თითოეული ქალი ყვავილია. ზოგი ნაზი, ზოგი თავხედი და ეკლიანი. თითოეული თავისებურად ლამაზია. ძველი კელტები თვლიდნენ, რომ თითოეული ჩვენგანი დაბადებიდან ასოცირდება რომელიმე ყვავილთან და ატარებს მის ხასიათს და თვისებებს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგაცნოთ ყვავილების ჰოროსკოპს 2022 წლისთვის, რომელიც ბევრ სიმართლეს გვეტყვის ჩვენს შესახებ.
- ნაღველა (1-10 იანვარი). გაუფრთხილდით თავს და დაიმახსოვრეთ, რომ სანამ რაიმეს გამო ნერვიულობას დაიწყებთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: “ღირს კი ამდენად?” შემდეგ გაიღიმეთ, შეხედეთ პრობლემებს მარტივად და შეეცადეთ შეინარჩუნოთ გაწონასწორებული მდგომარეობა – ეს არის გზა წარმატებისკენ.
- ნარშავა (11-20 ინვარი). ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა აიცილონ ზედმეტი დატვირთვა სამსახურში. შეეცადეთ, მეტი დაისვენოთ და თავად მოძებნოთ სიხარულის მიზეზები. მოგზაურობა 2022 წელს ახალ ნაცნობობას და უამრავ პოზიტივს გპირდებათ.
- ნეგო, უკვდავა (21-31 იანვარი). გაუფრთხილდით ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. შეეცადეთ არ შექმნათ კონფლიქტური სიტუაციები და თავადაც მოერიდეთ მსგავსს. ენდოთ მხოლოდ ძალიან ახლობლებს. გააცნობიერეთ, რომ ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება, უკეთესი მომავლისთვის გამზადებთ.
- ფითრი (1-10 თებერვალი). 2022 წელს ბევრი ფითრი იქნება ყურადღების ცენტრში. შენ ბედნიერებისგან იბრწყინებ და სხვებსაც მიიზიდავ. თუმცა, ეს სხვებში შურს გამოიწვევს, განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეთ კოლეგებს სამსახურში.
- ბელადონა (11-12 თებერვალი). ბელადონებს 2022 წელს ექნებათ აქტიურობის და ნაყოფიერი პერიოდი. თუ ბევრს იშრომებენ, დიდ ფინანსურ მოგებას მიაღწევენ. თუმცა, პერიოდულად არ დაგავიწყდეთ შესვენება და განტვირთავ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაიწვებით.
- მიმოზა (21-28 თებერვალი). მიმოზებს 2022 წელს განსაკუთრებული ცვლილებები არ ელოდებათ. იცხოვრეთ კომფორტსა და სიმშვიდეში, დატკბით იმითი, რაც გაქვთ.
- ყაყაჩო (1-10 მარტი). ყაყაჩოს 2022 წელს გაბედნიერება ელის. ოჯახური სტატუსი ახალ ეტაპზე გადავა, მოსალოდნელია ფეხმძიმობაც.
- შროშანი (11-20 მარტი). შროშანმა, რომელმაც გადაწყვიტა ყველაფრის შეცვლა, რაც მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, უდა გაითვალისწინონ: კარგად მუშაობს ის, ვინც კარგად ისვენებს. გამოყავით დრო დასვენებისა და რელაქსაციისთვის.
- ფუტკარა (21 მარტი-31 მარტი). ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ კარდინალურ ცვლილებებს ცხოვრებაში!
- მაგნოლია (1-10 აპრილი). მაგნოლიამ უნდა დაიმახსოვრონ ხალხური სიბრძნე: ” ჩუმად ივლი – უფრო შორს წახვალ!” საიდუმლოდ შეინახეთ საკუთარი წარმატებები და არ იტრაბახოთ. ბოროტი აზრები და ზრახვები არ არის კარგი მეგზური წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ასე, რომ ნუ გააღიზიანებ სხვებს და ყველაფერი კარგად იქნება!
- ჰორტენზია (11-20 აპრილი). სურვილების შესრულება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მიენდეთ ინტუიციას და თამამად იარეთ წინ!
- გეორგინა (21-30 აპრილი). თამამად აიღეთ ინიციატივა საკუთარ თავზე. ნუ ელოდებით სხვისგან თამამ ნაბიჯებს, იმოქმედეთ დამოუკიდებლად და ყველაფერი გამოგივათ!
- მაისის შროშანა (1-10 მაისი). ყვავილების ჰოროსკოპი მაისის შროშანებს უწინასწარმეტყველებს ცვლილებებს და მისგან თამამ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. მთავარია, იპოვოთ საიმედო პარტნიორი და თანამზრახველი.
- დანდური (11-20 მაისი). უმჯობესია განმარტოვდეთ, ასე ნაკლები რისკი იქნება, რომ ვინმემ მოგატყუოთ. წლის ბოლოდან სამყარო თქვენს გარშემო უკეთესობისკენ შეიცვლება.
- გვირილა (21-31 მაისი). გვირილები მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნონ. სხვების რჩევა, თუნდაც ჭკვიანი და პატივსაცემი ადამიანებისგან, ნაკლებად გამოადგებათ, რადგან ისინი ვერ შეძლებენ ყველა საჭირო ფაქტორის გამოთვლას.
- მაჩიტა (1-10 ივნისი). კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის იპოვით სწორ გამოსავალს. თქვენი გამომგონებლობისა და ცივი გონების უნდა შურდეთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ სინაზე და სისუსტეც საჭიროა ხანდახან. ნუ გადაიტვირთავთ თავს და მოაწყვეთ დასვენების და განტვირთვის დღეები.
- ზიზილა (11-21 ივნისი). ზიზილა პირველ ადგილზე ოჯახის ინტერესებს დააყენებს. სასურველია, იზრუნონ მოხუც ნათესავებსა და პატარა ბავშვებზე. მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციონ ახლობლებს, რადგან ეს მათ ძალიან სჭირდებათ.
- ტიტა (22 ივნისი-1 ივლისი). ფრთხილად იყავით ხარჯებთან. აწარმოეთ შემოსავლის და გასავლის ცხრილი, რათა ვალებში არ გადავარდეთ.
- დუმფარა (2-12 ივლისი). გაითვალისწინეთ, რომ გრძელი ენა კარგს არაფერს მოგიტანთ. აკონტროლეთ ვისთან და რას ამბობთ. ჯანმრთელობა არ გიღალატებთ.
- ია (13-23 ივლისი). საუკეთესო დროა მოგზაურობის დასაწყებად. 2022 წელს გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, გექნებათ უამრავი ახალი შთაბეჭდილება, რომელიც დიდხანს გაგყვებათ.
- ასკილი (24 ივლისი -2 აგვისტო). თქვენი ლიდერული თვისებები პროფესიულ წინსვლაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული ცვლილებები არ გელოდებათ.
- მზესუმზირა (3-12 აგვისტო). 2022 წელს მზესუმზირებს ვურჩევთ ნუ იქნებიან ზედმეტად თავდაჯერებულები. შეეცადეთ არ ჩავარდეთ უკიდურესობასა და ემოციებში. ჰარმონიულ მდგომარეობაში ბევრ ცხოვრებისეულ პრობლემას გადალახავთ!
- ვარდი (13-23 აგვისტო). შეგიძლიათ გარისკოთ და ცხოვრებას გამოწვევა გაუგზავნოთ. დაიმახსოვრეთ, რომ წარმატებას გაბედული ადამიანები უყვართ.
- დეზურა (24 აგვისტო – 2 სექტემბერი). გაიმაგრეთ იმუნიტეტი, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, დაიცავით ძილის და დასვენების რეჟიმი, რადგან ჯანმრთელობა ყველაზე მთავარი რესურსია ადამიანისთვის.
- მიხაკი (3-11 სექტემბერი). 2022 წელი იდეალურია ახლის საძებნად. შეგიძლიათ შეცვალოთ ბედი, გარემო ახალი მეგობრების ან საიმედო პარტნიორების საშუალებით
- ასტრა (12-22 სექტემბერი). იმისათვის, რომ მიიღოთ სასურველი შედეგი, მოგიწევთ ბევრი შრომა, მაგრამ ის ამად ღირს! ახლობლებთან და ნათესავებთან ყოფნა ნერვებს დაგიწყნარებთ, ასევე კარგია ბუნებაში გასხვლა.
- მანანა (23 სექტემბერი – 3 ოქტომბერი). მეგობრებთან მიმართებაში ისინი ერთგულად და პასუხისმგებლობით მოიქცევიან. ყოველთვის მზად არიან გაუზიარონ სასარგებლო რჩევები და გაუწიონ ფინანსური დახმარება. ოღონდ ეს კარგად გააზრებულად უნდა გააკეთონ, რათა დათვური სამსახური არ გაუწიონ საკუთარ თავს და სხვას.
- კამელია (4-3 ოქტომბერი). მამაცი გული, მდიდარი წარმოსახვა, თავგადასავლებისკენ სწრაფვა, განუმეორებელი არტისტიზმი – ეს ხმაურიანი კოქტეილი მხოლოდ პრობლემებს მოუტანდა, რომ არ იცოდეს ყველაფრის სწორად გათვლა. საბედნიეროდ, მას ეს შეუძლია.
- იასამანი (14-23 ოქტომბერი). 2022 წელს იასამანმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საყვარელ ადამიანს. საჭიროა ახალი ვარცხნილობა, ახალი იმიჯი, გარდერობის შეცვლა.
- ფრეზია (24 ოქტომბერი-2 ნოემბერი). ფრთხილად იყავით გარემომცველ წრესთან. ვიღაც ცდილობს თქვენი ადგილის დაკავებას. დააწესეთ ზუსტი საზღვრები და ნუ დაიზარებთ საკუთარი თავის და ინტერესების დაცვას.
- ორქიდეა (3 -12 ნოემბერი). საუკეთესო დროა კარიერული წინსვლისთვის. ამისთვის დიდი ძალისხმევის დახარჯვაც არ მოგიწევთ, რადგან ყველაფერი თავისით დალაგდება. არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ ბედისწერას.
- პიონი (13-22 ნოემბერი). შენ საუკეთესო მეგობარი ხარ, ერთგული, პატიოსანი. მზად ხარ მეგობრის გამო თავი საფრთხეში ჩაიგდო. შენი გულახდილობა და გულწრფელობა იზიდავ გარშემომყოფებს, თუმცა, ფრთხილად იყავი ურთიერთობებში. 2022 წელს მოიშორეთ ყველა ტოქსიკური ადამიანი და უკეთ იქნებით.
- გლადიოლუსი (23 ნოემბერი-2 დეკემბერი). შენი შეუპოვრობის და მიზანდასახულობის წყალობით ბევრ წარმატებას მიაღწევ. 2022 წელი ფორტუნა შენს მხარეს იქნება. სცადეთ ლატარიის ბილეთის შეძენა.
- ბაბუაწვერა (3-12 დეკემბერი). ენერგიული და აქტიური ბაბუაწვერა 2022 წელს ბევრ პრობლემას შეეჯახება. ის ღირსეულად გაივლის ყველა დაბრკოლებას და ბევრ გამოცდილებას და სიბრძნეს შეიძენს.
- ლოტუსი (13-22 დეკემბერი). ლოტუსი გამოირჩევა არასტანდარტული ქცევით, განსხვავებული აზროვნებით. მისი სიბრძნე, გამძლეობა და ანალიზის უნარი – წარმატების საფუძველია.
- ედელვაისი (23-31 დეკემბერი). ედელვაისი თავისუფლების მოყვარე, მიზადასახული და მრავალფეროვნების მოყვარულია. უნდა გამოიყენოს ყველა შანსი, რასაც ცხოვრება შესთავაზებს და წარმატება გარანტირებული აქვს.
რჩევა რედაქციისგან: თქვენ რას იტყვით ყვავილების ჰოროსკოპზე? რამდენად ემთხვევა დახასიათება თქვენს ბუნებას? გაგვიზიარეთ კომეტარებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს