როგორ გადავარჩინოთ გამხმარი ლიმონი: ლოგიკური ამოცანა

272

ჩემს მაცივარში ყოველთვის არის კვერცხი, კარაქი, რამდენიმე სახის ცოცხალი ბოსტნეული და გაჭრილი ლიმონი. ბოლო ყველაზე ვერაგი ნივთია. როცა არ გჭირდება, კარგად გამოიყურება, ხოლო როდესაც დაგჭირდება, უკვე გამხმარია. რით შეიძლება ვუშველოთ გამხმარ ლიმონს? როდესაც ციტრუსი თავის პირვანდელ იერსახეს კარგავს, მისგან რამეს ვამზადებ. მაგალითად, ვაცხობ ორცხობილებს, ვაკეთებ მურაბას, ან ლიმონის ტორტს ცხობის გარეშე. ადრე ამ ციტრუსის რეამინირება არ მიფიქრია, რადგან ყოველთვის ვუნახავდი დანიშნულებას, მაგრამ ეხლახანს თვალში მომხვდა ერთი საინტერესო ხერხი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ ხერხზე მოგიყვებით.

როგორ შევინახოთ ლიმონი

ჩემი აზრით, ლიმონის გარეშე მაცივარი არ გამოიყურება სრულყოფილად. ჩვენს სახლში ის პოპულარულია არა მარტო ზამთარში, ზაფხულშიც კი.ძირითადად ვყიდულობ 1-2 ცალს და რომ არ გაფუჭდეს, ვისწავლე მისი სწორად შენახვა. თავიდან ვახვევ ციტრუსს პერგამენტის ქაღალდში, რაც ხელს უშლის მის ლპობას. შემდეგ ვინახავ მაცივარში.

  • როგორ შევინახოთ დაჭრილი ლიმონი – თუ გსურთ გაჭრილი ლიმონი დიდხანს არ გაფუჭდეს, შეინახეთ ის მაცივარში ლიმონის კონტეინერით, გაჭრილი მხარით ქვემოთ. ამ ფორმით ის ვარგისი იქნება 7 დღემდე. თუ გაჭრილ ადგილას დააფარებთ ფოლგას, ხოლო ძირზე დაუყრით შაქარს, ლიმონი უფრო დიდხანს შეინახება.თუ არ გაქვთ, ლიმონის შესანახი სპეციალური კონტეინერი, შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი ლამბაქი და დააფაროთ თავზე ფინჯანი. გაჭრილი ლიმონის სამზარეულოს ცელოფანში გახვევა არ არის რეკომენდებული, რადგან მალე დალპება.
  • როგორ აღვადგინოთ გამხმარი ლიმონი – გამხმარი ლიმონის რეანიმირებისთვის დაგჭირდებათ წყალი და დრო. დაასხით თბილი წყალი და დატოვეთ 1-2 საათი. ციტრუსი შეიწოვს წყალს და ახალივით გახდება. შეგიძლიათ რამდენჯერმე შეუცვალოთ წყალი, მაგრამ ეს ხერხი პირველივე ცდიდან შედეგიანია.

ჩემი მეგობრის ოჯახში ლიმონი გაფუჭებას ვერ ასწრებს, რადგან ბავშვები მალევე ავლებენ მუსრს. ამიტომ, მისთვის ეს პრობლემა უცხო. მე კი ეს ხერხი ძალიან დამეხმარა და პროდუქტი აღარ მიფუჭდება. სასარგებლო იყო თქვენთვის ეს ინფორმაცია? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს