მიხაროდა, როცა წელიწადში ორჯერ ქმარი ჩამოდიოდა სახლში, ამოყრიდა ფულს, სხვა არც არაფერი მინდოდა!

10730

ბევრ ოჯახში მამაკაცები ეძებენ ვარიანტებს, სადაც უფრო მეტი ფული შოვნას შეძლებენ. ხშირად ერთადერთი გამოსავალი საზღვარგარეთ მძიმე შორმაა. მათ მუხლჩაუხრელად უწევთ მუშაობა, ამასთან, თავიანთ ჯანმრთელობას არც კი უფრთხილდებიან. რა უნდა უთხრას ცოლმა უცხო ქვეყანაში მიმავალ ქმარს, თუ შვილებს დაავიწყდათ, როგორ გამოიყურება მათი მამა?ქალმა გადაწყვიტა, რომ თავისი უბედურება გაეზიარებინა ჩვენთვის. ისტორია საკმაოდ დამაფიქრებელია. ოჯახური ურთიერთობა ზოგჯერ კარგავს მთლიანობას. სწორედ ამიტომ ცოლ-ქმარი იწყებს კამათს, რაღაცების სანახევროდ თქმა უკვე მათთვის ჩვეულებად იქცევა ხოლმე.

რა უნდა ვუთხრა საზღვარგარეთ მიმავალ ქმარს

“ჩემი ქმარი შრომისმოყვარე, პუნქტუალური, ძველი ყაიდის ადამიანია. ის ძალიან მიყვარს. ამას წინათ არც ისე სასიამოვნო ამბავი გადაგვხდა თავს. აღარც კი ვიცი, რჩევა ვის ვკითხო. ვის ვთხოვო დახმარება, იურისტს, ფსიქოლოგს თუ ჯადოქარს?

ერთმანეთი სამხატვრო წრეზე გავიცანით. ძალიან მიყვარდა პეიზაჟების ხატვა და მოგზაურობა. სერგო შემოქმედებას მეცნიერულად უდგებოდა.გარკვეული დროის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში გადავიდა. მალევე გვეყოლა ქალიშვილები. ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რის გამოც სერგო საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. ერთი წლის შემდეგ იგი დაბრუნდა და იმდენი ფული ჩამოიტანა, რომ სიხარულისგან ავტირდი კიდეც. ბევრი რამ შევიძინეთ ოჯახისთვის, დასასვენებლადაც კი გავემგზავრეთ ბავშვებთან ერთად. რამდენიმე თვეში სერგო კვლავ წავიდა სამუშაოდ. ამის შემდეგ იგი წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე ჩამოდიოდა სამშობლოში. მე შვილების აღზრდითა და შემოქმედებით ვიყავი დაკავებული. თანდათან ასეთ ცხოვრებას შევეჩვიე. როცა სერგო მორიგ ჯერზე დაბრუნდა საქართველოში, ქალაქგარეთ აგარაკი შევიძინეთ.

ასე გავიდა 12 წელი. ამ დროის განმავლობაში სერგო შეიცვალა. მხატვრობა მას აღარ აინტერესებდა. ქალიშვილები სასწავლებლად თბილისში გადავიდნენ, გადავწყვიტე, რომ მათთვის მიმეცა თანხა სწავლისთვის, ბინის ქირის დასაფარად და პირადი ხარჯებისთვის. ამის გამო მე და სერგომ ცოტათი ვიკამათეთ კიდეც, თუმცა საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას. ქალიშვილები იშვიათად ელაპარაკებიან ხოლმე მამას. ცოტა ხნის წინ სერგო სამსახურში დააწინაურეს.რამდენიმე თვეში იგი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო, მას სამ კვირიანი შვებულება მისცეს. მინდოდა, რომ მისი ჩამოსვლის აღსანიშნავად შემეკრიბა ნათესავები და ნაცნობები. სერგო ამაზე თავიდან თავს იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ რესტორანში ადგილები მქონდა დაჯავშინილი, დამთანხმდა.

დილით სერგომ დამირეკა და მაცნობა, რომ ჩამოსვლას აღარ აპირებდა. მას მობეზრდა, რომ ოჯახის წევრები და ნათესავები “ბანკომატად” აღიქვამდნენ. ის სხვა ქვეყანაში აპირებდა დარჩენას სხვა ქალთან. მთხოვა, რომ მისთვის მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს დამერეკა, მაგალითად, როცა საჭირო იქნებოდა განქორწინებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება. შემდეგ ყურმილი ისე დაკიდა, რომ არც კი დამემშვიდობა. დიდი ხანია ვეჭვობდი, რომ მას საყვარელი ჰყავდა, თუმცა არაფერს ვამბობდი. ვერ გამიგია, როგორ შეიძლება კაცი იყოს ასეთი თავმოყვარე და უპასუხისმგებლო?

განქორწინება ჯერ არ მომითხოვია. სერგოს არ დაურეკავს. როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება შეაცველვინოს მას გადაწყვეტილება და ოჯახს დაუბრუნდეს? ჩვენი უფროსი ქალიშვილი უკვე გათხოვებაზე ფიქრობს. გოგონებს მამა სჭირდებათ, მე კი- ქმარი. ნუთუ თანამედროვე მამაკაცები იმდენად დაკნინდნენ, როგორც მათ შესახებ ინტერნეტში იწერება?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს