ცხოვრებაში განსაცდელებისგან არავინაა დაზღვეული. გასაჭირმა შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გამოიყვანოს წონასწორობიდან, დაურღვიოს ჩვეული ცხოვრების რიტმი. ასეთ მომენტებში საჭიროა, რომ გვერდით გყავდეთ ადამიანები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ. არცთუ ისე იშვიათად, ეს შეიძლება იყოს სრულიად უცხო პიროვნება. მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ ერთი მკითხველის ისტორიას, რომელმაც დახმარება გაუწია ყოფილ თანაკლასელს. ქალს ძალიან გაუკვირდა, რომ ძველი მეგობრის გარდა ყველამ ზურგი აქცია.
რთული სიტუაციები ცხოვრებაში
“ნათიასთან მაშინვე გამოვნახე საერთო ენა, სკოლის დამთავრების შემდეგაც ვცდილობდით ურთიერთობის შენარჩუნებას, თუმცა ეს ყოველთვის როდი გამოგვდიოდა.წელს იგი ქმარს დაშორდა და ქალიშვილთან ერთად მარტო დარჩა ნაქირავებ ბინაში. მართალია, ის მუშაობდა, თუმცა ფული არ ჰყოფნიდა ყოფილი მეუღლე საერთოდ არ ეხმარებოდა, ალიმნეტსაც არ იხდიდა. მისი მშობლები პენსიონერები არიან, თანხა წამლებზეც კი არ ჰყოფნით. ნათია მათ ზოგჯერ უტოვებს ხოლმე ქალიშვილს.პირველად ვესტუმრე მას და უსიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. გაურემონტებელი ბინა, ძველი ავეჯი. მესმის, თუ რა გაჭირვებაში ცხოვრობს ნათია. ერთხელ, როცა საახალწლო პრემია ავიღე, მასთან ავედი. ვიყიდე ბურღულეული, კარაქი, ყველი, თინუსის კონსერვები, ტორტი. როცა მაცივრის კარი გამოვაღე, იგი ცარიელი დამხვდა. მოულოდნელად ცუდად გავხდი.ნათია ჩემი უსაზღვროდ მადლიერი იყო. ჩაის დასალევად დავსხედით და საუბარში გამახსენდა, რომ მას ძმა ჰყავდა…
უფროსი ძმა – მეგობარმა მითხრა, რომ ძმასთან აღარ ჰქონდა ურთიერთობა. ის სერიოზული საქმეებით იყო დაკავებული და დისთვის არ ეცალა. ლაშა საკმაოდ შეძლებულია, თუმცა ნათიას ფინანსრუად არ ეხმარება.ვაჟის საქციელს მშობლებიც ამართლებენ. მათი აზრით, ლაშას თავისი ცხოვრება აქვს და იგი არაა ვალდებული იზრუნოს უმცროს დაზე. ვფიქრობ, რომ მათი შეხედულება არასწორია. ნათია ხომ მათთვის უცხო ადამიანი არაა. რაც თავი მახსოვს, იგი ყოველთვის სინდისის კარნახით მოქმედებდა და გასაჭირის ჟამს ყველას მხარში ედგა”- წერს ჩვენი მკითხველი.
ნათესავები მართლაც უნდა ეხმარებოდნენ ერთმანეთს განსაცდელში, თუმცა რეალობაში ასე არ ხდება ხოლმე. კიდევ კარგი, რომ არსებობენ მეგობრები, რომლებიც უბედურების ჟამს მუდამ მოგვეშველებიან და გაგვიმართავენ ხელს.