ბალიშები: რის გაკეთება არ შეიძლება კატეგორიულად

677

საძინებელი – ეს არის განსაკუთრებული ადგილია, შეიძლება ითქვას, საკრალურიც. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ძილის დროს ადამიანი იმყოფება ზღვარზე რეალობასა და არარეალურ სამყაროს შორის. აქვე ჩნდება შესაძლებლობა მომავლის წინასწარმეტყველების, მოულოდნელი დეჟავუ და სხვა აუხსნელი მოვლენები. სწორედ ამიტომ, მინიშნებები ბალიშებზე სულაც არ არის აზრს მოკლებული. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.ბავშვობაში ბებია ხშირად მეუბნებოდა: “არ დაჯდე ბალიშებზე – უბედურებას მოიზიდავ!” მაშინ მის სიტყვებს სერიოზულად არ აღვიქვამდი, ეხლა კი დავფიქრდი, იქნებ ბებია მართალი იყო. ცრურწმენა აქ არაფერ შუაშია. ზოგიერთი რამ სწორი და რეალურია. რის გაკეთება არ შეიძლება ბალიშებზე?

ხალხური შეხედულებები ბალიშებზე

  1. ორ ბალიშზე ძილი. ადამიანს, რომელსაც არ ჰყავს მეორე ნახევარი, ეს ჩვევა მარტოობას პირდება. თუ ქალი გათხოვილია, მის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება, ხოლო ცოლიანი მამაკაცები დიდ ფულს დაკარგავენ.
  2. ბალიშზე ჯდომა. ეს საძინებელი ადგილის შეურაცხყოფაა და ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი. თუ დასაჯდომი ადგილის ამაღლება გსურთ, სხვა ნივთი შეარჩიეთ ან შეიძინეთ სპეციალური ბალიში. გამონაკლისია ახალდაქორწინებული წყვილი. ქორწილის დღეს ბალიშზე ჯდომა კარგის ნიშანი იყო.
  3. ბალიშის დადება მაგიდაზე. წარსულ დროში მაგიდაზე დგამდნენ მიცვალებულის სასახლეს. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, იმ შემთხვევაში, თუ სახლში სივიწროვე და ცოტა ადგილი იყო. ამიტომ ბალიში მაგიდაზე ასოცირდა ყველაზე მტკივნეულ მოვლენასთან – ახლობლის დაკარგვასთან.
  4. სხვის ბალიშზე ძილი. ყოველი ნივთს აქვს თავისებურება. უმეტესად ეს არის ენერგეტიკის შთანთქმა ან შეცვლა. ეს ეხება ბალიშებსაც. თუ ის გაჯერებულია პატრონის ნეგატიური ენერგიით, მასზე მშვიდი ძილი არ გამოგივათ და პრობლემებს მოგიტანთ ცხოვრებაში.
  5. ბალიშის ჩუქება ან საჩუქრად მიღება.  მაგიის შეგიძლიათ გჯეროდეთ, ან არ გჯეროდეთ. თუმცა, იმ ადამიანების, შესაძლებლობების იგნორირება, რომლებიც შავი მაგიით არიან დაკავებულები, არ ღირს. შურიანი ადამიანები ხშირად მიმართავენ მათ მომსახურებას. ნეგატიური ენერგეტიკით დატვირთული ფურცლის ან ნივთების დამალვა ბალიშში საკმაოდ მარტივია. ამიტომ უმჯობესია საკუთარი საწოლის ნივთები თავად შეიძინოთ, ან ასეთი საჩუქარი მიიღეთ მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანისგან.

დამთხვევაა, თუ არა ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი დაქალი დიდი ხნის განმავლობაში იყო მარტო, სანამ ეძინა უზარმაზარ საწოლში უამრავ ბალიშთან ერთად. როგორც კი ამ ჩვევაზე უარი თქვა, მალევე იპოვა საყვარელი ადამიანი და დაქორწინდა. ამის შემდეგ, რთულია იგნორირება გაუკეთო ხალხურ რწმენას. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს