40 საათიანი ტანჯვის შემდეგ ქალმა გოგონა გააჩინა. შემდეგ ექიმმა პაციენტს შეხედა და პირი დააღო

1663

თანამედროვე მედიცინის მიღწევების წყალობით ექიმებს მშობიარობამდე რამდენიმე თვით ადრე ნებისმიერი სიურპრიზისთვის მომზადება შეუძლიათ. როგორც ბავშვის, ასევე დედის ჯანმრთელობასთან დაკავაშირებულ პრობლემებს თავიდანვე აკვირდებიან. ასე ექიმები ყველა პრობლემის წინაშე მზადყოფნაში არიან.

ზოგიერთი მშობელი სამეცნიერო შესაძლებლობებზე უარს გაცნობიერებულად ამბობს. ზოგს უბრალოდ საკუთარი თავისთვის სიურპრიზის გაკეთება სურს, ზოგს კი ბავშვის სქესის წინასწარ გაგება არ უნდა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ექოსკოპიის გადაღებაზე საერთოდ უარს ამბობენ.

ნიკოლ ციზემერისთვის ეს პირველი ორსულობა იყო და ძალიან ნერვიულობდა. საბედნიეროდ, ყველაფერი იმას მიუთითებდა, რომ მშობიარობა კარგად ჩაივლიდა. თუმცა ექიმებმა პაციენტს წესით გათვალისწინებული ყველა პროცედურა არ ჩაუტარეს.

ციზემერის წყვილი ე.წ. ბუნებრივი მშობიარობის მომხრეები იყვნენ. გარე ჩარევა მინიმუმამდე რომ დაეყვანათ, მხოლოდ ჯანსაღი ორსულობის შემოწმებით შემოიფარგლნენ.

ნიკოლს ექოსკოპია ერთხელაც არ გაუკეთებია. მშობიარობას კი სახლში, ქმრის და გამოცდილია მეანე ქალის დახმარებით აპირებდა. ყველა პროგნოზით ბავშვი უკვე 30 იანვარს უნდა დაბადებულიყო, თუმცა ბედი სხვანაირად წარიმართა…

29 დეკემბერს, დანიშნულ ვადამდე 1 თვით ადრე, ქალამ წყლები დაღვარა. სახლში მშობიარობა ასეთ შემთხვევაში გამოირიცხა და მეტმა, ნიკოლის ქმარმა, ორსული ცოლი საავადმყოფოში წაიყვანა.  გზა, რომელსაც ჩვეულებრივ წუთები სჭირდებოდა, ამჯერად 2 საათამდე გაიწელა: გზატკელი თოვლით იყო დაფარული!

თითქმის 2 დღე ქალმა საოპერაციო მაგიდაზე გაატარა. ექიმები დედის და მისი ჩვილის სიცოცხლისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

როცა სპეციალისტებმა შვებით ამოისუნთქეს და პატარა ბლექ ფეიტი ხელში აიყვანეს, აღმოაჩინეს, რომ ნიკოლი ტყუპებზე იყო ორსულად. ექიმები გაოგნებულნი, მშობლები კი შოკში იყვნენ.

მომავალ დედას ექოსკოპია არასდროს ჰქონდა გადაღებული, შესაბამისად ორი ბავშვის გაჩენისთვის მომზადებული არ იყო. საბედნიეროდ, ექიმები არ მოდუნდნენ და უკვე 1 საათის შემდეგ პატარა კეიდ მეთიუ დის გვერდით დააწვინეს. სპეციალისტებმა ნამდვილად იყოჩაღეს: ბავშვები ჯანმრთელები დაიბადნენ.

ციზემერები ტყუპების დაბადებას საერთოდ არ ელოდნენ. ნიკოლი და მეტი ბედნიერები არიან, თუმცა აღიარებენ, რომ ახლა გეგმაში ბევრი ცვლილების შეტანა მოუწევთ.

მშობლები ბავშვებს ნამდვილ საჩუქრად თვლიან. „ასე ზეცა გვიჩვენებს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ღვთის ნებით ხდება“ – ამბობს ახალგაზრდა დედა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს