ვეფხვის წელი ვის მოუტანს არნახულ ფინანსურ წარმატებას: ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც თავის მატერიალურ პრობლემებს მოაგვარებს 2022 წელს.

5750

“როდესაც ვეფხვის წელი დადგება, შენს ცხოვრებაში დაიწყება თავბრუდამხვევი ცვლილებები, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში” – გავიგე ასტროლოგისგან. 2022 წლის ფინანსური ჰოროსკოპი გვარწმუნებს, რომ არ უნდა შეგვეშინდეს სტიქიური კრიზისების, ხოლო ეკონომიკური პროცესები კონტროლირებადი იქნება. ამაზე მიგვანიშნებს პლუტონი თხის რქაში.ფინანსური მდგომარეობა ბევრისთვის შეიცვლება, მაგრამ არიან ნიშნები, რომელთაც ყველაზე მეტად გაუმართლებთ. დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ, თუ ვის მოუტანს ვეფხვის წელი არნახულ ფინანსურ სარგებელს: ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც თავის მატერიალურ პრობლემებს 2022 წელს დაემშვიდობება.

როდის დადგება ვეფხვის წელი

კურო – დასაწყისისთვის უნდა გაერკვეთ და გადაამუშავოთ ის პრობლემა, რაც თქვეს წინსვლას უშლის ხელს. ყველაფერი, რაც სიმაღლეზე ასვლის დროს გეღობებათ: შეზღუდვები, უსარგებლო ქმედებები, უმოქმედობა. თუ კარგად იმუშავებთ საკუთარ თავზე, წლის დასაწყისშივე წარმატება გარანტირებულია.2022 წელს კუროს გაეხსნება ახალი ჰორიზონტი და შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, რომ მან ის შეამჩნიოს და სათანადოდ გამოიყენოს. შედეგად მნიშვნელოვნად გაეზრდება შემოსავალი. ფრთხილად უნდა იყოს კონტრაქტზე ხელის მოწერამდე, განსაკუთრებით, თუ ის გათვლილია ხანგრძლივ დროზე. შემოსავლის გაზრდას შეძლებს მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით.

ქალწული – საუკეთესო დროა შემოსავლის ახალი წყაროს საპოვნელად. დაგეგმვის და სწორი, პატარა ნაბიჯების გადადგმის უნარი ქალწულს ახალი სიმაღლეების დასაპყრობად წაიყვანს. თუმცა, იმისათვის, რომ ნამდვილ, პროფესიონალურ პოზიციებს მიაღწიოს, უნდა აჩვენოს მაქსიმალური რეზულტატი.2022 წელს ქალწული მოახერხებს და იპოვის ბალანსს სამსახურსა და დასვენებას შორის. ახალი შთაბეჭდილებები კი ენერგიით და ხალისით აავსებს.

მშვილდოსანი – როგორც იქნა, მშვილდოსანს ბედი გაუღიმებს. ვეფხვის წელი მას ფინანსური წინსვლის საშუალებას მისცემს. ამასთან, არ ემუქრება გაუთვალისწინებელი ხარჯები. გამოიყენეთ ეს შანსი ჭკვიანურად!ყურადღება მიაქციეთ მზის და მთვარის დაბნელების დღეებს. ამ დროს ნუ მიიღეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ინვესტიციას, ნუ აიღებთ კრედიტს.ფულის მისაღებად საუკეთესო დროა, როცა მთვარე იმყოფება კუროში – 28 მაისი-23 ივნისი და მშვილდოსანში – 16 ნოემბერი -10 იანვარი. შეგიძლიათ მიიღოთ დიდი ფული როცა ვენერა იქნება მორიელში – 23 ოქტომბერი-16 ნოემბერი, თუმცა არის ალბათობა, რომ ვალებში გადავარდეთ.არასასურველი დღეებია ვენერა ვერძში – 2-28 მარტი, ტყუპებში – 23-18 ივლისი, სასწორში – 29-23 ოქტომბერი, მერწყულში – 6 მარტი-5 აპრილი, თევზებში – 5 აპრილი-2 მაისი.თუმცა, ვენერა თევზებში 30 აპრილიდან-1 მაისამდე ფულისთვის პოზიტიური დღეებია, რადგან ემთხვევა ვენერას შეერთებას იუპიტერთან.

რჩევა რედაქციისგან: თუ თითოეულ თქვენს ნაბიჯს კარგად აწონ-დაწონით, აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.როდესაც ვეფხვის წელი დადგება, ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი საკუთარ მატერიალურ პრობლემებს მოაგვარებს, მათ ნამდვილად გაუმართლებთ!თქვენ გჯერათ ჰოროსკოპის, თუ უბრალოდ, გასართობად გადაიკითხეთ ეს სტატია?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს