კიტრის როლები შეიძლება გახდეს ბრინჯთან წვალების საუკეთესო ალტერნატივა.მათთან სამუშაოდ საჭიროა მინიმლალური მომზადება, წინასაახალწლო სამზადისის დროს კი რთულია ბევრი თავისუფალი დროის გამოყოფა. ამაზე არ იღელვოთ, რადგან კიტრის როლის გემო და არომატი ჩვდულებრივს არაფრით არ ჩამოუვარდება.
კირტის როლები
თუ ადრე ოჯახში მოგიმზადებიათ ჩვეულებრივი როლები, მაშინ დაახლოებით გესმით მთელი მოვლენის მასშტაბურობა. ბრინჯის სწორად გაკეთებას უნდა დაახარჯოთ არაერთი საათი. კიტრის ნაჭრების გამოყენება სერიოზულად ამარტივებს როლების მომზადებას.
მაქსიმალური მსგავსება – თუ ნამდვილი როლების დაგემოვნება ძალიან გინდათ, მის მოსამზადებლად კი დრო არ გაქვთ და არც მისი შეკვეთა გსურთ, მაშინ მიიღეთ მხედველობაში ეს რეცეპტი. ინგრედინეტების გარდაქმნა თითქმის სრულყოფილ როლებად ჩაივლის სწრაფად და მარტივად.
ინგრედიენტები
- 1 ც. კიტრი
- 100 გ ნაღების ყველი
- 6 ც. კრაბის ჩხირი
- 1/4 ჩ.კ მარილი
- სანელებლები გემოვნებით
მომზადება:
- შეარჩიეთ გრძელი კიტრები. მათი შეხვევა არ გაგიჭირდებათ, ეს კი გაამარტივებს უმთავრეს ამოცანას- როლებისთვის ლამაზი ფორმის მინიჭებას. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი კიტრის გასათლელად სჯობს გამოიყენოთ ბოსტნეულის სათლელი.
- როლის გულსართი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ. რეცეპტის ჩვენეული ვარიანტის მიხედვით დაჭერით კიბორჩხალას ჩხირები, შეურიეთ ნაღების ყველს და დაუმატეთ საყვარელი სუნელები. თავისუფლად შეგიძლიათ კიბორჩხალის ჩხირები ჩაანაცვლოთ კრევეტებით, კიბორჩხალის ხორცით, წითელი თევზის ნაჭრებით.
- კიტრის როლების აწყობა დამატებითი მოწყობილობების გარეშეც შეგიძლიათ, თუმცა პროცესი გაცილებით გაგიმარტივდებათ, თუ გამოიყენებთ ჭილოფს, მცირე მოქსოვილ ხალიჩას. ის უამრავ მაღაზიაში იყიდება და ძვირიც არ ღირს. შემოახვიეთ ჭილოფს პოლიეთილენის აფსკი, რათა შესაძლებელი იყოს მისი მრავალჯერადი გამოყენება.
- კიტრის ფენას დაფარეთ ნაღების ყველისა და კრაბის ჩხირების გულსართით. შემდეგ ჭილოფის დახმარებით შეახვიეთ როლები. მათ დასაჭრელად იხმარეთ ყველაზე ბასრი დანა. არ დაგავიწყდეთ სუფრაზე როლებთან ერთად სოიოს სოუსის, ჯინჯერის ნაჭრებისა და ვასაბის გატანა.
პატარა ნაჭრები – კიტრის როლებიც მომზადება შეგიძლიათ კანაპეს სახითაც. ასეთ შემთხვევაში თითოეული მათგანი ცალკე აიწყობა.
ინგრედიენტები
- 2 ც. კიტრი
- 1 ც. კვერცხი
- 1 ს.კ მაიონეზი
- 100 გ მაგარი ყველი
- სანელებლები გემოვნებით
- კამა
- ნიორი
მომზადება:
- მოხარშეთ კვეცხი, გააგრილეთ, გაფრცქვენით და მსხვილად გახეხეთ, ასევე ყველიც. მაგალთად, შეგიძლიათ გააკეთოთ ნაღების ყველისა და პარმეზანის, მოცარელად ან სულგუნის ნარევი.
- ყველის და კვერცხის მასას დაუმატეთ გასრესილი ნიორი, სანელებლები, მწვანილი. კარგად მოურიეთ და შეინახეთ მაცივარში 5 წუთით. კიტრები გარეცხეთ და თხელ სლაისებად დაჭერით.
- კვეცხის და ყველის ნარევი კარგად უნდა გამყარდეს საყინულეში, რაც გაამარტივებს მათგან პატარა ბურთულების გაკეთებას.
- შეახვიეთ პატარა რულეტი კიტრის ფენისა და ყველის ბურთულისგან, შემდეგ კი ყველაფერი დაამაგრეთ კბილის საწენდი ჩხირით.
როგორც ხედავთ, სახლის პირობებში როლების დამზადება საკმაოდ მარტივია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ის პროდუქტები, რომლებიც უფრო მოსწონთ თქვენი ოჯახის წევრებსა და სტუმრებს.