საუკეთესო მებაღე გვასწავლის, როგორ გავაუვნებლოთ გრუნტი ჩითილების დასარგავად.

0
157

ბევრი ადამიანი არჩევს, რომ არ დახარჯოს ფული სუბსტრატებზე და ყვავილების მიწა ნაკვეთიდან აიღოს. ამ შემთხვევაში, ჯერ მნიშვნელოვანია ნიადაგის დეზინფექცია, რისთვისაც რამდენიმე ხერხი არსებობს, მაგრამ ყველა მათგანს აქვს თავისი ნაკლი და ხშირად, საკმაოდ მნიშვნელოვანი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით როგორ გაუკეთოთ დეზინფექცია ნიადაგს მარტივად და ეფექტურად.რა თქმა უნდა, უფრო მარტივია ნიადაგის მცირე მოცულობის დეზინფექცია. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თითოეული სანტიმეტრი. მეთოდებს შორის ყველაზე პოპულარულია მიწის გაცხელება, გაყინვა, დამდუღვრა. მოდით სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

როგორ გავაუვნებელყოთ გრუნტი

პოპულარული მეთოდები – დეზინფექციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია ნიადაგის გაცხელება. ამისათვის ის უნდა მოათავსოთ უზარმაზარ ტაფაზე და შეწვათ ნელა და საფუძვლიანად, ან შედგათ ღუმელში. ორივე შემთხვევაში პრობლემა არის მახრჩობელა სუნი.გაყინვა საინტერესო ვარიანტია. ნიადაგი უნდა შედოთ მაცივარში და კარგად გაყინოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოცხალი არსებების ნაწილი შეიძლება გადარჩეს. ამიტომ აუცილებელია გაყინვა გავიმეოროთ ორჯერ ან სამჯერ, თუმცა ეფექტურობა ბოლომდე მაინც არ შეიძლება გვქონდეს.მესამე მეთოდი გულისხმობს ნიადაგის დამუშავებას მდუღარე წყლით. ჩაყარეთ მიწა ადუღებულ წყალში და გადააფარეთ თავზე, რომ კარგად ჩაიორთქლოს. აქ პრობლემა ის არის, რომ მიიღებთ ტალახს და გაშრობა დიდხანს მოუწევს. შეგიძლიათ დაასხათ ნიადაგს მდუღარე, რომელსაც აქვს სადრენაჟო ხვრელი, მაგრამ ეფექტურობა ნაკლები იქნება. წყალი სწრაფად გაცივდება და მიწაზეც არათანაბრად გადანაწილდება.

მიწის დეზინფიცირება მიკროტალღურ ღუმელში – ბევრი იტყვის, რომ მიკროტალღური ღუმელი ყველა ცოცხალ არსებას გაანადგურებს. დიახ, ეს ასეა და ეს მეთოდი სასარგებლო მიკროელემენტებსაც მოკლავს, თუმცა, ეს არ არის დიდი პრობლემა, რადგან ჰაერში უამრავი მიკროელემენტია და ისინი სწრაფად დასახლდებიან ისევ მიწაზე.თან ამის გაკეთება ყველაზე მარტივია. საკმარისია, ჩაყაროთ მიწა ცელოფნის პარკებში და მოათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში. სასურველია პარკებს გაუკეთოთ პატარა საჰაერო ხვრელები. გათბობა საჭიროა 5 წუთის განმავლობაში და გაიმეოროთ რამდენჯერმე. პარკის შიგით უნდა გაჩნდეს კონდენსატი. რომ არ გადნეს, არ გამოიყენოთ თხელი პარკები.ეს არის ყველაზე მარტივი პასუხები კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ნიადაგის დეზინფექცია სწრაფად და ეფექტურად. არჩევანი თქვენზეა, მაგრამ მიკროტალღური ღუმელის ვერსიას მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვას.

თქვენ რა მეთოდს იყენებთ მიწის დეზინფექციისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.