შევწყვიტე ლაბას კეთება და ნაპოლეონის ცხობა დღესასწაულების წინ, ახალ წელს ვხვდები მომზადების გარეშე, დაქალებს შურთ ჩემი, მე კი ცხოვრებით ვტკბები

168

ახალი წელი სამზადისის გარეშე ჩვენში წარმოუდგენელი რამ არის. დიასახლისები ერთმანეთს უზიარებენ ზამთრის დღესასწაულის გეგმებს და უცნაურად ჟღერს ერთ-ერთი მათგანის სიტყვები, რომ არაფერს აკეთებს. ყველა საყიდლებზე დარბის, ის კი ვითომც არაფერი, სახლში ისვენებს.პაპარაცის რედაქცია ყველას აზრს პატივს სცემს. თითოეული ადამიანი თავად წყვეტს, თუ როგორ აღნიშნოს ახალი წელი. მეგობარს არ უყვარს ეს დღესასწაული, ამიტომ არ სურს ყველასავით სამზარეულოში იფუსფუსოს. საინტერესოა, რატომ? რა მოხდა ისეთი, რომ ახალი წელი მისთვის დღესასწაული აღარ არის?

ახალი წლის სამზადისის გარეშე

“რა თქმა უნდა, ახალი წელი დღესასწაულია! უბრალოდ, როცა მირეკავენ და ვეუბნები, რომ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, უკვირთ. მიყვებიან, რომ უამრავი რამ იყიდეს, ამზადებენ საჭმელებს, მე კი არაფერი შემიძენია, არც არაფერს ვაკეთებ განსაკუთრებულს.ჩემი სიტყვების შემდეგ უცებ პაუზა კეთდება: – რანაირად, ნუთუ, არაფერს ამზადებ? დიახ, სწორედ ასეა, ეს ჩემთვის ძალიან კომფორტულია, ვიტყოდი, რომ საუკეთესო ვარიანტი. მართლაც თავს კარგად ვგრძნობ, არ დავრბივარ მარაგების საძიებლად, მხოლოდ ვარჩევ ოჯახის წევრებისთვის საჩუქრებს. ყველა საჭმელზე ფიქრობს ამ პერიოდში, საჩუქრებისთვის კი დრო აღარ რჩებათ.ბავშვებისთვის საჩუქრების ყიდვას ყველა ახერხებს, რადგან ეს აქსიომაა, მაგრამ მოზრდილები მივიწყებულია. არ მესმის იმ ქალების, რომლებიც საახალწლოდ ჩქარ რეჟიმში სამზარეულოში ტრიალებენ სრულ ქაოსში, შემდეგ კი დაქანცულები მალევე იძინებენ. აღარ რჩებათ დრო თავი მოიწესრიგონ და ლამაზები იყონ.ზოგადად, ძალიან დამღალა ამ აჟიოტაჟმა, ადრე მეც ასე ვიქცეოდი და მივხვდი, რომ საკმარისია და აღარ მინდა. სხვათა შორის, ჩემმა ქმარმაც მხარი დამიჭირა. მითხრა, რომ დაიღალა სტუმრიანობით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლობლები და მეგობრები არ გვიყვარს, უბრალოდ ამ დღეს სიმშვიდე და მარტოობა გვირჩევნია.

ახალი წელი სამზადისის გარეშე – ასე, რომ ახალი წლის ღამეს გვაქვს ერთი ქილა ხიზილალა, ხორცი, საჭმლის ჩვეულებრივი მარაგი, რამდენიმე ბოთლი შამპანური და მშვიდი საღამო აგარაკზე.ახალი წლის ღამეს ვწვავთ მაყალზე მწვადებს, მივირთმევთ ხიზილალას და ბლინებს, ვწრუპავთ შამპანურს. ეს არის მთელი ჩვენი სამზადისი. შემდეგ ბუხართან მოვკალათდებით და საყვარელ სერიალს ა ფილმს ვუყურებთ.სულ ეს არის ჩვენი გეგმები. 3-4 იანვარს ქალაქში ვბრუნდებით, ვხვდებით მეგობრებს კაფეში, შობას კი ოჯახურ გარემოში ვატარებთ, ვჩუქნით ერთმანეთს საჩუქრებს. თუ რამე საჭმელი მოგვინდება, შევუკვეთავთ და მოგვიტანენ. დიდ სტუმრიანობას მირჩევნია კინოში ან თეატრში გავისეირნოთ.სხვა შემთხვევაში, ყველაფერი იქნება როგორც ყოველთვის: ტონა საკვები, რომელიც უნდა აითვისო, თორემ გაფუჭდება. როგორი მშიერიც არ უნდა იყოს, სტუმარი ყველა კერძს ვერ აითვისებს. ნახევარი გადასაყრელი ხდება, მორე ნახევარი “გადარჩენილია” ჩვენს მუცლებში.ნათლისღებისთვის ყველა გასუქებულია და წუწუნებს, რომ დახარჯეს უამრავი ფული, მოიმატეს რამდენიმე კილოგრამი და რა სიამოვნება მიიღეს? მე არ ვწუწუნებ, უბრალოდ შევცვალე ჩემი დამოკიდებულება ამ დღესასწაულის მიმართ.მახსოვს ჩემი ბავშვობა, ახალი წელს ერთად ვხვდებოდით სამნი – მე, დედა და მამა. დღეს ისინი აღარ არიან, მაგრამ დამრჩა ტკბილი მოგონებები. არ მინდა ამ გრძნობის ჩახშობა, პირიქით, მინდა, რომ დიდხანს დარჩეს ჩემს გულში. ამიტომ ახალი წელი ჩემთვის პირადული და ახლობელია, ბედნიერების შეგრძნებაა და არა სავსე მაგიდა…”

ცხოვრებისეული სიბრძნე – ჩემმა სხვა ნაცნობებმა სცადეს ახალი წლის ხარჯების სხვა ექვივალენტში გადატანა. აღმოჩნდა, რომ ამ ფულით შეეძლოთ დასასვენებლად წასვლა. ზოგმა რესტორანში გადაწყვიტა აღნიშვნა. თანხა ნაკლები დაიხარჯა, თან არ დასჭირდათ საყიდლებზე სირბილი, მზადება, დალაგება.ახალი წელი სამზადისის გარეშე სავსებით შესაძლებელია და სულაც არ არის ცუდი. უბრალოდ სხვანაირად უნდა შეხედო მოვლენებს. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს