როგორაა დაკავშირებული ბინაში უცნაური სუნის გაჩენა დედამთილის სტუმრობასთან.

0
622

ეს თითქმის საახალწლო ისტორია იმაზეა, რომ ზოგჯერ არ უნდა დავივიწყოთ ახლობლების სიკეთე მაშინაც კი, თუ ეს ერთობ საგულისხმოა. დედამთილი სტუმრად თავის სახლში- საკმაოდ უჩვეულოდ ჟღერს, თუმცა ცხოვრება ასეთა. მოცემულ სტატიაში გაიგებთ, თუ რა მოხდა და რა სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია ცვალებად ბედისწერას.

დედამთილის სტუმრობა

ლელა ბინაში შევიდა და მაშინვე დაიწყო მოთქმა, რა სურნელი ტრიალებდა სახლში, რამდენი ხანი უნდა გაგრძელებულიყო ეს და საჭირო იყო სასწრაფოდ აივანზე გასასვლელი კარის გაღება და ბინის განიავება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ლელა ასეთი გაბედული მხოლოდ დედამთლის სახლში არყოფნის დროსაა.მთელი ეს აურზაური მაშინ დაიწყო, როცა ქალბატონი ნელი სახლში ერთი ჩემოდნით ხელში დაბრუნდა. 50 წლის წინ, იგი საყვარელ მამაკაცთან გადავიდა საცხოვრებლად ქალაქგარეთ. ვაჟი უკვე ზრდასრული იყო და დედის დახმარება აღარ სჭირდებოდა, ამიტომ ქალმა საკუთარი თავისთვის გადაწყვიტა ცხოვრება. ქალბატონმა ნელიმ თავისი სამ ოთახიანი ბინა ანდროსა და ლელას დაუტოვა, 15 წლის შემდეგ კი მას საყვარელმა მამაკაცმა განუცხადა, რომ აგარაკი და მიწის ნაკვეთი მის ქალიშვილს ეკუთვნოდა, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და ამიტომ ქალი იძულებული გახდა ქალაქში დაბრუნებულიყო.ანდრომ დედა დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღო, რძალი კი დედამთილს ცივად შეხვდა. მას შემდეგ კი, რაც ლელამ გაიგო, რომ ამიერიდან ნელი მათთან იცხოვრებდა, იგი გაბრაზდა კიდეც.

ანდროსა და ნელის შორის მჭიდრო დედაშვილური კავშირია. ისინი უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს. მათ სიტყვის უთქმელადაც კი შეუძლიათ ერთმანეთისთვის განწყობის ამაღლება. ნელი ლელას ოჯახის საქმეებში ეხმარებოდა, შვილიშვილსაც უვლიდა.ერთხელაც რძალი ბინაში შედის და იწყებს გოდებას, რომ საჭიროა იქაურობის განიავება, 5 წუთში კი ხედავს, რომ ანდროს კარადიდან ტანსაცმელი გამოაქვს და ჩემოდანში აწყობს. მაშინ ქმარი ეუბნება ცოლს, რომ ისინი დროებით მეგობართან გადადიან საცხოვრებლად, შემდეგ კი ბინის ქირაობა მოუწევთ.

“-ლელა, ძვირფასო, ალბათ დაგავიწყდა, რომ აქ სტუმრები ვართ. დედას ვესაუბრე, ის ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას, თუმცა გადავწყვიტე, რომ მნიშვნელოვანია თავს გრძნობდე დიასახლისად შენს ტერიტორიაზე. ჩემი ცოლი ხარ და არ შემიძლია ეს უფლება ჩამოგართვა, ამიტომ სხვაგან გადავდივართ საცხოვრებლად. სამსახურში დამაწინაურეს, ამიტომ ბინის ქირაობას ფინანსურად გავწვდებით”.

ცხოვრებისეული სიბრძნე: არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეთ, თუ ვინ ხართ და სად იმყოფებით. ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ანდროს რომ არ მიეღო ეს გადაწყვეტილება. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?