რეკლამა მუდმივად გვატყობინებს სასწაულმოქმედი საშუალებების შესახებ, რომელიც გვპირდება გაახალგაზრდავებას, მომხიბვლელობას, პრობლემების მოშორებას. ჩვენც მუდმივად ვცდილობთ მათი ეფექტის საკუთარ თავზე გამოცდას, თუმცა ეს ბიუთი-პროდუქტები ყოველთვის არ ამართლებს იმედებს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ნივთებზე, რომელთა შესაძენად ფულის დახარჯვა არ ღირს.
სილამაზის საშუალებები
ზოგიერთი კოსმეტიკური პროდუქტი სრულიად უსარგებლოა და ვერ ასრულებს მარკეტოლოგების დანაპირებს. ამასთან ერთად, შეიძლება მავნებელიც იყოს ორგანიზმისთვის.
- ანტიცელულიტური სკრაბი – საქმე იმაშია, რომ “ფორთოხლის კანის” პრობლემა, რომელსაც თავგამოდებით ებრძვი, შეუძლებელია მოაგვარო ზედაპირული კოსმეტიკის საშუალებით. ცელულიტი ჩნდება ჰორმონალური ფონის დარღვევის და ასაკობრივი ცვლილებების დროს. ასევე გავლენას ახდენს გენეტიკა და ცხოვრების უმოძრაო წესი.ყველაზე ძვირადღირებული საშუალებაც კი ვერ გამოასწორებს მდგომარეობას. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ კანქვეშ ღრმად შეღწევა და უჯრედებზე ზემოქმედება. სკრაბი კას ანიჭებს სიგლუვეს დ სიმკვრივეს, მაგრამ ეს დროებითი კოსმეტიკური ეფექტია. ამის მიღწევა სახლში მომზადებული ყავის სკრაბითაც შეიძლება და რამდენად ღირს ძვირადღირებული საშუალების ყიდვა, თავად გადაწყვიტეთ.
- გასახდომი სახვევები – კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ცხიმის დაწვასა და გახდომასთან. ის წარმოქმნის სათბურის ეფექტს და აძლიერებს ოფლის გამოყოფას. სითხის დაკარგვასთან ერთად გვეჩვენება, რომ სხეულის მოცულობა დავიწროვდა, მაგრამ ეს დროებითი ეფექტია.როგორც კი წყლის ბალანსი აღდგება, დაკარგული სანტიმეტრებიც დაბრუნდება. სახვევი საშუალებები ვიზუალურად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, მაგრამ ზედმეტ კილოგრამებს ნამდვილად ვერ მოგაშორებთ.
- მასაჟის ჯაგრისები – დრაიბრაშინგი – მშრალი ჯაგრისით მასაჟი ცოტა ხნის წინ გახდა პოპულარული. ინტერნეტში უამრავი რეკომენდაციაა, რომ ეს ხერხი კარგია ცელულიტთან და მოდუნებულ კანთან საბრძოლველად, ამკვრივებს და აახალგაზრდავებს კანს. მაგრამ ამ მასაჟის არასწორი გაკეთება მავნებელია და სიფრთხილეა საჭირო.უხეში ჯაგრისი და ძლიერი ზეწოლა აზიანებს კანს და ტოვებს მიკროდაზიანებებს, რაც მის გაწელვას იწვევს. ამიტომ ახალბედებს მგრძნობიარე კანის პატრონებს მეტი სიფრთხილე მართებთ. თუ პროცედურის გაკეთება გსურთ, დასაწყისისთვის უმჯობესია შეარჩიოთ რბილი ჯაგრისი.
- თვალის პატჩები – თვალის პატჩების მწარმოებლები გვიმტკიცებენ, რომ ის ეფექტურად აშორებს შეშუპებას და მუქ წრეებს თვალის ქვეშ, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისი გამოყენება რეკომენდებულია 2-3-ჯერ კვირაში.საქმე იმაშია, რომ პატჩების ხშირი მოხმარებით კანი იტვირთება და კარგავს დამცავ ფუნქციას. ეს იწვევს უკუეფექტს: კანი შრება და ჩნდება ნაოჭები. ამიტომ ზომიერების დაცვაა საჭირო.
- სახის გადასაჭიმი ნიღაბი – კიდევ ერთი გაჯეტი სოციალური ქსელიდან – სახის ოვალის გადასაჭიმი ნიღაბი. რეკლამა გვპირდება, რომ ის მოგვაშორებს ღაბაბს და ამკვცრივებს სახის ოვალს.სინამდვილეში მისი ეფექტი დროებითია. ნიღაბი რამდენიმე საათით ჭიმავს კანს, მაგრამ უძლურია ასაკობრივი ცვლილებების და კანის ტონუსის დაკარგვის წინაშე.
- სპირალისებრი თმის სამაგრი – ის არის ერთ-ერთი ჰიტი ქალის აქსესუარების ბაზარზე. მწარმოებლები აცხადებენ, რომ ასეთი ფორმა არ აფუჭებს თმას და მოცულობას აძლევს ვარცხნილობას. პრაქტიკამ კი გვიჩვენა, რომ ამ რეზინისგან თმა არანაკლებ ზიანდება და ტყდება.
- ნაოჭების საწინააღმდეგო ბალიში – კიდევ ერთი საეჭვო პროდუქტი, რომელშიც ფულის გადაყრა არ ღირს ეს არის ნაოჭების საწინააღმდეგო ბალიში. მწარმოებლები აცხადებენ, რომ ის ხელს უშლის ძილის დროს ნაოჭების წარმოქმნას, რადგან სახეს დეფორმაციისგან იცავს.სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ასეთ ბალიშზე ძილი საკმაოდ არაკომფორტულია. ცუდი ძილი კი, მოგეხსენებათ კანის მდგომარეობას გააუარესებს. უმჯობესია, ტკბილად დაიძინოთ ჩვეულებრივ ბალიშზე.
სილამაზის რა პროდუქტები იცით კიდევ, რომელსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს