მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა ავად გახდა. მეზობელი დამთანხმდა მის შეფარებას, მე კი დიდ ანაზღაურებას დავპირდი

0
2526

“ჩემი ბავშვობის მოგონებები ნამდვილად არ არის ნათელი.” – ამბობს გიორგი. ბიჭი სოფელში გაიზარდა. მთელი ბავშვობა ცდილობდა შეძლებისდაგვარად დახმარებოდა დედას მას შემდეგ, რაც აღარავინ ყავდა გვერდით. სამყაროში წესით ბალანსი უნდა იყოს: შავი და თეთრი ზოლები, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება მხოლოდ შავი ზოლებისგან შედგება.

ბავშვობის მოგონებები

“დავიბადე ღარიბ ოჯახში, მოკრძალებულად ვცხოვრობდით და თვიდან თვემდე ძლივს გაგვქონდა თავი. როდესაც ხუთი წლის გავხდი, მამა ავად გახდა. დედას ძალიან გაუჭირდა – მას უნდა მოევლო ჩემთვისაც და მამისთვისაც, თან უნდა ემუშავა, რომ თავი გვერჩინა. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი ვერაფერს. მამა მწოლიარე იყო, მისი ნათესავები კი ახლოს აღარ გვეკარებოდნენ.სკოლის დამთავრების შემდეგ ქალაქში წავედი სასწავლებლად. იმედი მქონდა, რომ ნორმალურ სამსახურს ვიშოვიდი და დედას დავეხმარებოდი. თუმცა, ფული საჭმელზე ძლივს მყოფნიდა. სამყაროში კეთილი ადამიანებიც არსებობენ, უნივერსიტეტის სასადილოში საჭმლის ნარჩენებს მაძლევდნენ, მზარეულები მიცნობდნენ და დედასთანაც მატანდნენ ხოლმე პურს, ბურღულეულს, კატლეტებს.

სწავლის დამთავრების შემდეგ პრობლემები არ დამთავრდა. აღმოჩნდა, რომ ნათესავებმა მას სახლი ჩამოართვეს, რადგან მამაჩემის დედაზე იყო გაფორმებული. არ ვიცოდი რა მექნა, სოფელში დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა. იქ არც სამუშაო იყო და არც სახლი. ქალაქში მეგობართან ერთად საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი და დედას ვერ წამოვიყვანდი. გამიმართლა, რომ გვერდით ოთახში მარტოხელა ქალი ცხოვრობდა.როდესაც მას ჩემს პრობლემებზე მოვუყევი, შემომთავაზა, რომ დედას თავისთან შეიფარებდა. მალე უკეთესი სამსახური ვიშოვე. ხელფასი დიდი არ იყო, მაგრამ ყველაფერზე გვყოფნიდა. იქ გავიცანი ჩემი მომავალი ცოლი.

უნებლიე სიყვარული – “სამსახურის შემდეგ ვიღაც გოგონას დავეჯახე დერეფანში. მას ხელში ნივთები ეჭირა და დაბნეულმა დაიწყო აკრეფა. მე კი გაოცებული ვიდექი და თვალს ვერ ვწყვეტდი მას. გოგონამ შემომხედა და გასეირნება შემომთავაზა. მას მერე ხშირად ვხვდებოდით, ვსეირნობდით, ვურთიერთობდით. ერთად კარგად ვგრძნობდით თავს, თუმცა ის თავსი შესახებ არაფერს მიყვებოდა. ბოლოს მითხრა, რომ ჩემი უფროსის ქალიშვილი იყო.ქეთიმ თავიდან დამიმალა ვინ იყო. ის ფიქრობდა, რომ თუ მეცოდინებოდა, ჩვენი ურთიერთობა არ იქნებოდა გულწრფელი. მისმა ოჯახმა კარგად მიმიღო. მამამისი გულისხმიერი და სასიამოვნო ადამიანი იყო. მან დედაჩემს პატარა ბინა უყიდა. მალე მე და ქეთი დავქორწინდით და უკვე 10 წელია ბედნიერად ვცხოვრობთ. დედა უკეთ არის და შვილიშვილებს ელოდება.”

რჩევა რედაქციისგან: იმედი არასდროს არ უნდა დავკარგოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ, როგორც არ უნდა მიეწყოს ჩვენი ცხოვრება. როდესაც გაქვს მიზანი და ყველაფერს ვაკეთებთ მის მისაღწევად, წარმატება გარანტირებულია და სამყარო აუცილებლად დაგასაჩუქრებთ. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.