ვინ არის ტოქსიკური მეგობარი და რატომაა მნიშვნელოვანი მისი გავლნისგან დროულად გამიჯვნა? ამას განვიხილავთ ლელას და მისი დაქალის, ნატოს, მაგალითზე. ისინი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ. ამასთან, ნატოს გავლენა ლელაზე ოდნავადაც არ სუსტდება, პირიქით, მყარდება კიდეც. სამწუხაროდ, უკანასკნელს ამის დანახვა არ სურს.
ტოქსიკური დაქალი
ლელა და ნატო – ლელა კვლავ ეჩხუბა თავის ქმარს. ეს კი ნატოს სტუმრობამ გამოიწვია, რაც უკვე მათი ოჯახისთვის ნორმად იქცა. ყოველთვის, როცა მათ ნატო ეწვეოდა, ლელას ქმარი ან მეგობართან მიდიოდა, ანდაც საკუთარ ოთახში გამოიკეტებოა ხოლმე. საქმე იმაშია, რომ ძველ მეგობართან ყოველი საუბრის შემდეგ ახალგაზრდა ქალი საკუთარ ცხოვრებაში უამრავ ნაკლვანებას აღმოაჩენდა.ერთხელ ლელა აქვითინდა, რადგან გაიაზრა, რომ აღარ ფლობდა ადრინდელ სილამაზეს. ნატომ ეს სიტყვები პირდაპირ მიახალა დაქალს (რასაკვირველია, მეგობრული ზრუნვა მოიმიზეზა). შემდეგ ლელამ უეცრად აღმოაჩინა, რომ ანდრო ფინანსურად ვერ უზრუნველყოფს ოჯახს ისე, როგორც საჭიროა. ხანაც ნატო მიანიშნებს მეგობარს, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავს. შემდეგ კი ლელა სკანდალს უწყობს მეუღლეს.
ანდრო ვერ იჯერებდა, რომ ცოლი ვერ ამჩნევდა მასზე თავისი დაქალის გამანადგურებელ გავლენას. ლელას მტკიცედ სწამდა, რომ პრობლემა არა ნატოში, არამედ მათ ურთიერთობაში იყო.ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ანდრომ გადაწყვიტა გაეთვალისწინებინა თავისი დის რჩევა და სერიოზულად დალაპარაკებოდა მეუღლეს, დღისით, მშვიდ გარემოში, ზემდეტი ემოციების გარეშე. იგი შესანიშნავად ხვდებოდა იმას, რომ თუ ცოლს დაქალთან ურთიერთობას შეუზღუდავდა, მხოლოდ საპირისპირო ეფექტს მიიღებდა. ხოლო თუ ლელას სიტუაციას მისი გადმოსახედიდან დაანახებდა, მაშინ არსებობდა წარმატების მიღწევის შანსი.
იგი ასეც მოიქცა. ცოლს მოუყვა იმ ცვლილებების შესახებ, რაც მათ ურთიერთობაში წარმოიშვა ნატოს ვიზიტების შემდეგ. ასევე ლელას უთხრა ისიც, თუ როგორ ებრალებოდა ასეთ მდგომარეობაში მისი ნახვა. საუბარი კი იმით დაასრულა, რომ ლელა სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებოდა და ყველაფერს გააკეთებდა მისი ბედნიერებისთვის.საბოლოო ჯამში, ლელამ გადახედა დაქალთან თავის ურთიერთობას და გაიაზრა, რომ დიდი ხანია აღარ ღებულობს სიამოვნებას მასთან საუბრით. სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ ნატოს კიდევ უფრო იშვიათად შეხვედროდა.
ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – მნიშვნელოვანია გარშემომყოფების ცუდი გავლენის დროულად შემჩნევა. სამწუხაროდ, ყოველითვის როდია შესაძლებელი ისეთი მეგობრის შეცნობა, რომელსაც თქვენ ხარჯზე სურს საკუთარი თავდაჯერებულობის განმტკიცება. ასეთმა ურთიერთობამ თვითშეფასების დონის დაქვეითება და ცუდი ემოციური მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენების ანალიზირება, სხვა ადამიანების მოსაზრებების მოსმენა.