სახლში შოკოლადს არ ვინახავ. თითოეული ვაჟისთვის ვყიდულობ თითო შოკოლადის ფილას, დაე, იცოდნენ, თუ როგორ გადაანაწილონ ნუგბარი რამდენიმე დღეზე. რაც შეეხება ორცხობილებსა თუ ფუნთუშეულს, ის მუდამ ამშვენებს ჩვენი ოჯახის სუფრას. ვიცი მათი შენახვის წესები, რათა ისინი არ გახმეს. ფხვიერ ორცხობილებს თავადვე ვაცხობ. გაირკვა, რომ არსებობს საიმედო მეთოდი, რომლის დახმარებითაც ფუნთუშეული არ გახმება რამდენიმე დღის განმავლობაში.
რბილი ორცხობილა დიდი ხნით
იმისათვის, რათა ორცხობილამ არ დაკარგოს სირბილე დროთა განმავლობაში, ამაზე მომზადების პროცესშივე უნდა იზრუნოთ. მაგალთად, ცომში უნდა იყოს მეტი ნაღების კარაქი, ვიდრე შაქარი. თუ ზედმეტ კალორიებზე წუხხართ, თანაბარი პროპორციით გამოიყენეთ ნაღების კარაქი და მზესუმზირის ზეთი, რომელიც, თავის მხრივ, ვაშლის ძმრით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.განსაზღვრეთ იდეალური დრო, რაც ორცხობილების გამოცხობას დასჭირდება. მაღალ ტემპერატურაზე დაბრაწეთ ისინი გაოქროსფერებამდე, შემდეგ კი დაუწიეთ ცეცხლს. აღსანიშნავია, რომ მაღაზიაში ნაყიდი ორცხობილებიც იწყებს გახმობას მას შემდეგ, რაც შეფუთვას გახსნით. ამიტომ ისინი ჰერმეტულ კონტეინერში უნდა შეინახოთ. ამასთან, ოჯახში გამომცხვარი ორცხობილები ბოლომდე უნდა გააგრილოთ, რათა კონდენსატი არ გაჩნდეს.
იმისათვის, რათა ორცხობილები არ გახმეს, მათთან ერთად კონტეინერში ჩადეთ ვაშლის ან თეთრი პურის ნაჭერი. მათგან ორცხობილა შეიწოვს სინოტივეს და დიდი ხნით შეინარჩუნებს სირბილეს. არ დაგავიწყდეთ ვაშლის ან პურის შეცვლა დღეში ერთხელ მაინც.
თქვენ როგორ ინახავთ ორხობილებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება!