გიორგიმ არენდით აიღო მოუვლელი სახლი ქალაქგარეთ, დაამშვენა ვარდის ფურცლებით და შეიძინა საქორწინო ბეჭედი, ეგონა, რომ ნიმფა დასთანხმდებოდა

0
1306

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ქალებს ფული უყვართ და ვერ შეეწინააღმდეგები, რადგან ბევრი ქალი მართლაც ასეთია. თუმცა, არსებობს მომხიბვლელი ნიმფების დიდი კატეგორია, რომლისთვისაც ფულზე მეტად სულიერი სიმდიდრეა მნიშვნელოვანი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ერთ ჭკუის სასწავლებელ ამბავს მოგიყვებით.

ქალებს უყვართ ფული

“როდესაც გიორგი პატარა იყო, მამამისი ხშირად ეუბნებოდა, რომ ქალებს ფული უყვართ. მაშინ ის ვერ ხვდებოდა რატომ ამბობდა მამა ასე, მაგრამ როდესაც დედა სახლიდან წავიდა, მიხვდა, რომ მას მამისგან მხოლოდ ფული ჭირდებოდა. თავიდან მოხიბლა და ცოლად მოაყვანინა თავი, შემდეგ დაფეხმძიმდა, მაგრამ არ უფიქრია, რამხელა პასუხისმგებლობა იყო დედობა და უბრალოდ გაქრა.მას შემდეგ გიორგი დედის გარეშე იზრდებოდა. მამა მკაცრად ზრდიდა, არ ეფერებოდა, არ გამოხატავდა სითბოს, მაგრამ ბიჭი საოცრად ემპათიური ადამიანი გაიზარდა. მან გადაწყვიტა, რომ არ გაეზიარებინა მამის ბედი და სწორად შეერჩია ცხოვრების მეგზური.

კარიერის დასაწყისი – როდესაც სამსახურის დაწყების დრო მოვიდა, მამამ თავის კომპანიაში მაღალი თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ გიორგიმ უარი უთხრა. მას სურდა თავისი კარიერა ნულიდან დაეწყო. ამიტომ მამას სთხოვა სტაჟიორად აეყვანა.გიორგი მუშაობას შეუდგა და ცდილობდა ყველა საქმე შეესწავლა და კარგად შეესრულებინა. როდესაც ეს მისმა მეგობარმა ანამ გაიგო, ძალიან გაუხარდა: “შენ თავად შეძლებ ყველაფრის მიღწევას, აი, ნახავ! ვამაყობ შენით!”

შემთხვევითი შეხვედრა – ერთ დღეს საცობის გამო გიორგი სამსახურში აგვიანებდა, ამიტომ გადაწყვიტა სირბილით მისულიყო. იმდენად ჩქარობდა, რომ ვიღაც გოგოს დაეჯახა, რომელიც კაფედან გამოდიოდა. გოგონას ყველაფერი დაუვარდა რაც ხელში ეჭირა: საბუთები, ყავის ჭიქა. ბიჭი გაჩერდა და აკრეფაში დაეხმარა, თან უბოდიშებდა: “მაპატიეთ, არ მინდოდა, ძალიან მრცხვენია!”გოგონა არ გაბრაზებულა, შეხედა გიორგის და არაუშავსო – უთხრა. მისი თვალების დანახვაზე ბიჭს თავგზა აერია: “ღმერთო, რა ლამაზია! თვალს ვერ მოწყვეტ!” შესთავაზა, რომ საჭირო იყო მომხდარის გამოსწორება და კაფეში შეხვედრა სთხოვა. გაცვალეს ტელეფონის ნომრები და გზა განაგრძეს.

…დროთა განმავლობაში გიორგი მიხვდა, რომ შეყვარებული იყო და ეგონა, რომ ნათიაც არ იქნებოდა გულგრილი. ეს რომ ანამ გაიგო, არ ესიამოვნა. აღმოჩდა, რომ ისიც იცნობდა ნათიას: “ის ძალიან ანგარებიანი გოგონაა, მახსოვს, სულ ფულიანი ბიჭებისკენ ქონდა ყურადღება, მისთვის სიმდიდრე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანი. ფრთხილად იყავი!”გიორგის არ უნდოდა ამის დაჯერება. თან ნათიამ არ იცოდა, რომ ის მდიდარი მამის შვილი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, გადაწყვიტა გამოეცადა გოგონა. მან იქირავა ძველი სახლი ქალაქგარეთ, მორთო ვარდის ფურცლებით და შეიძინა ნიშნობის ბეჭედი.

მწარე სიმართლე = სახლთან მისულმა ნათიამ, შიგნით შესვლაც არ ისურვა: “რას გავს ეს სახლი, სად მომიყვანე?” გიორგიმ სთხოვა შესულიყო, დაიჩოქა და ბეჭედი გაუწოდა. ნათიას კი სასაცილოდ არ ეყო: “კარგი რა, რა ქორწილი! ჩვენ ხომ მხოლოდ ვერთობოდით, არ შემიძლია მე ასეთ პირობებში ცხოვრება!”მას შემდეგ გიორგი და ნათია დაშორდნენ. ბიჭს კარგა ხანი დაჭირდა გონზე მოსასვლელად. ნუთუ მამა მართალი იყო და ყველა ქალს მხოლოდ ფული აინტერესებს?გიორგიმ ყველაფერი მამას მოუყვა. ყველაზე მეტად ის აბრაზებდა, რომ ანა მართალი აღმოჩნდა და აღარ ეკონტაქტებოდა მას. მამამ ყურადღებით მოუსმინა და უთხრა: “ხშირად ადამიანებს ცხვირწინ აქვთ ის, რაც ჭირდებათ და ვერ ამჩნევენ მას. მოდი, იფიქრე ამაზე. გიორგი მალე მიხვდა, რას გულისხმობდა მამა.მან შეიძინა დიდი თაიგული და წავიდა ანასთან მოსაბოდიშებლად. გოგონამ ტირილი დაიწყო და აღიარა, რომ არ სურდა მის გვერდით სხვისი დანახვა, რადგან ძალიან უყვარდა.გიორგი ეხლაღა მიხვდა, რომ მისი ოცნების ქალი ცხვირწინ ყავდა. მას არ აინტერესებდა მისი სიმდიდრე და არ მანიპულირებდა ამით. ანას უყვარდა ისეთი, როგორიც იყო.

რას გვასწავლის ეს ამბავი?  – ბედნიერების პოვნამდე მწარე გაკვეთილი უნდა მიიღო, რომ თვალები აგეხილოს. არადა, ხშირად არაფერია საძებნი და ის ცხვირწინ გყავს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა იპოვის თავის სასურველ ადამიანს, თუ ფართოდ გაახელს თვალებს. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.