო ფართობი დაახლოებით 23 კვ. მეტრია.

აი, როგორ გამოიყურებოდა ავტოფარეხი გადაკეთებამდე!

ნახეთ მცირე ვიდეო რგოლი მიშელის სამუშაოს შესახებ!

ეს ისტორია აშკარა დადასტურებაა, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, მიშელი პრობლემებს მალე მოაგვარებს და თავის სახლში დაბრუნდება, ხოლო ავტოფარეხი შესანიშნავი სახელოსნო გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს