გამოუცდელი დიასახლისებისთვის ფერადი ტანსაცმლის რეცხვა ხშირად პრობლემად იქცევა. მაისურმა ან კოფთამ რეცხვის შემდეგ შეიძლება დაკარგოს სიქათქათე, გაუფერულდეს ან გახუნდეს. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში? თუ რეცხვის არასწორ პროგრამას შეარჩევთ ან შეუფერებელ სარეცხ საშუალებას გამოიყენებთ, წარუმატებლობის ალბათობა საგრძნობლად იზრდება.
ფერადი ტანსაცმლის რეცხვა
არსებობს არაერთი მეთოდი, რომელთა დახმარებით რეცხვისას ტანსაცმელი ფერს არ დაკარგავს. მოცემულ სტატიაში რამდენიმე არაორდინალურ ხრიკს გაგიზიარებთ, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის.
- დაფქული შავი წიწაკა – საოცარია, მაგრამ დაფქული შავი წიწაკის ერთმა ჩაის კოვზმა შეიძლება გადაარჩინოს ნივთები ფერის დაკარგვისგან. ეს იაფიანი საშუალება არაფრით ჩამოუვარდება ძვირიან ფხვნილებს.რეცხვისას პილპილის ნაწილაკები წმენდს ქსოვილს საპნის აპკისგან. სწორედ ამ აფსკის გამო ნივთები რეცხვისას კარგავს ფერს. როცა სარეცხ მანქანაში შეყრით ტანსაცმელს, დაუამტეთ ერთი ჩაის კოვზი შავი დაფქული წიწაკაც. აირჩიეთ ცივი რეცხვის რეჟიმი, რა დროსაც წყლის ტემპერატურული მაჩვენებელი 30 გრადუსი უნდა იყოს. არ შეგეშინდეთ, ტანსაცმელი სანელებლის სუნს არ მიიღებს.
- სუფრის ძმარი – ეს ხრიკი მაშინ გამოგადგებათ, როცა საჭიროა შავ ტანსაცმელს დაუბრუნოთ გაჯერებული ფერი. ამისთვის წყლიან ჭურჭელში დაამატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი ძმარი, კარგად მოურიეთ და ჩაალბეთ ნივთები 15-20 წუთით. შემდეგ ტანსაცმელს წყალი გააველით და გაამშრალეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი ჯინსის ქსოვილის შემთხვევაში არაეფექტურია.
- საკვებ სოდას + სუფრის ძმარი – ამ საშუალების დახმარებით წითელი ფერის ტანსაცმელს დაუბრუნებთ ჩვეულ სიკაშკაშეს. გაითვალისწინეთ, რომ ერთი სუფრის კოვზი ძმარი და სოდა უნდა გახსნათ ლიტრ წყალში.
დაწერეთ კომენტარებში, ოდესმე გამოგიცდიათ თუ არა ჩვენს მიერ შემოთავაზებული ხრიკები და რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ისინი. ასევე გაგვიზიარეთ პირადი გამოცდილებაც.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს