თავსაბურავი ზამთრის გარდერობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ბევრი ქალბატონი ძლიერ ყინვაშიც ქუდის გარეშე დადის, რადგან თვლიან, რომ ეს აქსესუარი მათ სახეს არ უხდება. დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით როგორ შეარჩიოთ ქუდი და რომელი მოუხდება მრგვალი სახის მქონე ლამაზმანებს.
როგორ შევარჩიოთ ქუდი – თუ თქვენ თვლით, რომ ქუდი არ გიხდებათ, წაიკითხეთ ეს სტატია ბოლომდე. ჩვენ შევეცდებით დაგარწმუნოთ, რომ ეს ასე არ არის. ნებისმიერ ტანსაცმელთან, ფეხსაცმელთან და აქსესუართან მუშაობს ერთი და იგივე პრინციპი – შეარჩიოთ სწორი მოდელი. ეს კი დამოკიდებულია სხეულის ფორმაზე, კანის ფერსა და სახის მოყვანილობაზე.მრგვალი სახის მქონე ქალბატონებს ფუმფულა ლოყებით არ ვურჩევთ ზამთარში უქუდოდ სიარულს. ქუდის შერჩევისას იხელმძღვანელეთ მისი ზომით და მოცულობით. თუ გსურთ, რომ მან ვიზუალურად პატარა გამოაჩინოს სახე, უპირატესობა მიანიჭეთ დიდ აქსესუარებს. მაგალითად, კლასიკურად ნაქსოვ ქუდებს.არსებობს უამრავი საინტერესო მოდელი ყველა გემოვნებისთვის, ფერთა დიდი არჩევანი და ნაქსოვის ტიპი გაძლევთ საშუალებას შეარჩიოთ შესაფერისი მოდელი. ამას გარდა, ესეთი ქუდები ძალიან თბილია.თხელი და მოტკეცილი ქუდები პირიქით, სახეს უფრო მრგვალს და დიდს აჩენს. რაც უფრო დიდია ქუდი, მით უფრო პატარა ჩას სახე. სცადეთ მოისინჯოთ სხვადასხვა მოდელები, გადაიღოთ ფოტო ანფასში.
თავსაბურავები – თუ გეცოდინებათ, რომელი ქუდი უხდება მრგვალ სახეს, მარტივად შეარჩევთ სხვა თავსაბურავსაც. მაგალითად, თუ მოგწონთ თავსაფრები, უპირატესობა მიანიჭეთ დათბილულ მოდელებს. ის ორიგინალურად გამოიყურება და თან კარგად ათბობს.თავსაფარი თამამი აქსესუარია მოდური ქალბატონებისთვის. ის იდეალურად ერგება ყოველდღიურ სტილს. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების!თუ უპირატესობას ანიჭებთ ძალიან თბილ თავსაბურავებს, შეარჩიეთ კლასიკური კეპები ფართე მოცულობით. მის ფონზე სახე უფრო პატარა გამოჩნდება. მრგვალსახიან ქალბატონებს ძალიან უხდებათ ბერეტები.ძვირფას პალტოს შეურჩიეთ კლასიკური ქუდი, ცილინდრი, რათა ვიზუალურად დააპატარავოთ სახე უპირატესობა მიანიჭეთ საშუალო ფარფლებიანს. ვიწრო ცილინდრი ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ.ასევე მოგიხდებათ პანამა. საბედნიეროდ, ეს აქსესუარი ტრენდულია და აღარ არის წარსულის გადმონაშთი. პანამა წელიწადის ნებისმიერ დროს აქტუალურია.
რედაქციისგან: თუ თქვენ გიჭირთ ქუდის შერჩევა ზამთრისთვის, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები. სცადეთ რამდენიმე მოდელი, კეპი, პანამა და აუცილებლად იპოვით შესაფერის ქუდს.ეცადეთ ნაკლებად კრიტიკულები იყოთ საკუთარი თავის მიმართ და გახსოვდეთ, რომ ძალიან ლამაზი ხართ! მრგვალი ლოყები კი თქვენი სავიზიტო ბარათია და ნუ დამალავთ უსახურ შარფსა და კაპიშონებში.
თქვე როგორ ქუდებს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ ფოტოები კომენტარებში.