ყოველდღე, ეს ბიჭი ფეხით 4.5 კმ-ს გადის სკოლაში მოსახვედრად. აი, როგორი გამოცხადდა გამოცდაზე

1063

ყველა ქვეყანაში, ადამიანები ამინდთან სხვადასხვაგვარად ურთიერთქმედებენ. ზოგიერტი სახელმწიფო სკოლებში გაკვეთილებს აუქმებს პირველი ყინვების დროს, ხოლო პორტუგალიაში ნორმალურია სამსახურში არგამოცხადება წვიმის გამო! თუმცა, ჩინელი ხალხი ამინდის ყველაზე ვერაგ გამოცდებს გადიან.

ამ ბიჭს ვან ფუმანის ჰქვია და იგი ყოველდღე 4.5 კმ-ს გადის იმისთვის, რომ სკოლაში მივიდეს. ერთხელ, ახალგაზრდა მოგზაურის კლასში შესვლისას, თანაკლასელებს სიცილი აუტყდათ, ბიჭს კი “ყინულის ბიჭი” უწოდეს. შეხედეთ ფოტოებს და თავად მიხვდებით, რატომაც.

სკოლის დირექტორი, ფუ ჰენგი ბავშვის საქციელით გაოგნებული იყო. იგი ყვება, რომ იმ დღეს გარეთ ტემპერატურა –9 °С იყო. ადგილობრივი სკოლა ცუდად თბება დაფინანსების არქონის გამო, ამიტომ გამოცდის დღეს ბავშვს თითები შეუსივდა.

სკოლაში ფუმანს ყველა დადებითად ახასიათებს. ახალგაზრდას თავისი კლასის 16-ივე მოსწავლის ცრემლებამდე გაცინება შეუძლია, რისთვისაც მეტსახელად “კლასის კომიკოსი” შეარქვეს. უბრალოდ დაფიქრდით – ვანი მაინც ხალისიანია,  სიღატაკისა და მრავალი სირთულის მიუხედავად.

ბავშვი სკოლიდან 4.5 კმ-ს დაშორებით ცხოვრობს სოფლურ სახლში, დასთან და ბებიასთან ერთად. ფუმანს სიღატაკე აწუხებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ წარმატებას მიაღწევს, როგორც კი სწავლას მორჩება. სწორედ ამიტომ არ გამოტოვა მან გამოცდის პირველი დღე და წავიდა სკოლაში, მიუხედავად ყინვებისა.

ინტერნეტის მომხმარებლებმა, ვანის უბედურების შესახებ გაგების შემდეგ, გადაწყვიტეს მისი ოჯახისთვის ფულის შეგროვება. კეთილი ადამიანების ძალისხმევის წყალობით, “ყინულის ბიჭის” სკოლამ მიიღო 20 გამათბობელი, 144 თბილი კოსტუმი და კიდევ 15 000$ სასწავლო დაწესებულების სხვა საჭიროებებისთვის.

მინდა მჯეროდეს, რომ ახლო მომავალში ვანსა და მის მსგავს მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსი მოემსახურება, ხოლო სასწავლებელი მისთვის ყველაზე თბილი ადგილი იქნება, სახლის შემდეგ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს