ნივთები შევაგროვე და არარსებულ ადგილას წავედი, ისევ ავტოსადგურზე ვიჯდებოდი, მოხუცი ქალბატონი რომ არ გამომლაპარაკებოდა.

0
486

ადამიანის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება ობიექტურად აზროვნების შესაძლებლობას არ გვაძლევს. ცრურწმენები, სტერეოტიპები და განსხავებული მსოფლმხედველობა ხალხს შორის ღრმა უფსკრულს აჩენს. რატომაა ასე მრავლად ისტორიები დედამთილისა და რძლის ურთიერთობაზე? არსებობს უამრავი მიზეზი, თუ რატომ უზღუდავს დედა თავისუფლებას  თავის ზრდასრულ ვაჟს. ანამ დედამთილის მხრიდან მიკერძოებულობა მისი გაცნობის პირველივე დღიდან იგრძნო: “4 წლის წინ გავთხოვდი და მას შემდეგ მუდამ დედამთილის საყვედურები მესმის.

ადამიანისადმი მიკერძოებული დამოკიდებულება

სერგოსთან დაქორწინებამდე დედამისი მუდამ მეკითხებოდა ჩემი ოჯახის შესახებ, მეც ყველაფერს გულწრფელად ვუყვებოდი. ის უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ დედას ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.ამით სრულებითაც არ ვამაყობ, ბავშვობიდანვე ბებია მზრდიდა. საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა ვგრძნობდე თავს ჩემი მშობლების ცხოვრებისა თუ ქმედებების გამო. დედამთილმა გადაწყვიტა, რომ შვილი აუცილებლად დედ-მამას უნდა დაემსგავსოს, ამიტომ მას შემდეგ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ.

ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ქალბატონი ჩიტო ცდილობდა სერგო დაეთანმებინა, რომ ცოლად არ შევერთე. ჩემმა ქმარმა პრინციპულობა გამოიჩინა და დედაც შეეგუა ვაჟის გადაწყვეტილებას. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ერთად ვცხოვრობთ, მეუღლეს ცალკე გადასვლას ვთხოვ. დედამთილთან ურთიერთობა დღითი დღე უფრო მიუარესდება. მას შეუძლია უმიზეზოდ სკნადალიც კი მომიწყოს.ბოლო დროს სერგო სამსახურში ყოვნდებოდა, უქმეებზეც კი არ ჩნდებოდა სახლში. შემდეგ გაირკვა, რომ იგი მღალატობდა. მის ორგულობას ვერ შევეგუე, დედამთილის ბინაში გაჩერებას აღარ ვაპირებდი. ჩუმად შევაგროვე ნივთები და ბავშვით ხელში სახლიდან წავედი. ავტობუსის გაჩერებასთან ვისხედით, როცა ერთი ხანდაზმული ქალბატონი მოგვიახლოვდა და დაინტერესდა ჩვენი მდგომარეობით.თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი. ბებო მიხვდა, რომ დახმარება მჭირდებოდა. მან თავის სოფელში წაგვიყვანა. იქ სამი წელი ვცხოვრობდი და მოხუცებულს ყველაფერში ვეხმარებოდი. ჩემი ქალიშვილი მას ბებიას ეძახის. ვფიქრობ, რომ ქალბატონი ანა ჩვენი მფრაველი ანგელოზია”.

რედაქციისგან: დედამიწაზე არსებობენ ქველი ადამიანები. რეალობაში გაცილებით მეტი სიკეთე იქნებოდა, თითოეული ჩვენთაგანი სხვათა გასაჭირის გულთან ახლოს მიტანას და მათ დახმარებას რომ ცდილობდეს. რთული ხვედრის მქონე ადამიანები მუდამ იღბლის იმედად ვერ იქნებიან, ბევრი სასოწარკვეთაში ვარდება და მარხავს საკუთარ ნიჭს. ანამ იპოვა თავის თავში ძალები, რომ უკეთესი მომავლისთვის ებრძოლა. ის აუცილებლად გახდება შესანიშნავი მაგალითი თავისი პატარა ქალიშვილისთვის.