ის, რომ კონკიამ ჭკუიდან გადაიყვანა პრინცი თავისი სისუფთავის სიყვარულით, მუდამ კადრს მიღმა რჩება.

245

ალექსანდრე უკვე შეეგუა იმას, რომ ყოველ მეორე დღეს მის სახლში გენერალური დასუფთავება ტარდებოდა. ასევე შეეჩვია მტვერსასრუტის მუდმივ გუგუნს და ფანჯრების წმენდის უსიამოვნო ჭრაჭუნს. თავისი მეუღლე მარი მას ძალიან უყვარდა და როგორც ჩანს, სიყვარულის ძალა არ აძლევდა გაღიზიანების უფლებას. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

სახლის გენერალური დალაგება

მარი და ალექსანდრე – როდესაც ხვდებოდნენ, მარი არ იმჩნევდა თავის ზედმეტ მიდრეკილებას სისუფთავის მიმართ. მოხერხებულად მალავდა უკმაყოფილებას კუთხეებში დარჩენილი მტვრის გამო და მთელ ყურადღებას საყვარელ მამაკაცს უთმობდა. ერთი სიტყვით, იდეალური გოგონა იყო.ნახევარი წლის შემდეგ ქორწილიც გადაიხადეს და ერთად დაიწყეს ცხოვრება ალექსანდრეს კუთვნილ ბინაში. თაფლობის თვე ზღვის სანაპიროზე გაატარეს. ბედნიერი წყვილი ტკბებოდა ლამაზი ხედებით, თბილი, მარილიანი წყლით და რომანტიული საღამოებით.

ოჯახური ცხოვრების დასაწყისი – გავიდა ერთი თვე. მარიმ თავისი ნივთები ახალ სახლში გადაიტანა და წყვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ალექსანდრემ იცოდა, რომ მის ცოლს ძალიან უყვარდა წესრიგი, ამიტომ ცდილობდა ყველაფერში დახმარებოდა – ხან იატაკს მოასუფთავებდა, ხან ჭურჭელს რეცხავდა, მაგრამ რაც მეტს აკეთებდა, მეტ კრიტიკას იმსახურებდა ცოლისგან. საბოლოოდ, მარიმ აუკრძალა ქმარს საოჯახო საქმეებში დახმარება, რადგან ყველაფერს ცუდად აკეთებდა.სახლის გენერალური დალაგება ყოველდღიური ღონისძიება გახდა. ცოცხი, ტილოები, მტვერსასრუტი – მუდმივად ფრიალებდა მის გარშემო და მშვიდი საღამო სანატრელი გახდა. მუდმივი სამსახურიც კი ვერ აჩერებდა მარის და სახლში დაბრუნებული ეგრევე დალაგებას იწყებდა. ალექსანდრე კი მარტო და მოწყენილი ელოდებოდა, როდის მორჩებოდა ეს ქაოსი და როდის მოიცლიდა ცოლი მისთვის.

ტანჯვა სისუფთავისგან – დროთა განმავლობაში ქმარი მიხვდა, რომ ეს რეჟიმი არ იყო ასატანი მისთვის, მითუმეტეს, რომ შემდეგ იწყებოდა გაუთავებელი წუწუნი დაღლილობაზე. როდესაც ალექსანდრე სთავაზობდა მეუღლეს, რომ შეემცირებინა დალაგების რაოდენობა, ის ბრაზდებოდა. არადა, ამრევიც არავინ იყო და ნამდვილად არ იყო საჭირო თავის ასე გადადება.საქმე იქამდე მივიდა, რომ ალექსანდრე კონტროლის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამდა. თუ რამე დაეწვეთებოდა ან შემთხვევით დაუვარდებოდა, მაშინვე მოვარდებოდა მარი და ბუზღუნით წმენდდა.თავს დამნაშავე ბიჭივით გრძნობდა და თანდათან აღმოაჩინა, რომ ოღონდაც სახლში არ ყოფილიყო და ყველაფერზე თანახმა იყო. სიამოვნებით წავიდოდა მეგობრებთან ერთად სადმე, ან უბრალოდ ფეხით გაისეირნებდა ქალაქში, წავიდოდა იქ, სადაც არავინ დააკვირდებოდა გამადიდებელი შუშით და მტვერი იფრენდა ჰაერში.ამის გამო ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. მას უბრალოდ სიმშვიდე და სიყვარული ჭირდებოდა. ქორწილიდან რამდენიმე თვეში თავი სტერილურ გალიაში ეგონა. მარის კი საერთოდ არ აინტერესებდა მისი გრძნობები.

დასკვნა: როგორ დაიმსახუროს ალექსანდრემ ცოლის ყურადღება? როგორ შეიძლება, რომ გააგებინოს ცოლს, რომ ყოველდღე ამდენი საქმის კეთება ზედმეტია? იქნებ მარი მართალია? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს