ჩვეულებრივ სამზარეულოს სისუფთავიდან გამომდინარე ბევრი რამის თქმა შეიძლება დიასახლისზე, თუმცა ყველას მოგვეძებნება სახლში ძველი თეფშები, რომელთა გამწნედა არაფრის დიდებით არ გამოგვდის, მათ გადაყრა კი გვენანება. ყვითელი ნადებით დაფარული ჭურჭლის გამოყენების სურვილი არ გვიჩნდება. მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ ხრიკებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ მოაშოროთ თეფშებს ძველი ცხიმი.
როგორ მოვაშოროთ თეფშებს ძველი ცხიმი
საკვები სოდა – ერთ-ერთი უნივერსალური საოჯახო საშუალება დიასახლისს ამ შემთხვევაშიც გამოადგება. დაბინძურებული თეფშები მოათავსეთ ერთ დიდ ჭურჭელში, მაგალითად, ტაშტში, და დაასხით მდუღარე წყალი. შემდეგ დაუმატეთ სოდა, დაახლოებით 2-3 ს.კ 1ლ წყალზე და დატოვეთ 1 საათით. შემდეგ ამოიღეთ თეფშები და გარეცხეთ გამდინარე წყალში.
სოდა და წყალბადის ზეჟანგი – თუ საკვებ სოდას შეურევთ წყალბადის ზეჟანგს 1:1 პროპორციით, მაშინ მიიღებთ ერთ-ერთ უძლიერეს საწმენდ საშუალებას. ნარევი ღრუბლის დახმარებით გადაანაწილეთ თეფშის ზედაპირზე, შემდეგ კი ზედმიწევნით გარეცხეთ.
ლიმონის მჟავა – ესაა საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ სერიოზული დაბინძურების შემთხვევაშიც კი. პროცედურის დროს უნდა გეკეთოთ რეზინის ხელთათმანები. დაიტანეთ საშუალება ღრუბელზე და ფრთხილად გაწმინდეთ თეფშები, შემდეგ კი ისინი დატოვეთ 20-30 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ გარეცხეთ ჭურჭელი. ლიმონის მჟავას ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმრის ესენცია.
მდოგვი – მდოგვი ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებით უკვე დაეხმარა დიასახლისების არაერთ თაობას. ამასთან, ეს ხერხი საკმაოდ მარტივიცაა. ჩააწყვეთ ჭურჭელი ტაშტში, დაუმატეთ რამდენიმე კოვზი მდოგვი და დატოვეთ ერთი საათით. შემდეგ ჩვეულებრივ გარეცხეთ თეფშები.
სარეცხი ფხვნილი – არსებობს კიდევ ერთი მეთოდი მათთვის, ვინც არ ენდობა ხალხურ საშუალებებს და უპირატესობას ანიჭებს თანამედროვე ქიმიას. ტაშტში ჩაასხით ცხელი წყალი და გახსენით მასში სარეცხი ფხვნილი და მშრალი მათეთრებელი 1:1 პროპორციით. შემდეგ მოათავსეთ ტაშტში ჭურჭელი და დატოვეთ 2-3 საათით.
თითოეულ ადამიანს შეუძლია ინდივიდუალურად შეარჩიოს მისთვის შესაფერისი ხერხი ძველი ცხიმისგან თეფშების გასაწმენდად. საბედნიეროდ, არჩევანი საკმაოდ ფართოა, თითოეული მეთოდი თავისებურად ეფექტურია. მთავარია, არ დაგავიწყდეთ სამზარეულოში სისუფთავის შენარჩუნება.