რაში შეიძლება დაგვეხმაროს ქაღალდის სკოჩი სამზარეულოში

750

ქაღალდის სკოჩი იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი პროდუქტია. ჩვეულებრივი სკოჩისგან განსხვავებით, ის არ ტოვებს წებოვან კვალს ზედაპირებზე. თუ გჭირდებათ რამეს შეღებვა ან დაწებება, ამ ნივთით ზედაპირს მარტივად დაიცავთ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.დედამთილმა მასწავლა კიდევ რაში შემეძლო გამომეყენებინა ქაღალდის სკოჩი სამზარეულოში და ეხლა მის გარეშე წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება. რაში ვიყენებ? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით.

წარწერები პროდუქტების შესანახზე – ქაღალდის სკოჩი კარგი საშუალებაა პროდუქტების დასასტიკერებლად. მაგალითად, შეიძინეთ ხორცი, დააფასოეთ პაკეტებში და შეინახეთ საყინულეში. მომავალში გაგიჭირდებათ იმის გარკვევა, თუ რომელ პაკეტში რომელი ნაწილი დევს. სკოჩზე შეგიძლიათ მიუთითოთ პროდუქტის სახელწოდება და შენახვის თარიღი. ძალიან მოსახერხებელია!

წარწერა კონსერვებზე – ქაღალდის სკოჩზე მოსახერხებელია კონსერვების სახელწოდებების მინიშნება, აგრეთვე მისი შემადგენლობა და მომზადების თარიღი. ამ მარტივი და ბიუჯეტური საშუალებით დროულად იპოვით კონსერვს, რომელსაც მალე ვადა ეწურება.

შეფუთვების შეკვრა – ბურღულეულის, მაკარონის შაქრის და სხვა პროდუქტების შეფუთვების დალუქვა მოსახერხებელია ქაღალდის სკოჩით. ასე აღარაფერი არ დაიბნევა და კარადაში მუდამ სისუფთავე იქნება. მოხსნაც მარტივია, რადგან ის არ იხევა.

პატარა წერილი – ზოგჯერ გვჭირდება შეტყობინება დავუტოვოთ ახლობლებს. აქაც გამოგვადგება ქაღალდის სკოჩი, რომელსაც მაცივარზე მივაკრავთ. მხოლოდ საქმეებზე ნუ ისაუბრებთ. დაწერეთ როგორ გიყვართ და რამდენად ძვირფასია ის თქვენთვის. აუმაღლეთ განწყობა ერთმანეთს!

დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი დანიშნულება შეიძლება მოუძებნოთ ქაღალდის სკოჩს. დამეთანხმებით, ის ძალიან მოსახერხებელი და ბიუჯეტური საშუალებაა. თქვენც ხომ არ გაქვთ მასთან დაკავშირებული ხრიკები სამზარეულოში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს