ნიუანსები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ სახუფავის ყიდვის დროს, რათა მერე არ ვიწვალოთ.

0
533

კარგი სახუფავი ყველა სამზარეულოში სჭირდებათ. მის გარეშე შეუძლებელია სალათების, საწებლების, მწნილების და სხვა კონსერვების შენახვა. თუმცა, ზოგი თანამედროვე მოწყობილობა შეიძლება უხარისხო გამოდგეს და ტყუილად გადაყაროთ ფული. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით როგორ შეარჩიოთ საიმედო სახუფავი. რომელიც ერთგულად მოგემსახურებათ.

სახუფავი მანქანა

ბევრი იყენებს ძველ სახუფავ მანქანას, რომელიც ბები-ბაბუებისგან შემორჩა. თუ თქვენც გაქვთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. ასევე, მაგალითად, ხორცსაკეპი მანქანები. ისინი თანამედროვეებზე ბევრად უფრო გამძლეა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული მხარე შეიძლება შელახული ქონდეს, ეს მის მუშაობაზე არანაირად არ ისახება.მსგავსი ხორცსაკეპი მანქანა შემორჩენილი აქვს პაპარაცის მკითხველ მარის. ის ამბობს, რომ მოწყობილობა შვეიცარული საათივით საიმედოა. სიამოვნებით ამზადებს ღორის სალის პაშტეტს ქმრისთვის, ატარებს ხორცის უზარმაზარ ნაჭრებს. სახუფავი მანქანაც ძველებური აქვს, ბებიისგან ერგო და მისი წყალობით ერთი ქილა კონსერვიც არ გაფუჭებია.

ექსკლუზიური ნამუშაევარი – თუ რარიტეტული ნივთები მემკვიდრეობით არ გერგოთ, ნუ იდარდებთ. თანამედროვე ბაზარი უამრავ ვარიანტს გთავაზობთ. ზოგიერთი უპირატესობას ანიჭებს ხელოსნების მიერ დამზადებულს, რადგან თვლიან, რომ უფრო ხარისხიანი და გამძლეა, ვიდრე ქარხნული.რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება, მაგრამ მხოლოდ პროფესიონალებს უნდა მიანდოთ ეს საქმე. ამ შემთხვევაში ფასი საკმაოდ მაღალია.

თანამედროვე ანალოგები – თუ დიასახლისი ეხლა იწყებს მოგზაურობას კონსერვაციის სამყაროში, უნდა გავაფრთხილოთ, რომ დაჭირდებათ საკმაოდ დიდი დრო შესაბამისი გამოცდილების მისაღებად.თავად სახუფავთან მუშაობა არ არის მარტივი და ესეც სწორად შესარჩევი იქნება. რამდენი სახის სახუფავი მანქანა არსებობს? ყველაზე პოპულარულია ხუთი მეტნაკლებად გავრცელებული მექანიზმი.

სახუფავი მანქანების სახეობები.

  1. სახუფავი მანქანა ხრახნიანი მექანიზმით. ის მარტივად მუშაობს. თქვენ უნდა დააფაროთ ქილას სახურავი და დაატრიალოთ წრეზე სახელური. ამ დროს მექანიზმი ბორბლებით მოუჭერს თავსახურსასეთ მანქანებზე დიდი მოთხოვნა აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაზე იაფია. ქილის დახუფვას საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება და არ ხარ დაზღვეული თავსახურის დაზიანებისგან.
  2. სახუფავი მანქანა “ლოკოკინა”. მისი მუშაობის პრინციპი პირველის მსგავსია, მაგრამ აქვს დამახასიათებელი კბილანები. ის მოძრაობს სახურავის გარშემო და აჭერს ქილის ზედაპირს.
  3. სახუფავი მანქანა ნახევრად ავტომატური მექანიზმით. ის ყველაზე პოპულარული და მარტივად გამოსაყენებელი ხელსაწყოა. უნდა დაადოთ სახურავს, დაატრიალოთ საათის ისრის მიმართულებით. დიასახლისებს უყვართ მისი თანაბრად დახუფვის უნარის გამო. თუმცა, არის ერთი ნიუანსი: არ უნდა მოგივიდეთ ზედმეტი ზეწოლა, რადგან დააზიანებთ ქილას.
  4. სახუფავი ავტომატური ჩამკეტით. ის ყველაზე უსაფრთხო ხელსაწყოდ ითვლება მთელს ბაზარზე. ასეთ მოწყობილობას აქვს ერთი ან ორი სახურავი. თქვენ მხოლოდ სწორად უნდა მოარგოთ ის ქილას და დაატრიალოთ.
  5. ელექტრო სახუფავი მანქანები. ის გამოიყენება საკონსერვო ქარხნებში და წარმოებაში. თუმცა, თუ საჭიროებაა, შეგიძლიათ სახლისთვისაც შეიძინოთ. მწარმოებლები გვთავაზობენ დამატებით ფუნქციებსაც: ქილის დაფიქსირება, ავტომატური  გამორთვა, ქილის ზომის რეგულირება.

როგორი უნდა იყოს სახუფავი მანქანა: ხარისხიანი სახუფავი არ უნდა აზიანებდეს ქილის კიდეებს და თავსახურებს. ეს მთავარი კრიტერიუმია. თუ კონსერვში ჰაერი შეიპარება, ის გაფუჭდება. სახუფავ მანქანასთან მუშაობა მარტივი და მოსახერხებელი უნდა იყოს.ყურადღება მიაქციეთ მასალის ხარისხს. ხარისხიანი ფოლადი დიდხანს და ერთგულად მოგემსახურებათ. არ უნდა ქონდეს ზედმეტი ხმები და თავისუფლად ტრიალებდეს.თქვენ როგორ სახუფავს იყენებთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.