დიასახლისების უპატიებელი შეცდომები რეცხვის დროს – აი საედან ჩნდება სუნი და ნესტი სააბაზანოში.

0
1213

თითქმის ყოველ დღე რაღაცის გარეცხვა გვიწევს. კალათში იყრება ჭუჭყიანი ნივთები, ხდება სორტირება, გადაგვაქვს სარეცხ მანქანაში და ვრეცხავთ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არის მიუღებელი შეცდომები, რომელსაც წლების განმავლობაში ვუშვებთ, სამაგიეროდ არ ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა.პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ რეცხვის დროს დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე. რეკომენდებულია, გაეცნოთ მათ და ამ ელემენტარული წესების ცოდნით დაიცვათ სარეცხი მანქანა, თქვენი საყვარელი ნივთები, აიცილოთ უსიამოვნო სუნი აბაზანაში.

შეცდომები რეცხვის დროს: რჩევა დიასახლისებს

  1. ნუ დაუმატებთ კონდენციონერს პირსახოცების რეცხვის დროს – ის ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის საჭირო. კონდენციონერის გამოყენების შემდეგ პირსახოცი ნაკლებად იწოვს ტენს, მისი გაშრობის პერიოდი საგრძნობლად იზრდება და შეიძლება გაუჩნდეს უსიამოვნო სუნი. ქსოვილის დამარბილებელი ასევე ცუდია სპორტული ტანსაცმლისთვის.
  2. საჭიროა სარეცხი მანქანის გაწმენდა – რეგულარული წმენდა ახანგრძლივებს სარეცხი მანქანის ექსპლოატაციას, ის ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას და თავიდან აგვაცილებს უსიამოვნო სუნის გაჩენას. მანქანის კარი ყოველთვის დატოვეთ ღია, აუცილებლად გარეცხეთ ხოლმე ფხვნილის ჩასაყრელი კონტეინერი. თანამედროვე სარეცხ მანქანებს აქვთ თვითწმენდის ფუნქცია, მაგრამ თუ ძველი მოდელი გაქვთ, იხელმძღვანელეთ შემდეგი წესით: წელიწადში ერთხელ შეარჩიეთ ყველაზე ცხელი რეჟიმი, ჩაასხით 100 მლ. ჩვეულებრივი ძმარი და ჩართეთ მანქანა.თუ გასარეცხი მხოლოდ რამდენიმე წყვილი წინდა გაქვთ, ჩაყარეთ ისინი სპეციალურ ტომარაში ან ფეხსაცმლის შესანახ ნაჭრის პარკში. ამ მეთოდით დაზოგავთ დროს და ენერგიას და არ დააზიანებთ წინდებს.
  3. პლედი და ბალიშები უნდა გარეცხოთ ორჯერ – თეთრეულის სარეცხი ფხვნილით და კონდენციონერით რეცხვის შემდეგ ყოველთვის ჩართეთ დამატებითი გავლება სუფთა წყლით. ეს თავიდან აგაცილებთ სინთეტიკურ სუნს და ალერგიულ რეაქციებს.
  4. გახსენით ღილები და შეკარით ელვა შესაკრავი – დარწმუნდით, რომ სარეცხ მანქანაში აწყობთ ტანსაცმელს გახსნილი ღილებით, რადგან რეცხვის პროცესში შეიძლება აწყდეს. ხოლო ელვა შესაკრავი პირიქით, აუცილებლად შეკრული უნდა იყოს, რათა არ დააზიანოს სხვა ნივთები და თავადაც არ გაუფუჭდეს კბილანები.
  5. საცურაო კოსტიუმი ყოველთვის გარეცხეთ ხელით – საცურაო კოსტიუმი ხშირად ელასტინისგან მზადდება, რაც მანქანით რეცხვის დროს ზიანდება. გირჩევთ ასეთი ნივთები გარეცხოთ ხელით გრილ წყალში, უკიდურეს შემთხვევაში კი მხოლოდ დელიკატური რეცხვის რეჟიმი გამოიყენოთ.

ეს არის მეტ-ნაკლებად გავრცელებული შეცდომები. გაუფრთხილდით თქვენს ნივთებს და ტექნიკას, რათა აიცილოთ თავიდან უსიამოვნო შედეგები. გაგვიზიარეთ თქვენი ხრიკები სარეცხი მანქანის მოხმარების დროს.